ლამინარია – LAMINARIA

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 150 მკგ. იოდს.
ლამინარია ანუ ზღვის კომბოსტო, შეიცავს პოლისაქარიდებს (ლამინარინი, მანიტი, ფრუქტოზა, ალგინატები, ფუკოიდანი და სხვ.), ვიტამინებს (A, C, D, E, B1, B2, B12), კაროტინოიდებს, ფოლისა და პანთოთენის მჟავებს, რკინის, გოგირდის და ფოსფორის მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს (I, Mn, Cu, Co, Br).
ფარმაკოლოგიური თვისებები:
• ავსებს ორგანიზმში იოდის დეფიციტს;
• არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას;
• გამოჰყავს ორგანიზმიდან შლაკები, ტოქსინები;
• არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;
• აქვს სუსტი საფაღარათო მოქმედება;
• აძლიერებს იმუნიტეტს;
• ამცირებს სხეულის წონას.
ჩვენებები:
• იოდოდეფიციტის პროფილაქტიკა;
• ენდემური ჩიყვი;
• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოშლილობა (კოლიტი, ყაბზობა და სხვ.);
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
• ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისაგან.
მიღების წესი და დოზირება:
დღეში 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, 2 თვის განმავლობაში. კურსის განმეორება შესაძლებელია ერთთვიანი შესვენების შემდეგ.
უკუჩვენებები:
• ინდივიდუალური აუტანლობა და ზემგრძნობელობა იოდის მიმართ;
• ჰემორაგიული დიათეზი;
• მწვავე ნეფრიტი.
განსაკუთრებული მითითებები:
ლამინარია სხვა იოდშემცველი სინთეზური პრეპარატებისაგან განსხვავებით, იოდს შეიცავს ნატურალური იოდორგანული ნაერთების სახით. ამიტომ, ორგანიზმი მასში არსებულ იოდს ადვილად ითვისებს.
შენახვის ვადა და პირობები:
3 წელი. ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი

გაფრთხილება