ლარიპრონტი

ლარიპრონტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლარიპრონტი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დექვალნიუმის ქლორიდი, ლიზოზიმი / DEQUALINUM CHLORIDE; LYSOZYME

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
დექვალნიუმის ქლორიდი………..            0.25 მგ
ლიზოზიმის ჰიდროქლორიდი………….10 მგ
სხვა ნივთიერებები:
პოლივინილპიროლიდონი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, არომატიზატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
იგი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული მოქმედებით. გააჩნია ჰემოსტატური და მუკოლიზური ეფექტი. პრეპარატი რეკომენდებულია ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტოლარინგოლოგიაში და სტომატოლოგიაში.

ჩვენებები:
პირის ღრუს, საყლაპავის, ხორხის ლორწოვანი გარსის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა: ლარინგიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, კანდიდოზი;
პირის ღრუსა და საყლაპავზე ქირურგიული ჩარევების შემდეგ ან ჩარევამდე (სტომატოლოგიური მანიპულაციები, ოპერაციები ყბის მიდამოში, ქირურგიული ჩარევა ჰაიმორის ღრუსა და ნუშისებრ ჯირკვლებზე).

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია 1 ტაბლეტის გამოყენება ყოველ 2-3 საათში. არ არის მიზანშეწონილი ტაბლეტის დაღეჭვა და გალაყლაპვა. იგი გაიწოვება პირის ღრუში, რის შემდეგაც 30 წთ-ის განმავლობაში უნდა იქნას მიღებული საკვები და წყალი.

გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება ალერგიული რეაქცია პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს შესაძლებელია პრეპარატის მიღება ჩვენებების შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები:
იგი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციის უნარზე, რის გამოც შესაძლებელია პრეპარატის მიღების დროს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: HEINRICH MACK, გერმანია

გაფრთხილება