კორვალოლი – CORVALOLUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სპაზმოლიზური და სედატიური მოქმედების კომბინირებული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 25 მლ, საწვეთურით.
1 მლ
ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ……….20 მგ
ფენობარბიტალი…………………………………………………. 18.2 მგ
ნატრიუმის ჰიდროქსიდი………………………………………..30 მგ
პიტნის ზეთი……………………………………………………      1.4 გ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის სპაზმოლიზური და დამამშვიდებელი მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.
ალფაბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი პირის ღრუს და ცხვირ-ხახის რეცეპტორების უშუალო გაღიზიანების მეშვეობით ავლენს რეფლექსურ დამამშვიდებელ მოქმედებას.
ფენობარბიტალი თრგუნავს თავის ტვინის ქერქზე, შუა და მოგრო ტვინის რეტიკულური ფორმაციის გამააქტივებელ ზეგავლენას, რაც თავის ტვინის ქერქსა და ქერქვეშა სტრუქტურებში იწვევს აფერენტული, ამგზნები იმპულსაციის შემცირებას. გამააქტივებელი ზემოქმედების შემცირება დოზის შესაბამისად ვლინდება, დამამშვიდებელი, ტრანკვილიზური ან საძილე ეფექტით. კორვალოლი ამცირებს სისხლმიმოქცევის ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე ამგზნებ მოქმედებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს.
პიტნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ეთეროვან ზეთებს, მათ შორის დაახლოებით 50% მენთოლსა და 4-9% მენთოლის ეთერებს. აღნიშნული კომპონენტები აღიზიანებენ პირის ღრუს „სიცივის“ რეცეპტორებს და რეფლექსურად აფართოვებენ გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნიან გლუვი კუნთების სპაზმს, იწვევენ დამამშვიდებელ და სუსტად გამოხატულ ნაღველმდენ მოქმედებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პერორალურად მიღების შემდეგ შეწოვა იწყება სუბლინგვალური მიდამოდან. მისი ბიოშეღწევადობა მაღალია და შეადგენს დაახლოებით 60-80%-ს კორვალოლის მოქმედების ეფექტი სწრაფად ვლინდება (5-10 წთ-ის შემდეგ) მისი პირის ღრუში გაჩერებისას (სუბლინგვალური შეწოვა), ან წვეთების შაქრის ნატეხთან ერთად მიღებისას. მოქმედება იწყება 15-45 წთ-ის შემდეგ და გრძელდება 3-6 სთ-ის განმავლობაში.
იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე იყენებდნენ ბარბიტურის მჟავას შემცველ პრეპარატებს, კორვალოლის მოქმედების ხანგრძლივობა შემცირებულია ღვიძლში ფენობარბიტალის სწრაფად მეტაბოლიზმის ხარჯზე, სადაც ბარბიტურატები იწვევენ ფერმენტების ინდუქციას. ხანდაზმულ და ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში კორვალოლის მეტაბოლიზმი შემცირებულია, რის გამოც აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში T1/2 ხანგრძლივდება, რაც იწვევს დოზის შემცირების აუცილებლობას და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას.
ჩვენებები:
კორვალოლი ინიშნება ნევროზების დროს მომატებული გაღიზიანებადობის, უძილობის ჰიპერტონული დაავადების ადრეული სტადიის, სუსტად გამოხატული კორონარული სისხლძარღვების სპაზმის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ. იგი აგრეთვე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი და სპაზმოლიზური საშუალება – ნაწლავების სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
კორვალოლი ინიშნება პერორალურად საკვებისაგან დამოუკიდებლად 3-ჯერ დღეში 15-30 წვეთის ოდენობით, რომელიც გახსნილია წყალში ან შაქრის ნატეხზე. აუცილებლობისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 40-50 წვეთამდე.
გვერდითი მოვლენები:
კორვალოლი, როგორც წესი კარგი ტოლერანტობით გამოირჩევა ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაშიც კი. ცალკეულ შემთხვევებში დღის განმავლობაში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირებისთანავე.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* გულის მძიმე ფორმის უკმარისობა;
* თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისა და ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია ცნს-ის დათრგუნვა, რომელიც ნიველირდება ცნს-ის მასტიმულირებელი სამკურნალო საშუალების (კოფეინი, კორდიამინი და სხვა) გამოყენების შემდეგ. სხვა მოვლენების დროს მკურნალობა სიმპტომურია.
განსაკუთრებული მითითებები:
* პრეპარატი შეიცავს 62% ალკოჰოლს, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს კოორდინაციის და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დარღვევა, რის გამოც პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭიროა ტრანსპორტის მართვის და იმ სამუშაოების შესრულებისას რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას. კორვალოლის გამოყენების შემთხვეევაში ასევე საჭიროა ალკოჰოლური სასმელების გამოყენებისაგან თავის შეკავება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალოლის მოქმედებას.
– პრეპარატი ასუსტებს იმ პრეპარატების ეფექტს, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ღვიძლში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 150C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: FARMAK, უკრაინა

გაფრთხილება