კომფორტი დეი / Comfort Day

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედაციური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
შემადგენლობა:
თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას ექსტრაქტი 100 მგ.
სვიის ექსტრაქტი 30 მგ.
ბარამბოს ექსტრაქტი 40 მგ.
თიამინის ნიტრატი 2 მგ.
მოქმედების მექნიზმი:
კატაბალახა  ახდენს ორგანიზმზე მრავალმხრივ მოქმედებას. ახდენს დამაწყნარებელ ზეგავლენას ნერვულ სისტემაზე. არეგულირებს გულის მუშაობას, ამცირებს გულისცემის სიხშირეს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გზით. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ ფუნქციას, ხსნის საყლაპავის სპაზმს, აწესრიგებს ნაღვლის სექრეციას და გამოყოფას.  თერაპიული მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებების კომპლექსით, პირველ რიგში ეთერზეთებით და ალკალოიდებით.
სვია- შეიცავს ცელულოზას, პექტინს, გლუკოზას, ფრუქტოზას, ორგანულ და მინერალურ მჟავეებს: ვაშლის, ლიმნის, ქარვის, ფოსფორის, სილიციუმის, სპილენძის და რკინის მარილებს, გოგირდს, ამინომჟავებს.  ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ლიპულინს, ასკორბინის, გუმულენის და ვალერიანის მჟავას, ტრიმეთილამინს, ქოლინს, ჰიპოქსანტინს, ცვილს და ფიტონციდებს. ახდენს დამამშვიდებელ, მსუბუქ შარდმდენ, ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
ბარამბო- რბილი მოქმედების, დღის ტრანკვილიზატორია. ახდენს სედატიურ და ანქსიოლიტურ მოქმედებას, ხსნის შიშის და ფსიქიური დაძაბულობის შეგრძნებას, ადუნებს გლუვ კუნთებს.

თიამინი (ვიტამინი В1)- აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს და ინფორმაციის ათვისების უნარს, აწესრიგებს თავის ტვინის ფუნქციონირებას.  აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლმბად ფუნქციას, ანელებს თავისუფალი რადიკალების, თამბაქოს და ალკოჰოლის ზეგავლენას ორგანიზმზე.
ჩვენებები:
• მომატებული აგზნებადობა, შფოთვა და მომატებული გაღიზიანება;
• სტრეს-დამოკიდებული დაავადებები: გასტრიტი, წყლულოვანი დაავადება, სტენოკარდია, ჰიპერტონია (კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში);
• კლიმაქტერული და პრედმენსტრუალური სინდრომის (მომატებული გაღიზიანებადობა, შრომისუნარიანობის და ძილის დარღვევები, „წამოხურებები“, არტ. ჰიპერტენზია) მკურნალობა;
• ორგანიზმის მდგრადობის მომატება სტრესული ფაქტორების მიმართ („ქრონიკული დაღლილობის“  და „მენეჯერის“ სინდრომის პროფილაქტიკა)
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• 18 წლამდე ასაკი.
დოზირება და გამოყენების წესი:
მოზრდილებში რეკომენდებული  დოზა შეადგენს 1-2  კაფსულას 2 ჯერ დღეში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში თიამინი უსაფრთხო  რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.4 მგ-ის. ინფორმაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი შედარებით მაღალი დოზებით გამოყენების უსაფრთხოების შესახებ   შეზღუდულია.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღებისას გვერდითი მოვლენები ვლინდება იშვიათად და მსუბუქი ხასიათისაა.
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს- ძილიანობა, თავის ტკივილი, ყაბზობა.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ერთდროული გამოყენებისას პრეპარატი აძლიერებს  ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას. ამ შემთხვევაში ინიშნება სიფრთხილით.
თიამინი იწვევს მიორელაქსანტების მოქმედების გაძლიერებას.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკვილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები და ხიხინი ფილტვებში.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, ძილიანობა, სპასტიური ტკივილი მუცლის არეში, გუგების გაფართოება, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.
შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურულ პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ
გამოშვების ფორმა: რბილი ჟელატინის კაფსულები #20
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში. 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: OCEAN HEALTHCARE PVT. ინდოეთი

გაფრთხილება