კურიოზინი – CURIOSIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება:
თუთიის ჰიალურონატი
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 15 გ
1 გ
თუთიის ჰიალურონატი……….    1.02 მგ
აღწერა:
კურიოზინი გელი, მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერების – თუთიის ჰიალურონატის ფარმაკოლოგიური თავისებურებების გამო, ეფექტურად გამოიყენება ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ფერისმჭამელების პათოგენეზში მონაწილე ორი ძირითადი ფაქტორის (ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპლაზია და ფოლიკულების გამომტანი სადინარის ჰიპერკერატინიზაცია) გარდა, აკნეს განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც გამომუშავდებიან და გამოთავისუფლდებიან Propianibacterium acnes ზემოქმედებით. ზემოთაღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ქსოვილებში ქვეითდება ჰიალურონის მჟავას კონცენტრაცია და ირღვევა ბალანსი. კურიოზინი გელის ადგილობრივად გამოყენებისას ქსოვილებში კომპენსირდება ჰიალურონის მჟავას მიმართ მომატებული მოთხოვნილება.
ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ბუნებრივ მუკოპოლისაქარიდული ტიპის პოლიმერს, რომელიც მნიშვნელოვანი ელემენტია არაუჯრედული ნივთიერების სამშენებლოდ. მაღალი ჰიდროფილურობის გამო იგი წარმოქმნის დისპერსიულ მატრიქსს წყლის მოლეკულებთან; მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის საფარის ტონუსისა და ელასტიურობის ფორმირებაში. პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
ჰიალურონის მჟავის კომბინაცია თუთიასთან აძლიერბს პრეპარატის ეფექტურობას. თუთია თრგუნავს Propianibacterium acnes-ით გამოწვეულ ლიპაზურ აქტივობას და ამით წყვეტს პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებას; აღადგენს ეპიდერმისის დარღვეულ მეტაბოლიზმს. პრეპარატს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტი.
კურიოზინის გელი მოქმედებს როგორც კომედონების წარმოქმნაზე, ასევე ანთებით ელემენტებზე.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში ადგილი აქვს პუსტულების და პაპულების გაწოვას, მცირდება ერითემა და პაპულოზური მოვლენები.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფერისმჭამელების სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა კომედონური და პაპულო-პუსტულოზური ფერისმჭამელების ადგილობრივი მკურნალობისათვის.
დოზირება:
დაზიანებული უბნის საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ გელის თხელი ფენა დაიტანება კანის ზედაპირზე დღეში 2-ჯერ.
პრეპარატი შეიწოვება გამოყენებიდან რამდენიმე წუთში. დამწოლი ნახვევის გამოყენება არ არის საჭირო.
წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელლობა.
გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია წვის შეგრძნება, კანის სიწითლე. მშრალი კანის არსებობისას შესაძლებელია დაჭიმულობის შეგრძნება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას, არ ღებავს კანსა და თეთრეულს.
შენახვის პირობები: ინახება 15-300C ტემპერატურაზე.
ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონ-საწვეთურში 10 მლ.
1 მლ
თუთიის ჰიალურონატი…………… 2.05 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კურიოზინი ხსნარის 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20,5 მგ თუთიის ჰიალურონატს.
პრეპარატი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, წვივის წყლულების, ფისტულების, ასევე ჭრილობის ნორმალური შეხორცების დასაჩქარებლად.
მიღების წესები და დოზები:
პრეპარატი ეწვეთება სხეულის დაზიანებულ უბანზე ისეთი მოცულობით, რომ სრულად და თანაბრად დაფაროს საჭირო ზედაპირი ან ხსნარი დაეწვეთება შესაბამისი ზომის დოლბანდის საფენზე, რომელიც დაეფინება ჭრილობაზე. ნახვევი საჭიროა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ჭრილობის ზედაპირის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.
გვერდითი მოვლენები:
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მკურნალობის პერიოდში თანდათან ქრება. რაიმე მოულოდნელი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატის მიღებისას ადრე არ იყო შენიშნული, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენებები:
კურიოზინის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-30°C ტემპერატურაზე. პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში 15-30°C ტემპერატურის პირობებში შენახვისას. პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
GEDEON RICHTER

გაფრთხილება