კოლიკ-ეზი / Colic EZ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb.
შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს:
სიმეთიკონი 40 მგ
კამის ზეთი 0,005 მლ
ცერეცოს ზეთი  0,0007 მლ

მოქმედების მექანიზმი:
სიმეთიკონი
· ცვლის კუჭის შიგთავსში და ნაწლავის ლორწოში წარმოქმნილ აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას დაიწვევს მათ დაშლას
· არ შედის ქიმიურ რეაქციებში, ფარმაკოლოგიურად ინერტულია
· არ შეიწოვება ორგანიზმში და ელიმინირდება ნაწლავის მიერ შეუცვლელი სახით
კამის ზეთი
· ეფექტურად და სწრაფად ხსნის  ნაწლავთა კოლიკას
· აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს
· ხელს უშლის აირების წარმოქმნას
· ასტიმულირებს მადას
კამის ზეთი აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის (Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ
ჩვენებები:
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნებისმიერი გენეზით წარმოქმნილი აირების დაგროვება (მეტეორიზმი, აეროფაგია);
· კუჭ-ნაწლავის სპაზმი; ბოყინი, სლოკინი
· სანაღვლე გზების სპაზმი და დისკინეზია
· საკვების რეგურგიტაცია
დოზირება:          
6 თვემდე ბავშვებში 0,5 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე
6 დან 12 თვემდე
ბავშვებში 0,75 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე
1 წლიდან ბავშვებში 1 მლ 4 ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე

უკუჩვენება: არ გააჩნია, პრეპარატი ძირითადად კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატ Colic Ez – ის მიღებისას გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება.
განსაკუთრებული მითითებები: გამოიყენება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ახალშობილებში დაბადების პირველი დღეებიდან. მოსახერხებელია და მარტივი გამოსაყენებლად, ვინაიდან მოყვება პიპეტი, რაც აადვილებს დოზირებას. არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორებს.
ჭარბი დოზირება: პრეპარატ Colic Ez -ს არ ახასიათებს ჰიპერდოზირებით გამოწვეული მოვლენები.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!
ვარგისიანობა და შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილს, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისია გამოშვებიდან სამი წელი.
გამოშვების ფორმა: წვეთები 30მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vitane Pharma, გერმანია

გაფრთხილება