კომბიციდი (ტაბლეტები) –COMBICID tabs

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სულტამიცილინი/SULTAMICILLIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პენიცილინის ჯგუფის ინჰიბიტორ-დაცული ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
სულტამიცილინი……………..   375 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. სულტამიცილინი წარმოადგენს ამპიცილინ სულბაქტამის ორმაგ ეთერს. მოქმედებს ბაქტერიციდულად. სულტამიცილინი აქტიურია უმრავლესობა გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის ბეტალაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების მიმართ.
ჩვენებები:
კომბიციდი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.
საფეხურებრივი თერაპია პარენტერალური ამპიცილინ/სულბაქტამის გამოყენების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ და მეტი – დღეღამური დოზა შეადგენს 375-750 მგ/დღეში,
ბავშვებში სხეულის წონით 30 კგზე ნაკლები – 25-50 მგ/კგ (ინფექციის სიმძიმის მიხედვით). პრეპარატი მიიღება 12 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-14 დღე.
არაგართულებული გონორეის სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება ერთჯერადად 2.25 გ ოდენობით.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება კანზე გამონაყარი, გულის რევა, ღებინება, თავის ტკივილი.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია ყველა სახის პენიცილინის მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
* სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ პირებში. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა მიღებათა შორის ინტერვალის გაზრდა.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება