კოქსიბეტი / COXIBET

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
ეტორიკოქსიბი / etoricoxib

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი (აასპ).
შემადგენლობა
აქტიური
ნივთიერება:   ეტორიკოქსიბი 90 მგ

ფარმაკოლოგიური
თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზა -2 (ცოგ -2) სელექციურ ინჰიბიტორს, თერაპიულიკონცენტრაციებით თრგუნავს პროსტაგლანდინების წარმოქმნას და ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებას.
ცოგ -2 სელექციურ დათრგუნვას თან ახლავს ანთებით პროცესთან დაკავშირებული კლინიკურისიმპტომების გამოხატულების შემცირება, ამასთანავე იგი არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე დაკუჭ – ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.
ეტორიკოქსიბი ავლენს ცოგ -2 ინჰიბირების დოზადამოკიდებულ ეფექტს, სადღეღამისო დოზის 150 მგ -ის გამოყენებისას არ მოქმედებს ცოგ -1- ზე. პრეპარატი არ მოქმედებს კუჭის ლორწოვან გარსში პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე და სისხლდენის დროზე. ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა კოლაგენებით გამოწვეული თრომბოციტების აგრეგაციისა და არაქიდონის მჟავის დონის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია
იგი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%- ს. პრეპარატის უზმოზე გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) – 3,6მკგ / მლ, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო (TCmax) სისხლის შრატში – მიღებიდან 1 სთ – ისშემდეგ. საშუალო გეომეტრიული AUC 0-24 სთ შეადგენს 37,8 მკგ სთ / მლ. თერაპიული დოზის საზღვრებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ატარებს ხაზოვან ხასიათს.
ეტორიკოქსიბის 90 მგ დოზის გამოყენებისას საკვების მიღება მნიშვნელოვნად არ მოქმედებს აბსორბციის სიჩქარეზე და გამოხატულებაზე. ამასთანავე, 36%- ით მცირდება Cmax   მნიშვნელი და 2 საათითიზრდება TCmax.
ანტაციდების გამოყენება პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე არ მოქმედებს.
განაწილება
პრეპარატის გამოყენებისას შრატის ცილებთან კავშირი აღემატება 92%- ს. გადანაწილების მოცულობა(Vdss) წონასწორულ მდგომარეობაში შეადგენს დაახლოებით 120 ლ.
ნაჩვენებია, რომ ეტორიკოქსიბი აღწევს პლაცენტურ და ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
მეტაბოლიზმი
ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში იზოფერმენტ ციტოქრომს P450 (CYP) მონაწილეობით და 6-ჰიდროქსიმეთილ – ეტორიკოქსიბის წარმოქმნით. პრეპარატის 1%- ზე ნაკლები გამოიყოფა შარდითშეუცვლელი სახით. აღმოჩენილია ეტორიკოქსიბის 5 მეტაბოლიტი, ძირითადები – 6- ჰიდროქსიმეთილ -ეტორიკოქსიბი და მისი წარმოებული – 6- კარბოქსი – აცეტილ – ეტორიკოქსიბი.
ძირითადი მეტაბოლიტები არ მოქმედებენ ცოგ -1- ზე და არ არიან აქტიურნი ან არიან მცირედ აქტიურნიცოგ -2- ის მიმართ.
გამოყოფა
ეტორიკოქსიბის გამოყოფა ძირითადად ხდება თირკმელებით მეტაბოლიზმის გზით. პრეპარატის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა პრეპარატის 90 მგ – ის ყოველდღიური გამოყენებისას 7 დღისშემდეგ, კუმულაციის დაახლოებით 2 კოეფიციენტით, რაც დაახლოებით შეესაბამება ნაწილობრივიგამოყოფის 22 სთ პერიოდს. პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 მლ / წთ.
მამაკაცებში და ქალებში ფარმაკოკინეტიკული სხვაობა არ დადგენილა.
ფარმაკოკინეტიკის მაჩვენებლები ასაკოვან პირებში (65 წელი და მეტი) შეესაბამება ახალგაზრდებისმაჩვენებლებს.
ასაკოვან პირებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭიროებას არ წარმოადგენს.
რასობრივი სხვაობა არ ზემოქმედებს ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკულ პარამეტრებზე.

ღვიძლის დაავადებები
ჯანმრთელ პირებთან შედარებით, ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევების მქონე პირებში (Child-Pugh შკალით 5-6 ქულა) ეტორიკოქსიბის ერთჯერად მიღებას თან ახლდა AUCმაჩვენებლის 16%- ით მატება.
ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პირებში (Child-Pugh შკალით 7-9 ქულა) პრეპარატის –  გამოყენებისას, AUC მაჩვენებელი იყო ჯანმრთელი პირების მაჩვენებლისტოლი, რომლებიც პრეპარატის იგივე დოზას იღებდნენ   ყოველდღიურად.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანების მქონე პირების (Child-Pugh შკალით 9 ქულაზე მეტი) კლინიკურიდა ფარმაკოკინეტიკული კვლევები არ არის მოწოდებული.

თირკმელების დაავადებები
ჰემოდიალიზზე მყოფ თირკმელების უკმარისობის ქრონიკული ტერმინალური სტადიის და თირკმელების მძიმე და ზომიერი დაზიანების მქონე პირებში ეტორიკოქსიბის 90 მგ დოზის ერთჯერადი გამოყენებისას, ფარმაკოკინეტიკული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებისაგან. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ მოქმედებდა გამოყოფაზე (დიალიზის კლირენსი -დაახლოებით 50 მლ / წთ).

გამოყენება ბავშვებში
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ შესწავლილა. შედარებით ფარმაკოკინეტიკულ კვლევებში ეტორიკოქსიბის 40-60 კგ სხეულის წონის მქონე მოზარდთა ჯგუფში (12- დან 17 წლამდე) 60 მგ / დღ დოზის, 60 კგ – ზე მეტი წონის მქონე ანალოგიურ ასაკობრივჯგუფში – 90 მგ / კგ დოზის, ასევე მოზრდილებში 90 მგ / დღ დოზის გამოყენების შედეგად მიღებულიმონაცემები ურთიერთშესაბამისია.

გამოყენების
ჩვენება
– ოსტეოართროზის
– რევმატოიდული ართრიტის
– ანკილოზური სპონდილიტის
– მწვავე პოდაგრულარტრიტთან დაკავშირებული ანთებითი სიმპტომატიკის და ტკივილის სიმპტომატური თერაპია
– პოსტოპერაციული ტკივილი სტომატოლოგიაში
 
უკუჩვენება
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტების მიმართ;
– ბრონქული ასთმა, ცხვირის ან მიმდებარე წიაღების რეციდიული პოლიპოზი და აცეტილსალიცილისმჟავის ან სხვა აასპ აუტანლობა (მათ შორის ანამნეზში);
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანის ეროზიულ – წყლულოვანი ცვლილება, კუჭ -ნაწლავიდან აქტიური სისხლდენა; ცერებროვასკულური ან სხვა ტიპის სისხლდენა;
– ნაწლავების ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი) გამწვავების ფაზაში
– ჰემოფილია და სისხლის შედედების სხვა დარღვევები;
– გულის გამოხატული უკმარისობა (NYHA II-IV);
– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (Child-Pugh შკალით 9 ქულაზე მეტი) ან ღვიძლის აქტიურიდაავადება;
– თირკმელების გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ – ზე ნაკლები), თირკმელების პროგრესირებადი დაავადება, დადასტურებული ჰიპერკალიემია;
– აორტოკორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი; პერიფერიული არტერიების დაავადებები, ცერებროვასკულური დაავადებები, კლინიკურად გამოხატული გულის იშემიური დაავადება;
არაკონტროლირებადი არტერიულიჰიპერტენზია;
– ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
-16 წლამდე ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით
კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების განვითარების ანამნეზური მონაცემები, Helicobacter pylori ინფექცია, ასაკოვანი პირები, აასპ ხანგრძლივი გამოყენება, ალკოჰოლური სასმელების ხშირიგამოყენება, მძიმე სომატური დაავადებები, დისლიპიდემია / ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპება და სითხის შეკავება, თამბაქოს მოხმარება, კრეატინინის კლირენსი60 მლ / წთ ნაკლები, თანმხლები თერაპია შემდეგი პრეპარატებით:
– ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი)
– ანტიაგრეგანტები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა, კლოპიდოგრელი),
– პერორალური გლუკოკორტიკოსტეროიდები (მაგალითად, პრედნიზოლონი),
– სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი).
ღვიძლის უკმარისობის მქონე პირებში (Child-Pugh შკალით 5-9 ქულა) სადღეღამისო დოზარეკომენდებულია არ აღემატებოდეს 60 მგ.

გამოყენების
წესი
და
დოზირება
შიგნით, კვებისაგან დამოუკიდებლად, წყლის დაყოლებით.
რევმატოიდული ართრიტი და ანკილოზური სპონდილიტი:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 90 მგ დღეში ერთხელ.
პოსტოპერაციული ტკივილი სტომატოლოგიაში
რეკომენდებული დოზა შეადგენს 90 მგ დღეში ერთხელ 3 დღე

გვერდითი
მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან:
ეპიგასტრული ტკივილი, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი; შებერილობა, ბოყინი, პერისტალტიკის გაძლიერება, ყაბზობა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული
ჰეპატობილიარული სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათი – ჰეპატიტი.
ნერვული სისტემის მხრიდან:  თავბრუსხვევა, სისუსტე;
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათი – ანაფილაქსიური / ანაფილაქტოიდური რეაქციები, არტერიული წნევის გამოხატული დაწევისა და შოკის ჩათვლით;
გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან ტაქიკარდია, არტერიული წნევის მატება; არახშირი -გამოხურება, თავის ტვინის სისხლ მიმოქცევის დარღვევა, წინაგულების ფიბრილაცია, გულისშეგუბებითი უკმარისობა, ეკგ არასპეციფიური ცვლილება; მიოკარდიუმის ინფარქტი, ძალიან იშვიათი -ჰიპერტონული კრიზი.
სუნთქვის სისტემის მხრიდან:   არახშირი – ხველა, ქოშინი, სისხლდენა ცხვირიდან; ძალიან იშვიათი -ბრონქოსპაზმი.
კანის საფარის მხრიდან: ხშირი – ეკხიმოზი, არახშირი – სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ძალიანიშვიათი – ჭინჭრის ციება, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი.

ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი ჭარბი დოზის შემთხვევები მოწოდებული არ არის.
კლინიკურ კვლევებში პრეპარატის ერთჯერადი დოზით 500 მგ – მდე ან 21 დღის განმავლობაში მრავალჯერადი დოზით 150 მგ / დღ გამოყენებას მნიშვნელოვანი ტოქსიკური ეფექტები არ გამოუწვევია. პრეპარატით ჭარბი დოზის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს არასასურველი ეფექტები კუჭ – ნაწლავისტრაქტის, გულ – სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმელების მხრიდან.
ჭარბი დოზის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური თერაპია.
ეტორიკოქსიბი არ გამოიყოფა ჰემოდიალიზით, პერიტონული დიალიზისას პრეპარატის გამოყოფა არშესწავლილა.

ზემოქმედება
სხვა
სამკურნალო
პრეპარტებთან
ფარმაკოდინამიკული ზემოქმედება
პერორალური ანტიკოაგულანტები (ვარფარინი): ვარფარინის და კოქსიბეტის დღეში 120 მგ დოზის ერთდროულ გამოყენებას თან ახლდა სნუ პროთრომბინული დროის დაახლოებით 13%- ით ზრდა.პირებში, რომლებიც იყენებენ ვარფარინს ან ანალოგიურ სამკურნალო საშუალებებს, კოქსიბეტის მკურნალობის დაწყებისას ან მკურნალობის შეცვლისას, განსაკუთრებით პირველი რამოდენიმე დღისგანმავლობაში, საჭიროა სნუ მაჩვენებლის კონტროლი.

დიურეზული პრეპარატები, ანგიოტენზინ – გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ): მოწოდებულია მონაცემები, რომ არასელექტიურმა აასპ და ცოგ -2 სელექტიურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება შეასუსტონ აპფ ინჰიბიტორების ჰიპოტენზიული ეფექტი. ეს ზემოქმედებაგასათვალისწინებელია იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებიც ერთდროულად იყენებენ კოქსიბეტისა და აპფ ინჰიბიტორებს. თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პირებში (მაგალითად, დეჰიდრატაცია ან მოხუცებულთა ასაკი) ასეთმა კომბინაციამ შეიძლება გაამძაფროს თირკმელებისფუნქციონული უკმარისობა.

აცეტილსალიცილის მჟავა: კოქსიბეტის ერთდროული გამოყენება შესაძლებელია გულ – სისხლძარღვთადაავადებების პროფილაქტიკის მიზნით დანიშნულ დაბალი დოზების აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. თუმცა, მხოლოდ ერთი პრეპარატის – კოქსიბეტის – გამოყენებასთან შედარებით, აცეტილსლიცილის მჟავის დაბალი დოზებისა და კოქსიბეტის ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლებაგამოიწვიოს კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებისა და სხვა გართულებების განვითარებისსიხშირე. წონასწორული მდგომარეობისას, დღეში ერთხელ ეტორიკოქსიბის 120 მგ დოზის გამოყენება არმოქმედებს მცირე დოზით (დღეში 81 მგ) აცეტილსალიცილის მჟავის ანტითრომბოციტულ აქტივობაზე. პრეპარატი არ ანაცვლებს აცეტილსალიცილის მჟავის პროფილაქტიკურ მოქმედებას გულ – სისხლძარღვთასისტემის დაავადებების დროს.

ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი – ზრდიან ნეფროტოქსიკურობის განვითარების საშიშროებას.
ფარმაკოკინეტიკური ზემოქმედება
ლითიუმი: მოწოდებულია მონაცემები, რომ არასელექტიურმა აასპ და ცოგ -2 სელექტიურმა ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ლითიუმის კონცენტრაცია შრატში. ეს ზემოქმედებაგასათვალისწინებელია იმ პირების მურნალობისას, რომლებიც ერთდროულად იღებენ კოქსიბეტის დალითიუმს.

მეთოტრექსატი: ორ კვლევაში შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კოქსიბეტის 90 მგ დოზის დღეში ერთხელ გამოყენების ეფექტის შესწავლა პირებში, რომლებიც რევმატოიდულ ართრიტის მიზეზით კვირაში ერთხელ იყენებდნენ მეთოტრექსატს 7,5- დან 20 მგ – მდე დოზას. კოქსიბეტი 90მგ დოზით არ მოქმედებდა მეტოტრექსატის კონცენტრაციაზე შრატში (AUC მიხედვით) და თირკმლისკლირენსზე. ერთ კვლევაში, კოქსიბეტი, არ მოქმედებდა მეთოტრექსატის კონცენტრაციაზე შრატში (AUC მიხედვით) და თირკმლის კლირენსზე. მეთოტრექსატისა და დღეში კოქსიბეტის 90 მგ – ზემეტი დოზის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა დაკვირვება მეთოტრექსატის ტოქსიური ეფექტებისშესაძლო გამოვლენაზე.

პერორალური კონტრაცეპტივები: 21 დღის განმავლობაში 35 მკგ ეთინილესტრადიოლისა და 0,5- დან 1მგ – მდე ნორეთინდრონის შემცველი პერორალურ კონტრაცეპტივებისა და კოქსიბეტის 90 მგ დოზის ერთდროული ან 12 საათიანი შუალედით გამოყენება 50-60%- ით ზრდის სტაციონალური AUC0-24 სთეთინილესტრადიოლისათვის. თუმცა, ნორეთისტერონის კონცენტრაცია ჩვეულებრივ არ იზრდებაკლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხამდე. ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციის ასეთი ზრდა გასათვალისწინებელია კოქსიბეტის გამოყენებისას შესაბამისი პერორალური კონტრაცეპტივის არჩევისას. ასეთმა ფაქტმა, ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდის ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოსთრომბოემბოლიების სიხშირის ზრდა. მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება გკლუკოკორტიკოსტეროიდებთან არ აღმოჩენილა.

დიგოქსინი: ეტორიკოქსიბი არ მოქმედებს დიგოქსინის ელიმინაციაზე ან AUC o -24hr წონასწორობაზე. ამასთანავე, ეტორიკოქსიბი ზრდის Cmax (საშუალოდ 33%- ით), რასაც შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობადიგოქსინის ჭარბი დოზის განვითარებისას.

რიფამპიცინი: კოქსიბეტისა და რიფამპიცინის – ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის ძლიერი ინდუქტორის -ერთდროული გამოყენება, ეტორიკოქსიბისათვის იწვევს 65%- ით AUC შემცირებას შრატში. ამ ზემოქმედების გათალისწინება საჭიროა კოქსიბეტისა და რიფამპიცინის ერთდროული გამოყენებისას.

ანტაციდები და კეტოკონაზოლი (CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორი) არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვანზემოქმედებას კოქსიბეტის ფარმაკოკინეტიკაზე.

განსაკუთრებული
მითითებები
სამკურნალო საშუალების კოქსიბეტის გამოყენებისას აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. პრეპარატის დანიშვნისას ყველა პაციენტი საჭიროებს არტერიული წნევის მონიტორინგს მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში, შემდგომში კი პერიოდულად.
ასევე საჭიროა ღვიძლისა და თირკმელების მაჩვენებლის რეგულარული კონტროლი. ნორმის ზედაზღვართან შედარებით ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების დონის 3- ჯერ ან მეტი მატების შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება წყდება.
გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდისას არასასურველი ეფექტების განვითარების საშიშროების მატებისგათვალისწინებით, პერიოდულად უნდა ჩატარდეს პრეპარატის გამოყენების გაგრძელების საჭიროებისადა დოზის შემცირების შესაძლებლობის შეფასება.
პრეპარატის გამოყენება არ ხდება სხვა აასპ – თან ერთად.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქალურ ფერტილობაზე და არ არისრეკომენდებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ დაორსულებას.
პრეპარატი კოქსიბეტის გარსი შეიცავს ლაქტოზას უმნიშვნელო რაოდენობით, რაც გასათვალისწინებელიალაქტოზის უკმარისობის მქონე პირებში პრეპარატის დანიშვნისას. პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებოდათ თავბრუსხვევის, ძილიანობისა ან სისუსტის ეპიზოდები, თავი უნდა შეიკავონ იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც თხოულობენ ყურადღების კონცენტრაციას.

შენახვის
პირობები
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 ̊C.

ვარგისიანობის
ვადა 
2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
90მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ratnamani healthcare pvt. ltd. ინდოეთი

გაფრთხილება