პროსტატ პროტექტი

პროსტატ პროტექტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსტატ პროტექტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები

პროსტატ  პროტექტი წარმოადგენს მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინებისა და მინერალების ბალანსირებულ კომბინაციას, რომლთა ერთობლივი მოქმედება უზრუნველყოფენ წინამდებარე ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას. ის რეკომენდებულია პროსტატის დაავადებების როგორც პრევენციის, ასევე კომპლექსური მკურნალობისთვის. მკურნალობის პროცესში ის მნიშვნელოვნად ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს პრეკურსორების შესუსტების  ხარჯზე. პროსტატ პროტექტი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს.

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს
სელისგან მიღებული ლიგნინი         50მგ.
ტომატისგან მიღებული ლიკოპინი     15 მგ
საფუარა უჯრედის სელენ            100 ნგ.
ვიტამინ D 3                          22,5 ნგ
ვიტამინ K 2                          50 ნგ
ვიტამინ E                           50 ნგ

სელისგან მიღებული ლიგნინები ეკუთვნიან ფიტოესტროგენების ჯგუფს, მძლიერი ანტიოქსიდატური მოქმედებით
ვიტამინ K 2 წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ჟანგვა აღდგენითი პროცესების და უჯრედშიდა სუნთქვის რეგულაციისათვის.
ლიკოპინი-კაროტინოიდების ჯგუფის წარმომადგენელია. ის ორგანიზმში არ გამომუშავდება და მისი მიღების  ერთადერთი გზა  ეგზოგენურია. ლიკოპინი  ერთადერთი კაროტინია, რომელიც ზემოქმედებს წინმდებარე ჯირკვალზე. მას გააჩნია დნმ პროტექტორული მოქმედებაც, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ონკოგენეზის თავიდან აცილების პროცესში. აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტობა და დადებით გავლენას ახდენს ანთებითი პროცესების უკუგანვითარებაზე.
სელენი-იცავს და აძლიერებს სხვადასხვა ინფექციური აგენტების მიმართ იმუნური სისტემის ეფექტურ მუშაობას. ასევე აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნის პროცესს, გააჩნია სინერგიული მოქმედება  E და C ვიტამინებთან. სელენი მკვეთრად გამოხატული ანტიოქსიდანტური აქტივობისაა. ის შედის გლუტათიონპეროქსიდაზას შემადგენლობაში. ასევე მასზე მნიშვნელოვნადაა დამიკოდებული გენეტიკური კოდის-დნმ-ის დაცვა.
ვიტამინ  E ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური აქტივობით,ასევე მისი დდებითი გავლენიოთ სელენთან ერთად წინმდებარე ჯირკვლის სიმსივნური პროცესების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში.

მიღების წესი
შეკვრაში არის ორი სხვადასხვა ფერის შემადგენლობის მქონე კაფსულების ფირფიტა. სხვადასხვა ბლისტერზე მოთავსებულ კაფსულებს აქვთ განსხვავებული ეფექტი. კაფსულები სხვადსხვა ფერისაა.  კომბინირებული,სრულყოფილი ეფექტის მოსაღებად უნდა მივიღოთ თითეული ფერის კაფსულა დღეში 1 ჯერ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
მიღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.
კარგი ამტანობის გამო შეიძლება მისი ხანგრძლივად გამოყენება.
არ შეიცავს გლუტეინს, ლაქტოზას და საღებავებს.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა – # 40

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DR. Wolz, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook