კოპილვიტი (ნატუროპათი) / Kopilvit

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
კოპილვიტი – ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია, რომელიც განკუთვნილია ვიტამინების დეფიციტის შესავსებად. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების მიმართ.

შემადგენლობა

ნუტრიენტების

დასახელება

რაოდენობა 1 კაფსულისთვის რაოდენობა % სმრდ1
ვიტამინი C 80 მგ 100%
ვიტამინი A 400 მკგ რე 50%
ვიტამინი E 8 მგ α-ტე 67%
ნიაცინი 8 მგ 50%
პანტოტენური მჟავა 3,2 მგ 53%
ვიტამინი B6 1,92 მგ 137%*
ტიამინი 1,44 მგ 131%*
ვიტამინი K2 17,6 მგ 24%
რიბლოფლავინი 1,6 მგ 114%*
ვიტამინი D3 4 მკგ 80%
ინგრედიენტები: გასუფთავებული წყალი; შაქარი; კონცენტრირებული ყურძნის წვენი; მცენარეული ზეთი; L-ასკორბინის მჟავა, მჟავიანობის მარეგულირებელი (ლიმონის მჟავა); ველური სტაფილოს ფესვები (Daucus carota L., radix) მშრალი ექსტრაქტი (100:1), ბეტა-კაროტინის 10% შემცველობით, DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი; პოლისორბატი 80; ნიკოტინის მჟავა; კონსერვანტი (კალიუმის სორბატი); კალციუმის D-პანტოტენატი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი; თიამინის ჰიდროქლორიდი; მენაქინონი; რიბოფლავინი; ქოლიკალციფეროლი.

1 სადღეღამისო მოხმარების რეკომენდებული დონე
* არ აღემატება მოხმარებისთვის დაშვებულ ზედა ზღვარს

კოპილვიტი ეხმარება:
– ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას (ვიტამინები C, B6, ნიაცინი, თიამინი, რიბოფლავინი)
– ფსიქოლოგიური ფუნქციების (B6, ნიაცინი, თიამინი) და გონივრული აქტივობის (პანტოთენის მჟავა) ნორმალიზაციას;
– გულის ფუნქციის ნორმალიზაციას (თიამინი);
– სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას (ვიტამინი B6) და ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას (რიბოფლავინი);
– სისხლის ნორმალურ შედედებას (ვიტამინი K2);
– სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას (ვიტამინი D3);
– ძვლოვანი ქსოვილების და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას (ვიტამინი K2, ვიტამინი D3);
– ცილების და გლიკოგენის მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას (ვიტამინი B6);
– კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას (ვიტამინი D3);
– სისხლძარღვების, ძვლოვანი სისტემის, იოგების, ღრძილების, კანის და კბილების ნორმალური ფუნქციონირებას. კოლაგენის ნორმალური ფორმირებას (ვიტამინი C);
– ლორწოვანი გარსის და კანის ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას (ვიტამინი A, ნიაცინი, რიბოფლავინი);
– სტეროიდული ჰორმონების, ვიტამინი D3 და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერების (პანტოთენის მჟავა) ნორმალურ სინთეზს და მეტაბოლიზმს;
– ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას (ვიტამინი A, რიბოფლავინი);
– იმუნური სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას (ვიტამინები C, A, B6, D3);
– ოქსიდაციური სტრესისგან უჯრედების დაცვას (ვიტამინები C, E, რიბოფლავინი);
– ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალიზაციას (ვიტამინები C, B6, თიამინი, რიბოფლავინი, პანტოთენის მჟავა);
– დაღლილობის და გადაღლილობის შემცირებას (ვიტამინები C, B6, ნიაცინი, რიბოფლავინი, პანტოთენის მჟავა).

ყურძნის წვენი, რომელიც შედის სიროფის შემადგენლობაში ნატურალური დამატკბობელის, საღებავის და არომატიზატორის სახით, წარმოადგენს ვიტამინების და მიკროელემენტების დამატებით წყაროს.

კოპილვიტს გამოიყენებენ:
– ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის დროს;
– ვიტამინების დეფიციტის შესავსებად ისეთი მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინების მაღალი მოთხოვნა:
• ბავშვების ინტენსიური ზრდის პერიოდში;
• მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვის დროს;
• გადატანილი დაავადების ან ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში;
• გადაღლილობა სკოლის ასაკის ბავშვებში;
• ინფექციური, ვირუსული დაავადებები;
• არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთგვაროვანი კვების რაციონი;
– იმუნიტეტის გასაძლიერებლად;
– მადის გაზრდისთვის;
– ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებისას დამატებითი კომპლექსური თერაპიის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:
კოპილვიტი მიიღება საკვების მიღების შემდეგ.
გამზომი შპრიცის მეშვეობით ზომავენ სიროფის საჭირო რაოდენობას. სიროფის ოდენობის ზუსტი გაზომვისთვის, გამზომი შპრიცის დგუში უნდა იყოს ჩამოწეული ცილინდრის ბოლომდე, შემდეგ ათავსებენ შპრიცს სიროფში და წევენ დგუშს სიროფის საჭირო ოდენობის ნიშნის გაჩენამდე.
გამზომ შპრიცს გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ რეცხავენ თბილი ანადუღარი წყლით.
– 1-დან 3 წლამდე 2 მლ სიპოფი ორჯერ დღეში;
– 3-დან 7 წლამდე 2,5 მლ სიროფი ორჯერ დღეში;
– 7-დან 11 წლამდე 3,5 მლ სიროფი ორჯერ დღეში;
– 11 წლის ზემოთ 4 მლ სიროფი ორჯერ დღეში.
დასაშვებია სიროფის შერევა წვენთან.
მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსების ჩატარება შესვენების შემდეგ ხანგრძლივობით არა ნაკლებ 1-3 თვე.

გვერდითი მოვლენები
პროდუქტი არ შეიცავს ნივთიერებებს ალერგიული პოტენციალით. პრეპარატის ინგრენდიენტების მიმართ მაღალი მგრძნობელობის შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქციები.
ზემოთ ხსენებული გვერდითი რეაქციების გამოვლინების, აგრეთვე სხვა გვერდითი რეაქციების გაჩენისას, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება და უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
პროდუქტის ინგრენდიენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობა, ჰიპერვიტამინოზი A და D, 1 წლამდე ასაკის ბავშვები.

უსაფრთხოების ზომები და მიღების თავისებურება
არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებთან არ გამოიყენოთ როგორც კვების სხვადასხვა რაციონის შემცვლელი.
არ არის რეკომენდებული კოპილვიტის მიღება სხვა პოლივიტამინების პრეპარატებთან ერთად.
პროდუქტი შეიცავს ინვერტულ შაქარს. პაციენტებმა ფრუქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომით არ უნდა მიიღონ მოცემული პროდუქტი.
შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პროდუქტის 1 მლ შეიცავს 0,65 გრამამდე გლუკოზას და ფრუქტოზას.

ვარგისიანობა 2 წელი.
სასურველია გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული თვის და წლის ბოლომდე.

შენახვის პირობები
ინახება შუქისგან დამცავ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. გახსნის შემდეგ ქილა შეინახეთ მაცივარში (2-8°С).
შეინახეთ პატარა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოშვების ფორმა: სიროფი 100 მლ შუშის ბოთლში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: Vitapharm-Com. მოლდოვა

გაფრთხილება