ლაროვენი C

ლაროვენი C. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლაროვენი C  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

ინგრედიენტები:
ტროქსერუტინი (იაპონური სოფორის/Sophora japonica ყვავილებიდან), კაფსულა: ჟელატინი; ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი); შემავსებელი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; შეტკეპნის საწინააღმდეგო ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ტალკი და მცენარეული წარმოშობის მაგნიუმის სტეარატი.

დახასიათება:
ტროქსერუტინი – რუტინის წარმოებული (ბიოფლავონოიდი, ექსტრაგირებული იაპონური სოფორას/შოპჰორა ჯაპონიცა ყვავილებიდან), რომელიც გამოიყენება კაპილარების გამტარებლობის დარღვევების დროს. ფლავონოიდები მოქმედებენ როგორც ვიტამინი P (გამტარებლობის ფაქტორი), ახდენენ მატონიზირებელ ეფექტს არტერიების, ვენების და კაპილარების კედლებზე და ხელს უწყობენ სისხლძარღვების განვლადობის შემცირებას.

C ვიტამინი იცავს უჯრედებს დაჟანგვისაგან, არეგულირებს კოლაგენის ფორმირებას, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების, ხრტილის ნორმალური ფუნქციისათვის, ხელს უწყობს რკინის შეწოვას.
ბიოფლავონიდებთან კომბინაციაში C ვიტანინი იწვევს შენელებულ აბსორბციას („გახანგრძლივებული გამოყოფის” ეფექტი) და უკეთეს ბიოშეღწევადობას.

დოზირება
მიიღება 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

მიიღება დიდი რაოდენობით წყლის დაყოლებით.

აღწერა შემადგენლობა/კაფსულა
(0.450
)
C ვიტამინი 60 მგ (75% NVR*)
ტროქსერუტინი 200 მგ**

% NVR*=საკვები ნივთიერებების პროცენტული შემცველობის მაჩვენებელი
**NVR არ არის დადგენილი

გაფრთხილება
პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას!
ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
საკვებმა დანამატმა არ უნდა შეცვალოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული რაციონი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პრეპარატი უკუნაჩვენებია პირებისათვის ალერგიით ტროქსერუტინის ან სხვა ფლავონოიდების მიმართ, ან მომატებული მგრძნობელობით მოცემული პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტისადმი.

ქრონიკული დაავადებების ან ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან დანამატის მიღების შესახებ.
ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან მოცემული დანამატის მიღების შესახებ.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში.

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე (EXP).

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

შეფუთვა: მუყაოს კოლოფი, რომელიც შეიცავს 3 ბლისტერს 10 ტაბლეტით თითოეულზე.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება