აპრაზოლი – APRAZOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აპრაზოლი – APRAZOL-ის საერთაშორისო
დასახელება (მოქმედი
ნივთიერება):
ლანსოპრაზოლი/LANSOPRAZOLE
  აპრაზოლი – APRAZOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.


აპრაზოლი – APRAZOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოშვების
ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 14 ც.
1 კაფს.
ლანსოპრაზოლი……….      30 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
აპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტულ უჯრედში მეტაბოლიზირდება და იწვევს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+ K+ ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნას ბოლო ეტაპზე. ამცირებს პეპსინის გამომუშავებას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. აპრაზოლს ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.
ფარმაკოკინეტიკა:
აპრაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1.5-2.2 სთ-ის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. მისი 97-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. აპრაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ჩვენებები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
სტრესული წყლულები;
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.
მიღების
წესები
და
დოზირება:
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისა
და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.
კუჭის ლორწოვანში
Helicobacter pylori- აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლ/სთ-ში დონის მიღწევამდე პრეპარატი ინიშნება დილით ჭამის წინ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მიალგია.
უკუჩვენებები:
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
კუჭის კიბო;
ორსულობა, ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება აპრაზოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აპრაზოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის, პრედნიზოლონის და დიაზეპამის მეტაბოლიზმზე. პერორარულ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.
მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

გაფრთხილება