ლატასოპტი / LATASOPT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
ლატანოპროსტი/latanoprost

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პროსტაგლანდინი.
პრეპარატის ათქ
კოდი S01EE01
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლატანოპროსტი 0,05 მგ
დამხმარე ნივთიერებები:             დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი,  ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური
თვისებები
ლატასოპტი არის გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება – ლატანოპროსტი – წარმოადგენს F2ɑ პროსტაგლანდინის ანალოგს და FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. წყალწყალა ნამის განდევნის გაძლიერების გზით ამცირებს თვალშიგა წნევას და ახდენს გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ლატანოპროსტის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერალური განდევნის გაძლიერებასთან. არ ახდენს დადასტურებულ გავლენას წყალწყალა ნამის პროდუქციაზე და ჰემატოოფთალმურ ბარიერზე. თვალშიგა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ჩაწვეთებიდან 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 8-12 საათის შემდეგ, მოქმედება გრძელდება არანაკლებ 24 საათის.
გამოყენების
ჩვენებები
– მომატებული თვალშიგა წნევა პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით და მომატებული ოფთალმოტონუსით, მათ შორის, თვალშიგა წნევის დამწევი სხვა საშუალებების მიმართ ტოლერანტობის ან მათი არასაკმარისი ეფექტურობის დროს.
უკუჩვენებები

– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი
მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება ინსტილაციის შემდეგ), ასევე წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.
ავადმყობთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება.
სხვა: ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულური შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).
გამოყენების
წესი
და
დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატს აწვეთებენ დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში, საღამოს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის შემდეგი ინსტილაცია ტარდება ჩვეულ რეჟიმში (დოზა არ ორმაგდება).
სხვა ადგილობრივი მოქმედების ოფთალმოლოგიურ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ან ეპისკლერის ჰიპერემია.
მკურნალობა: სიმპტომური.
ურთიერთქმედება
სხვა
სამკურნალო
საშუალებებთან
ლატასოპტი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალთან, ვინაიდან არსებობს პრეციპიტაციის განვითარების შესაძლებლობა.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ისეთ საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა წნევას (თიმოლოლი, ადრენომიმეტიკები, აცეტაზოლამიდი, პილოკარპინი).
განსაკუთრებული
მითითებები
ლატასოპტმა ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა. ეს ეფექტი ძირითადად ვლინდება ფერადი გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში, რაც აიხსნება ფერადი გარსის სტრომალურ მელანოციტებში მელანინის შემცველობის გაზრდით. თვალების თანაბარი შეფერილობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებიდან 2 წლის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა ვლინდებოდა ძალიან იშვიათად. ფერის შეცვლას არ ახლავს რაიმე კლინიკური სიმპტომები ან პათოლოგიური ცვლილებები. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის შემდგომი ზრდა არ ვლინდებოდა, თუმცა უკვე შეცვლილი ფერი შეიძლება იყოს შეუქცევადი. ფერადი გარსის ლენტიგოს ან ნევუსის არსებობისას თერაპიის განმავლობაში მათი ცვლილება არ ვლინდებოდა.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტების ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო ცვლილების თაობაზე. თვალის პიგმენტაციის ინტენსიური ცვლილების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება შეწყდეს. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ჰეტეროქრომიის განვითარება.
ლატასოპტი არ გამოიყენება დღეში 1-ჯერზე უფრო ხშირად, ვინაიდან ხშირი გამოყენებისას მისი ეფექტურობა მცირდება.
თვალის კაკლის აქტიური ანთებითი პროცესის (ირიტი, უვეიტი), აფაკიის, ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე ფსევდოაფაკიის დროს ლატასოპტი გამოიყენება სიფრთხილით.
რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, ლინზების მოხსნა ხდება ინსტილაციამდე; ლინზების გაკეთება შესაძლებელია  წამლის გამოყენებიდან 15-20 წუთის შემდეგ.
ფლაკონი იხურება თითოეული გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება თვალზე საწვეთურის წვერის შეხება.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.
ორსულობისა
და
ძუძუთი
კვების
დროს
გამოყენება
ლატასოპტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძით.
ზემოქმედება
ავტომობილებისა
და
სხვა
მექანიზმების
მართვის
უნარზე
პრეპარატი ლატასოპტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების
ფორმა
0,005%-იანი ლატასოპტის თვალის წვეთები გამოდის  2,5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის
პირობები
ინახება 2-8ºC ტემპერატურაზე შუქისგან დაცულად, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის
ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
0,005% 2,5 მლ სტერილური თვალის წვეთები პოლიეთილენის ფლაკონი საწვეთურით N1
აფთიაქიდან
გაცემის
პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II –  გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.მწარმოებელი
კომპანია: World Medicine Ophthalmics

გაფრთხილება