კუნელის ნაყენი – TINCTURA CRATAEGI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა:
მომზადებულია კუნელის ყვავილების და ნაყოფებისაგან 70%-იან ეთილის სპირტზე.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ტრიტერპენულ ნაერთებს (ოლეინის და ურსულის მჟავა), ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ქვერცეტინი, რუტინი), მთრიმლავ ნივთიერებებს, კოფეინისა და ქლოროგენის მჟავას, ქოლინს, აცეტილქოლინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედაციური, კარდიოტონური (ინოტროპული მოქმედება-კარდიომიოციტებში კალციუმის ცვლის და მეტაბოლიზმის რეგულირების შედეგად), სისხლძარღვთა გამაფართოებელი, ჰიპოტენზიური მოქმედება. ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, ზრდის გულის კუნთის მგრძნობელობას საგულე გლიკოზიდების მიმართ.
ჩვენება:
გულის მუშაობის ფუნქციური დარღვევები: ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმია;
ანგიონევროზები;
კარდიალური და ჰიპერტონული ტიპის ნეიროცირკულაციური დისტონია.
მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად 20-30 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შენახვის პირობები: მშრალ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
გამოშვების ფორმა:
25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მისახრახნი თავსახურავით.

გაფრთხილება