ლაზოლექსი® / LAZOLEX®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კაკლის უმწიფარი პერიკარპიუმის ექსტრაქტი/Juglans Regia L

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური საშუალებები
შემადგენლობა

ლაზოლექსის® გელის 1 გრამში კონცენტრაციის შესაბამისად შეტანილია: 2.5%-ში 0.025 გ, 5%-ში 0.05 გ და 10%-ში 0.1 გ კაკლის უმწიფარი პერიკარპიუმის ექსტრაქტი.
არააქტიური შემადგენლები: ST – ელასტომერი-10, ციკლომეტიკონი 5-NF, ემულგატორი-10.

ფარმაცევტული (სამკურნალწამლო) ფორმა. გარეგანი დანიშნულების გელი, შეიცავს ჩვეულებრივი კაკლის უმწიფარი პერიკარპიუმის ექსტრაქტს 2.5%, 5% ან 10% კონცენტრაციით; გელის შემადგენლობაშია ბუნებრივი პოლიფენოლები და ნაფთოქინონები, მათ შორის იუგლონი.

აღწერილობა. გამჭვირვალე ოპალესცენტური მოყვითალო-მოყავისფრო რბილი (ნახევრად მყარი) კონსისტენციის მასა სუსტი დამახასიათებელი სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. აქტიურია მარტივი ჰერპესის ტიპი I და ტიპი II (HSV-1, HSV-2) ვირუსებისა და სარტყლისებრი ჰერპესის და ჩუტყვავილას (Varicella Zoster Virus (VZV/HHV-3)) ვირუსის წინააღმდეგ.
მარტივი ჰერპესის კულტურებში მისი ზემოქმედებით ვირიონების გამრავლება ითრგუნება; თაგვებში ჰერპესული ინფექციის მოდელზე გამოავლინა სამკურნალო მოქმედება – მნიშვნელოვნად შეამცირა ვირუსემია და სიკვდილიანობა, ჰერპეს-ვირუსული ინფექციის პირობებში შეამცირა ნაყოფების იმპლანტაციამდელი და პოსტიმლანტაციური სიკვდილიანობა მაკე თაგვებში.
ბაქტერიული შტამების კულტურებში გამოიწვია შემდეგი სახეობების შეუქცევადი დათრგუნვა: Salmonella typhimurium, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pyogenes, Propionibacterium acne, Pseudomonas aeruginosa, ხოლო პარაზიტული სოკოების შტამებში – Aspergillus niger, Candida albicans, Malassezia furfur, Trichophyton rubrum შეუქცევადი დათრგუნვა.
ინტაქტურ კანში პრეპარატის ადგილობრივი ზემოქმედებით კერატინიზაციის პროცესი ძლიერდება, რაც გაშრობის ეფექტში გამოიხატება. ჰერპესული გამონაყარის დამუშავების შედეგად ბუშტუკებზე სწრაფად წარმოიქმნება ქერქი, რაც მის დაჩქარებულ მოშორებას და შემდგომ ეპითელიზაციას უწყობს ხელს. ტკივილი, ისევე როგორც დისკომფორტის შეგრძნება, მცირდება ან სრულიად ქრება პრეპარატის გამოყენებიდან პირველივე დღეებში. ადგილობრივად არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს ან აშკარად გამოხატულ გაღიზიანებას. ლაზოლექსი® ჰერპესის რეციდივის პირობებშიც ავლენს სამკურნალო მოქმედებას, ამავე დროს სავსებით დასაშვებია ლორწოვან გარსებზე მისი გამოყენება
ფარმაკოკინეტიკა
ლაზოლექსი® გელის ანტიმიკრობული მოქმედება ჯამური ექსტრაქტის რამდენიმე კომპონენტითაა განპირობებული, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება მეთოდურად განუხორციელებელია, რადგანაც კომპონენტების ან მათი მეტაბოლიტების ერთდროული განსაზღვრა ბიოლოგიურ სითხეებში არაა ტექნიკურად შესაძლებელი.
ჩვენებები
კანისა და ლორწოვანი გარსების ვირუსული ინფექცია გამოწვეული მარტივი ჰერპესით როგორც პირველადი ინფექციის, ისე რეციდივების შემთხვევებში; სარტყლისებრი ჰერპესი (ჰერპეს ზოსტერი).
კანის სოკოვანი დაავადებები: Trichophyton, Epidermophyton da Microsporum saxeobebiT gamowveuli dermatofitozebi;
სხვადასხვაფერი პიტირიაზი; კანდიდოზი; ონიქომიკოზი.
კანის ბაქტერიული ინფექციები – სტაფილოდერმიისა და სტრეპტოდერმიის ნებისმიერი ფორმები; აკნე.
მიღების
წესები და დოზები
მარტივი ჰერპესი ნებისმიერი ლოკალიზაციის – კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებულ უბნებზე 5%-ანი გელი 4-5- ჯერ დღეში ღამის საათების გარდა. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 დღეა; საჭიროების შემთხვევაში 7 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს;
ჰერპეს ზოსტერი – 5%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 დღეა; საჭიროების შემთხვევაში 28 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს;
საზარდულის და სადა კანის დერმატოფიტოზები, აგრეთვე ნებისმიერი ლოკალიზაციის კანდიდოზი და სხვადასხვაფერი პიტირიაზი – 5% ან 10%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 დღეა; საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 16-20 დღემდე.
ანგულარული კანდიდოზური სტომატიტი (კანდიდოზური ანგულიტი, მონილიაზი) – 5%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში ტუჩის კუთხეებში 7-10 დღის განმავლობაში.
თავის თმიანი ნაწილისა და ტერფის სოკოვანი დაავადების შემთხვევებში – 5% ან 10%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 20 დღეა; საჭიროების შემთხვევაში 28 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.
მტევნის და ტერფის ფრჩხილის სოკოვანი დაავადების შემთხვევებში – 10%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 90 დღეა; საჭიროების შემთხვევაში 140 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.
კანის ბაქტერიული ინფექციები – 5% ან 10%-ანი გელი 2-3-ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 10 დღეა; საჭიროების შემთხვევაში 16 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს.
გვერდითი
მოვლენები
გელით დამუშავებულ კანის ზედაპირზე ადგილობრივად მოსალოდნელია – კანის სიმშრალე, იშვიათად ერითემა; აღნიშნული მოვლენები შექცევადია და სრულიად ქრება მკურნალობის შეწყვეტისთანავე. ჭინაკლინიკური გამოკვლევების მიხედვით პრეპარატით კანის დიდი ფართობის დამუშავებამ შეიძლება სისტემური რეაქციებიც გამოიწვიოს, კერძოდ გრანულოციტოზი ან გრანულოპენია და იშვიათად, ზოგადი მოდუნება. ექსპერიმენტში აღნიშნული სისტემური მოვლენები შექცევადი იყო და ქრებოდა პროცედურის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ კლინიკური გამოკვლევის პროცესში მსგავსი მოვლენები აღრიცხული არ ყოფილა.
უკუჩვენება
ჭარბი მგრძნობელობა ექსტრაქტის კომპონენტებისადმი, მათ შორის ნაფთოქინონებისა და პოლიფენოლებისადმი, აგრეთვე გელის არააქტიური კომპონენტებისადმი.
ორსულობა
და
ლაქტაცია
კლინიკური მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე პედიატრიულ პრაქტიკაში არასაკმარისია.
განსაკუთრებული მითითებები
ლაზოლექსი® გელის წასმის ადგილებში მოსალოდნელია ზომიერი პიგმენტაცია, რომელიც სრულიად ქრება მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში.
ჭარბი
დოზირება
დოზის გადაჭარბების შესახებ ცნობები არ არსებობს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
სადღეისოდ არაა დადგენილი.
შენახვის
პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას, მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის ვადა. 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
5% 12გ გელი ფლაკონში, 10% 4გ გელი ფლაკონში,10% 12გ გელი ფლაკონში, 5% 4გ გელი ფლაკონში
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ივერიაფარმა, საქართველო

გაფრთხილება