კრალექსი / CRALEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
აქტივირებული ნახშირი / charcoal activated

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები და ადსორბენტები
შემადგენლობა
რას შეიცავს კრალექსის კაფსულები
– აქტიური ნივთიერება: 200 მგ აქტივირებული ნახშირი კაფსულაში.

– სხვა კომპონენტი: კაფსულის ნიჟარა: ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), და შავი რკინის ოქსიდი (E172).

კრალექსის კაფსულის აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
– აღწერილობა: ზომა “1”, შავი, უსუნო, მაგარი ჟელატინის კაფსულები აქტივირებული ნახშირით. მისი სიგრძე დაახლოებით არის 19.0 მმ, მისი დიამეტრი კი 6.5 მმ.

– შეფუთვა: 25 ან 50 კაფსულა.
ჩვენებები
სამკურნალო პროდუქტი გამოიყენება მსუბუქი ფაღარათის სამკურნალოდ. მისი აქტიური კომპონენტი არის აქტივირებული ნახშირი, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი ტოქსიკური ნივთიერებებს შეიწოვს და მათ ინაქტივაციას ახდენს.
მიღების
წესები და დოზები
დოზასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
სამკურნალო პრეპარატის ჩვეული დოზა არის: უფროსებისა და 12 წელს ზემოთ ბავშვებისათვის დღიური დოზა არის 5-6 კაფსულა 3-ჯერ.
9-12 წლის: 3-5 კაფსულა 3-ჯერ.
6-9 წლის: 2-3 კაფსულა 3-ჯერ.
3-6 წლის: 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

კაფსულის გადაყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში შერევა.
გვერდითი
მოვლენები
ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, კრალექსის კაფსულებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყოველთვის არა.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები (შეკრულობა, ღებინება). განავალი შეიძლება შავად შეიფეროს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დამძიმძიმების შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენება
ნუ მიიღებთ კრალექსის კაფსულას
– თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კრალექსის კაფსულების აქტიური კომპონენტის ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
– თუ არსებობს ეჭვი ნაწლავის ოკლუზიაზე ან წყლულოვან კოლიტზე.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ვინაიდან კრალექსის აქტიური კომპონენტი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი გამოყენება საფრთხეს არ უქმნის ორსულ დედას და არც ნაყოფს.
განსაკუთრებული მითითებები
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების შესაძლო არსებობის ან მათი განვითარების ტენდენციის არსებობისას დაუკავშირდით ექიმს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ არსებობს. თუმცა ასეთი ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კრალექსის კაფსულების ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
შეიძლება შეიცვალოს განავალის ფერი და გახდეს შავი.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.

მისი მიღება შეიძლება ღებინების გამომწვევ ან ტანინის მჟავას შემცველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებების შემცველი სათითურას პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ნახშირის კაფსულის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

სხვა პრეპარატების შემთხვევაში, მათი მიღება უნდა მოხდეს უზმოზე, კრალექსის კაფსულების მიღებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.

კრალექსის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია მიღებული საკვები ნივთიერების, აქტივირებული ნახშირის მიერ ფაკულტატური შეწოვა. თუ ასეა, გთხოვთ დაკავშირდეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის
პირობები და ვადები
ნუ გამოიყენებთ კრალექსის კაფსულებს შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობა აღნიშნავს ამ თვის ბოლო დღეს.
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეიძლება სამკურნალო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლის ლიკვიდაცია. ეს ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.
გამოშვების ფორმა:
200მგ მყარი ჟელატინის კაფსულა №25
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი

გაფრთხილება