მეტრონიდაზოლი (საინფუზიო ხსნარი)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება):
მეტრონიდაზოლი/ METRONIDAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინფუზიო ხსნარი 0.5%: ფლაკონში 100 მლ
1 მლ 1 ფლ.
მეტრონიდაზოლი…………………    5 მგ 500 მგ
დამხმარე საშუალება:
ნატრიუმის მონოჰიდროგენფოსფატი 12H2O, ნატრიუმის ქლორიდი, ლიმონის მჟავას მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.
ელექტროლიტების შემცველობა:
ნატრიუმი…. 14 მმოლ
ქლორიდი…. 13 მმოლ
ჩვენებები:
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ცნს-ის ინფექციები (მაგ., თავის ტვინის აბსცესი, მენინგიტი);
სასუნთქი გზების ინფექციები (ფილტვების ნეკროზული ანთება, ფილტვების ასპირაციული აბსცესი);
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები (მაგ., პერიტონიტი, ღვიძლის აბსცესი, ოპერაციები მსხვილ და სწორ ნაწლავზე, მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი დაავადებები);
გინეკოლოგიური ინფექციები (ენდომეტრიტი, ჰისტერექტომია, საკეისრო კვეთა, სეფსისური აბორტი, ცხელება მშობიარობის დროს);
ცხვირის, ყელის, ყურის, კბილების, პირის ღრუს, ყბის ინფექციები (მაგ., პლაუტ-ვინსენტას ანგინა);
ენდოკარდიტი;
ძვლების, სახსრების ინფექციები (მაგ., ოსტეომიელიტი);
განგრენა;
სეპტიცემია თრომბოფლებიტით;
პროფილაქტიკური გამოყენება ქირურგიული ოპერაციების დროს, რომლებიც დაკავშირებულია ანაერობული ინფექციის განვითარებასთან, პირველ რიგში გინეკოლოგიაში ან ოპერაციების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.
მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვა დანიშნულება არ არსებობს, რეკომენდებულია შემდეგი დოზები:
მოზრდილებში და მოზარდებში:
I დღე – 6-8 საათში ერთხელ 0.5 მგ მეტრონიდაზოლი (100 მლ ინტრავენური საინფუზიო ხსნარი), მაქსიმალური დოზა დღეში შეადგენს 2 გ-ს.
II და შემდგომ დღეებში –  ყოველ 12 საათში ერთხელ 0.5 გ, შესაბამისად 1 გ დღეში. გამონაკლის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი დოზა მატულობს 1.5 გ-მდე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს.
ქირურგიული ოპერაციის წინ პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია უშუალოდ ოპერაციის წინ მეტრონიდაზოლის ერთჯერადი დოზა 0.5-1.0 გ (არა უმეტეს 2.0 გ-სა).
ბავშვებში ინიშნება ყოველ 8 საათში ერთხელ 7-10 მგ/კგ-ზე, შესაბამისად დღეღამური დოზა შეადგენს 20-30 მგ/კგ-ზე.
ინტრავენურად: მეტრონიდაზოლი შეჰყავთ ნელა, არა უმეტეს 100 მლ 20 წუთში, მაგრამ როგორც წესი შეჰყავთ 100 მლ 60 წუთში.
– დასაშვებია მისი შეყვანა იზოტონურ ხსნართან ან 5% გლუკოზასთან ერთად.
– ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მათი ცალ-ცალკე შეყვანა.
– გახსნილი ფლაკონი არ შეინახება. ნარჩენი უნდა გავანადგუროთ.
– მეტრონიდაზოლით ან სხვა პრეპარატებით, რომლებიც შეიცავენ მეტრონიდაზოლს, მკურნალობის ხანგრძლივობა არ აღემატება 10 დღეს.  უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში. განმეორებითი მკურნალობა იშვიათად ტარდება.
– მკურნალობის ხანგრძლივობის შეზღუდვა განპირობებულია იმით, რომ არ არის გამორიცხული ნაყოფის უჯრედის დაზიანება, ხოლო ექსპერიმენტში ადგილი აქვს ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების ზრდას.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა მეტრონიდაზოლის, მასში შემავალი ინგრედიენტების ან სხვა ნიტრომიდაზოლის წარმოებულების მიმართ.
* პრეპარატის ინტრავენური გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც აღინიშნება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების განვითარება და სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მნიშვნელოვანია მეტრონიდაზოლის და შემდეგი პრეპარატების ურთიერთქმედება:
– აკრძალულია პრეპარატის დანიშვნა ალკოჰოლთან ერთად, ამ დროს ვითარდება ღებინება და თავბრუსხვევა.
– მეტრონიდაზოლის კომბიანაციით დისულფირამთან აღინიშნება გონების დაბინდვა.
– მეტრონიდაზოლი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა აღნიშნული პრეპარატების დოზების შემცირება.
– მეტრონიდაზოლის მოქმედებას აქვეითებს ბარბიტურატებთან და ფენიტოინთან მისი კომბინაცია.
– ლითიუმთან კომბინაციის დროს საჭიროა სიფრთხილე, რადგან ამ დროს აღინიშნება სისხლის პლაზმაში ლითიუმის კონცენტრაციის მომატება. – ციმეტიდინი ახანგრძლივებს მეტრონიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს და ამით მატულობს მისი კონცენტრაცია სისხლის შრატში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: B. BRAUN MELSUNGEN, გერმანია

გაფრთხილება