ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)

ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლარიფიკელ D5 წვეთები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Laricifomes officinalis D5 1 მლ ხსნარს, HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი

თვისებები
Larifikehl-ი პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis იდანაა (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირი- თადად, ფილტვების დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველის საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, ასევე გამოიყენება როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინი მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპათიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 8 წვეთი ერთხელ დღეში, საკვების მიღებამდე.
შესაზელად:
პარენტერული მკურნალობისას კვირაში 2-ჯერ, 5-10 წვეთი უნდა
შეიზილოს მტკივნეულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში

გვერდითი მოქმედებები: ცნობილი არ არის

უკუჩვენებები: ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება