ლევო-დენკი 250 / Levo-Denk 250

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევოფლოქსაცინი/
levofloxacin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები
ATC კოდი:
J01MA12.
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოფლოქსაცინს, რაც 256,23 მგ ლევოფლოქსაცინ ნახევრად ჰიდრატის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის შუაგული: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზის პუდრი, ჟელატინიანი სახამებელი (სიმინდი), სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, პოვიდონი K 25, ნატრიუმ სტეარილ ფუმარატი.

გარსი: ლაქტოზა მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), მაკროგოლი 4000, რკინის ოქსიდი და რკინია ჰიდროქსიდი (E 172).
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლევოფლოქსაცინი გახლავთ სინთეტიკური ანტიბაქტერიული ნივთიერება, რომელიც არის ფლუროქინოლონის კლასის. ვინაიდან ფლუროქინოლონი ანტიბაქტერიული ნივთიერება, ლევოფლოქსაცინი მოქმედებს დნმ – გირაზა კომპლექსზე და ტოპოიზომერაზა IV.
ბეზისტენტურობის ძირითადი მექანიზმი არის გირ-ა მუტაცია. ინვიტრო არის გადაჭრით რეზისტენტურობა ლევოფლოქსაცინსა და სხვა ფლუოროქინოლონს შორის.

მოქმედების მექანიზმის მიხედვით ძირითადად ლევოფლოქსაცინსა და სხვა კლასის ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს შორის არ არის გადაჭრითი რეზისტენტულობა.
ფლუოროქინოლონი, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ქიმიური სტრუქტურით განსხვავებულია და მოქმედების ტიპი ამინოგლიკოსიდისგან, მაკროლიდისგან და ბეტალაქტამის ანტიბიოტიკებისგან, მათ შორის პენიცილინისგან განსხვავებულია. ფლუროქინოლონი შესაზლოა მოქმედი იყოს ბაქტერიარეზისტენტულის წინააღმდეგ.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მისაღები ლევოფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციით, რომელიც მიიღება 1 საათის განმავლობაში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 100%. საკვებს მცირედი გავლენა აქვს ლევოფლოხაცინის შეწოვაზე.
იგი ნაწილდება სხეულის ქსოვილებში, მათ შორის ბრონქიალურ ლორწოვანსა და ფილტვებში, მაგრამ შეღწევადობის დონე ცერებრალურ სითხეში ძალიან მცირეა.
ლევოფლოქსაცინის დაახლოებით 30-40% დაკავშირებულია პლაზმა პროტეინებთან. მისი შეთვისება ხდება მხოლოდ მცირე დონეზე, არააქტიურ მეტაბოლიტებად. ლევოფლოქსაცინის გამოდევნა ხდება 6დან 8 საათის განმავლობაში, თუმცა ეს პროცესი შესაძლოა უფრო ხანგრძლივიც იყოს თირკმელებით დაავადებულ პაციენტებში. ლევოფლოქსაცინი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა, თავდაპირველად შარდით. მისი გამაოყოფა არ ხდება ჰემოდიალიზით ან პერიტონიული დიალიზით.
ჩვენებები
ლევო დენკ 250 არის ქინოლონის კლასისი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს ლევოფლოქსაცინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას. ლევო დენკ 250 ეფექტურია მრავალი ბაქტერიის განადგურებისათვის.
ლევო დენკ 250 გამოიყენება მოზრდილებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ, რაც გამოწვეულია ლევოფლოქსაცინზე მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიც არის – მწვავე ბაქტერიული სინუსიტის (ერთი ან მეტი ცხვირის სინუსის ანთება),
– ქვედა სასუნთქი ორგანოების ინფექციები: ქრონიკული ბრონქიტის მწვავე ბაქტერიული გამწვავება ან ზოგადად შეძენილი პნეუმონია
ზემოთ აჭნიშნულ შემთხვევებში ლევო დენკ 250 მიღებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მდგომარეობის მკურნალობისათვის რეკომენდებული ანტიბიოტიკების გამოყენებამ უშედეგოდ ჩაიარა, ან მათი გამოყენება შეუძლებელია
– საშარდე გზების გართულებული ინფექციები
– საშარდე გზების გართულებული ინფექციები (მათ შორის თირკმელი)
– პროსტატის ქრონიკული ბატერიული ანთება
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
მიღების
წესები და დოზები
მიიღეთ ლევო დენკ 250 ზუსტად ისე, როგორც მას ექიმი დაგინიშნავთ. რაიმე კითხვების წამოჭრის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშნავთ ჩვეულებრივ დოზირება შეგიძლიათ განსაზღვროთ შემდეგი ცხრილით:

დოზირება პაციენტებში ნორმალური თირკმელის ფუნქციით
სინუსიტი (ნასალური სინუსების ანთება) ლევო დენკ 250-ის 2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება: ლევო დენკ 250-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 250მგ ლევოფლოქსაცინის) ან ლევო დენკ 250-ის 2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
პნეუმონია: ლევო დენკ 250-ის 2 შემოგარსული აბი დღეში ორჯერ (რაც ექვივალენტურია 1000მგ ლევოფლოქსაცინის)
საშარდე გზების ინფექციები: ლევო დენკ 250-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 250მგ ლევოფლოქსაცინის)
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი: ლევო დენკ 250-ის 2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
კანის ან რბილი ქსოვილების ინფექციები: ლევო დენკ 250-ის 1 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 250მგ ლევოფლოქსაცინის) ან ლევო დენკ 250-ის 2 შემოგარსული აბი დღეში ერთხელ (რაც ექვივალენტურია 500მგ ლევოფლოქსაცინის)
ვინაიდან ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა პირდაპირ თირკმელებით დოზა უნდა შემცირდეს პაციენტებში, რომელთაც აწუხებთ თირკმელების უკმარისობა.
დოზირება თირკმელების უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში
დოზირების რეჟიმი
250მგ/
24 სთ
500მგ/
24 სთ
500მგ/
12 სთ
50-20 მლ/წთ
125მგ/
24 სთ
250მგ/
24 სთ
250მგ/
12 სთ
19-10 მლ/წთ
125მგ/
48 სთ
125მგ/
24 სთ
125მგ/
12 სთ
< 10 მლ/წთ (მათ შორის ჰემოდიალიზი და CAPD)
125მგ/
48 სთ
125მგ/
24 სთ
125მგ/
12 სთ
1) ჰემოდიალიზის ან განგრძობითი ამბულატორიული პერიტონიული დაავადებების (CAPD)შემდეგ დამატებითი დოზები არ არის საჭირო.

არ არის დოზების რეგულირება საჭირო ღვიძლით დაავადებულ პაციენტებში ვინაიდან ლევოფლოქსაცინის ათვისება არ ხდება ღვიძლის რაიმე მნიშვნელოვანი მოცულობით.
როგო უნდა მივიღოთ ის?
გადაყლაპეთ შემოგარსული აბები შასაბამისი სითხის მიყოლებით (მაგალითად ნახევარი ან სავსე ჭიქა წყალი). შემოგარსული აბის გაყოგა გამყოფი ხაზით შესაძლებელია დოზის დასარეგულირებლად. ტაბლეტი უნდა მივიღოთ ჭამის დროს ან მას შემდეგ.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს დაავადების კურსის შესაბამისად. კლინიკურ კვლევებში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 10-14 დღით მწვავე სინუსიტის შემთხვევაში, 7-10 დღე ქრონიკული ბრონქიტიტს გამწვავების შემთხვევაში, 7-14 დღე პნეუმონიის შემთხვევაში, 3 დღე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში, 7-10 დღე გართულებელი საშარდე გზების ინფექციის შემთხვევაში, 28 დღე ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის და 7-14 დღე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების შემთხვევაში. როგორც ძირითადად ანტიბიოტიკური თერაპიის შემთხვევაში ხდება ლევო დენკ 250-ით მკურნალობა უნდა გარძელდეს მინიმუმ 48 დან 72 საათამდე მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუწევს ტემპერატურა ან მიიღება ბაქტერიული ერადიკაცია.

გთხოვთ დაელაპარაკოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ლევო დენკ 250ით მკურნალობის ეფექტი არის ან ძალიან ძლიერი ან სუსტი.

თუ თქვენ მიიღებთ უფრო მეტ ლევო დენკ 250-ს ვიდრე უნდა მიგეღოთ
ლევო დენკ 250-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უმეტესად მოსალოდნელი მოვლენებია ცენტრალური ნერვული სისტემის აშლილობა (როგორიც არის აფორიაქებული მდგომარეობა, თავბრუსხვევა, გონებრივი შეზღუდვა და შეტევები), კუჭნაწლავის რეაქციები როგორიც არის ღებინება და წყლულოვანი ეროზიები, აგრეთვე კარდიალური მდგომარეობის გაუარესება (Qთ გახანგრძლივება). ამიტომ დოზის გადაჭარბები შემთხვევაში უნდა განხორციელდეს კარდიოლოგიური მონიტორინგი (ელექტროკარდიოგრამა). მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური (მაგ. კუჭის ამორეცხვა ან ანტაციდების მიღება).
ლევოფლოქსაცინი არ გამოიდევნება დიალიზით. არ არსებობს რაიმე სპეციალური ღონისძიებები.
ლევო დენკ 250-ის ერთით ზედმეტი ტაბლეტის შემთხვევით მიღებას არ ექნება რაიმე საზიანო მოქმედება.
გთხოვთ დაუყოვნებლივ შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ თქვენ ჭარბად მიიღებთ შემოგარსულ ტაბლეტებს.

თუ თქვენ დაგავიწყდებათ ლევო დენკ 250-ის მიღება
მიიღეთ გამოტოვებული ტაბლეტი რაც შეიძლება სწრაფად ვინაიდან თქვენ უკვე გიწევთ მომდევნო აბის მიღება. შემდეგ გააგრძელეთ ლევო დენკ 250-ის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

თუ თქვენ შეწყვეტთ ლევო დენკ 250-ის მიღებას
თქვენ არ უნდა შეწყვიტოთ ლევო დენკ 250-ის მიღება ექიმთან შეთანხმების გარეშე, ვინაიდან თქვენ ამით შესაძლოა რისკის ქვეშ დააყენოთ მკურნალობის წარმატებული შედეგი.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ ორეპარატთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი
მოვლენები
ზოგადად
– დიარეა, გულის რევა
– ღვიძლის ენზიმების დონის მომატება (მაგ. ALT, AST, alkaline phosphatase, GGT)
არა ზოგადად

– სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), ძირითად სისხლის უჯრედებში მომატება (ეოზინოფილია).
– თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა
– თავბრუსხვევა
– ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, გაზების დაგროვება
– კრეატინინის მომატება სისხლში (თირკმელების ფუნქციის მოშლის მაჩვენებელი)
– ქავილი
– ანორექსია
– სოკოვანი ინფექციები და ლევოფლოქსაცინიზე რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია

– ზოგადი სისუსტე

– ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მაჩვენებელი)
– უძილობა, ნევული აღზებულობა
იშვიათად
– გახშირებული გულისცემა

– ტრომბოციდების შემცირება სისხლში (თრომბოციტოპენია), რაც შესაძლოა ასოცირებულ იყოს სისხლჩაქცევაზე ან სისხლდენაზე მიდრეკილების მომატებასთან; ძირითადად თეთრი სისხლის უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია);
– კრუნჩხვები, კანკალი, პარესთეზია როგორიც არის დაბუჯების შეგრძნება ხელებში
– ბრონქიალური შეკუმშვა, გადატვირთული სუნთქვა

– სისხლიანი დიარეა, რც ძალიან იშვიათად შესალოა ნაწლავის ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის მაჩვენებელი იყოს (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”)
– კრუპი
– მყესების გაღიზიანება (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”), ტკივილი სახსარში და კუნთებში

– სისხლის წნევის დაცემა
– ფსიქიური აშლილობა, დეპრესია, მოუსვენრობის შეგრძნება, აჟიტირებულობა, აღზნებულობა
ძალიან იშვიათად

– სისხლში ძირითადი თეთრი უჯრედებისა დიდი რაოდენობით შემცირება (აგრანულოციტოზი) რამაც შესაძლოა მიგვიყვანოს მძიმე პათოლოგიურ სიმპტომებთან (მდგრადი და რეციდიული ცხელება, ანგინა და მომატებული უკმარისობა).

– ნერვის დაზიანება (,აგ. შეხების შეზღუდული შეგრძნება, პარალიზების სიმპტომი), გემოს შეგრძნების დაქვეითება, ყნოსვის შეგრძნების დაქვეითება ან დაკარგვა
– გაუარესებული მხედველობა

– გაუარესებული სმენადობა

– ფილტვების ალერგიული რეაქცია (ალერგიუი პნეუმონია)
– გამწვავებული თირკმელის ფუნქციის დარღვევა მაგ. გამოწვეული თირკმელის ალერგიული რეაქციებით (შუალედური ნეფრიტი)
– კანის და ლორწოვანი გარსის შეშუპება, მაგ. სახის და ყელის (ანგიოდემა), კანის მგრძნობელობის მომატება მზის სხივებზე და ულტრაიისფერ სხივებზე
– მყესის გაწყვეტა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ეს გვერდითი მოვლენა შესაძლოა გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში და შესაძლოა იყოს ორმხრივი. კუნთოვანი სისუსტე რაც შესაძლოა იყოს განსაკუთრებული მნიშვნელობის პაციენტებისთვის რომელთაც აქვთ მიასტენია (იშვიათი ნერვული სისტემის აშლილობა).

– სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია), განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”). ჰიპოგლიკემიის სიმპტომები შესაძლოა იყოს: მოუთმენელი შიმშილის გრძნობა, ნერვული გაღიზიანება, ოფლიანობა, კანკალი.
– ცხელება
– ანაფილაქტიკური შოკი (სერიოზული ჰიპერმგრძნობელობა (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”)), ანაფილაქტიკური და მსგავსი ჰიპერმგრძნობელური რეაქცია ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს საწყისი დოზის შემდეგ.

– ღვიძლის ანთება

– ფსიქოტური რეაქცია, საკუთარი თავის საფრთხის ქვეშ დაყენების საქციელით და თვითმკველობაზე ფიქრით (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”);
ჰალუცინაციები (ცრუ აღქმა).
უცნობი სიხშირე

– Qთ ინტერვალის ხანგრძლივობა (შეცვლილი კარდიალური მოქმედება, (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”).

– ყველა ტიპის სისხლის უჯრედის შემცირებული ოდენობა (პანციტოპენია); წითელი სისხლის უჯრედების შემცირება სისხლის უჯრედების დესტრუქციის ხარჯზე (ჰემოლიტიკური ანემია);
– ყურებში ზარი
– კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე რეაქცია, მათ შორის ბუშტუკები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროზი, სტივენს – ჯონსონის სინდრომი, ერითემა), გაძლიერებული ოფლიანობა

– კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი)
– ტკივილი (მათ შორის წელის, მკერდის და კიდურების ტკივილი)
– ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები

– სიყვითლე და ღვიძლის ძლიერი დაზიანება, მათ შორის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი ღვიძლის დაშავება იქნა დაფიქსირებული ლევოფლოხაცინთან ასოციაციაში (იხილეთ პარაგრაფი ”მიიღეთ განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას”) განსაკუთრებით მწვავე დაავადებით დაავადებულ პაციენტებში (მაგ. სისხლის მოწამვლა).

შენიშვნა
კანის და ლორწოვანი გარსის რეაქციები შესაძლოა ზოგჯერ გაჩნდეს საწყისი დოზის მიღებიდანვე.
სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც ასოცირებულ იქნა ფლუროქინოლონის მიღებასთან:

– მოძრაობისა და კუნთოვანი კოორდინაციის დარღვევა;
– წვრილ სისხლძარღვთა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი);

– პორფირიის შემოტევები პაციენტებში რომელთაც მანამდეც სჭირდათ პრრფირია (ძალიან იშვიათი მეტაბოლისტური დაავადება).
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი გახდება სერიოზული ან თუ თქვენ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი ეფექტის არსებობას, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის მოცემული, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლივ, თუ გვერდითი ეფექტი უეცრად გამოჩნდება ან სწრაფად გაუარესდება, მაგალითად ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლში რაიმე სახის ცვლილებები, მწვავე ანაფილაქტიკური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები, ღვიძლის მწვავე დაზიანება და კანის ცვლილებები, რაც შესაძლოს სიცოცხლისთვის იყოს საშიშროების შემქმნელი. აღნიშნულ შემთხვევაში არ მიიღოთ მედიკამენტი სამედიცინო ზედამხედველობის გარეშე.
უკუჩვენება
ლევო დენკ 250-ის მიღება უკუნაჩვენებია:
– თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა (ალერგიულია) ლევოფლოქსაცინზე, ლევო დენკ 250-ის სხვა სემადგენელი ნივთიერებაზე ან ქინოლონზე
– თუ პაციენტი დაავადებულია კონვულსიური აშლილობით (ეპილეფსია),
– თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა მყესების პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო ქინოლონის გამოყენებასთან
– ბავშვებში და მოზარდებში
– ორსულობისას
– ლაქტაციის დროს
განსაკუთრებული სიფრთხილე ლევო დენკ 250-ის მიღებისას
– მწვავე პნეუმოკოკური პნეუმონიის შემთხვევაში, ვინაიდან ლევო-დენკ 250-ით მკურნალობა შესაძლოა არ იყოს ოპტიმალური თარაპია
– მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას რაც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას (სეუდომონას აერუგინოსა). ეს შესაძლოა საჭიროებდეს კომბინირებულ თერაპიას.
– თუ ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას წარმოიქმნება ტენდონიტის. მას ყველაზე ხშირად გავლენა აქვს აქილევსის მყესზე და შესაძლოა გამოიწვიოს მყესის გაწყვეტა. თენდონიტის და მყესის დაზიანების რისკი განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ ადამიანებში არსებობს, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს. თუ პაციენტი ეჭვს მიიტანს ტენდონიტზე, რაც შეიძლება გამოხატული იყოს მყესების ტკივილით, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს, უნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობა და შესაბამისად უნდა დაიწყოს მკურნალობა მყესებზე მკურნალობა, მაგალითად დასვენებით.
– თუ ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას ან მას შემდეგ მწვავე, მუდმივი სახის და სისხლნარევ დიარეას ექნება ადგილი, დაუყონებლივ უნდა მიემართოს ექიმს, ვინაიდან ამგვარი დიარეა შესაძლოა მიუთითებდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე გამოწვეულ ნაწლავთა მწვავე ანთებაზე (ენტეროკოლიტი). აღნიშნული სახის დიარეის არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობა და პაციენტმა გადაუდებლად უნდა დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. Aრ უნდა იქნას მიღებული პროდუქტები, რომლებიც იწვევენ პერესტალტიკის გაძლიერებას; – თუ პაციენტი მიდრეკილია პაროქსიზმალურ ეპილეფსიისკენ, შეტევები შესაძლოა გახშირდეს ლევო დენკ 250-ით მკურნალობის ფონზე პაციენტებში, რომელთაც მანმადე მიღებული ჰქონდათ ტვინის ტრამვა. აღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დეტალურად ეცნობოს მკურნალ ექიმს მანმადე არსებული დაავადებეის შესახებ. ლევო დენკ 250-ისმიება აკრძალულია ეპილეფსიით დაავადებული ადამიანებისთვის. შეტევებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი ფენბუფენით და მსგავსი არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებით ან თეოფილინით თანმხლები მკურნალობისას. კონვულსიური შეტევების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
– თუ პაციენტს აწუხებს თანდაყოლილიმეტაბოლიზმი გლუკოზა -6-ფოსფატ დეჰიდროგენეზის დეფიციტ. შესაძლოა ჰქონდეს რეაქცია, ვინაიდან ქინოლონიტ მკურნალობისას სისხლის წითელი უჯრედები ნადგურდება (ჰემოლიზი).

აღნიშნულიდან გამომდინარე ამგვარ პაციენტებში ლევოფლოქსაცინის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
– თუ პაციენტს დარღვეული აქვს თირკმელის ფუნქცია, ამგვარი პაციენტებისათვის დადგენილი უნდა იქნეს დოზა. – თუ მწვავე ჰიპერმგრძნოლბელობითი რეაქციები განვითარდება (შესაძლოა საწყისი დოზის შემდეგ), აღნიშნულ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სამედიცინო ჩარევა. Uნდა შეწყდეს ლევო დენკ 250-ის მიღება.
– თუ პაციენტი პეროლალურად იღებს ანტიდიაბეტურ ნივთიერებას (როგოერიც არის გლიბენქლამიდი) ან ინსულინი. სიფრთხილით უნდა მოხდეს სისხლში გლუკოზის კონტროლი, ვინაიდან შესაძლოა განვითარდეს ჰიპოგლიკემია.

ჰიპოგლიკემიის ნიშნები შესაძლოა იყოს: გაძლიერებული შიმშილის გრძნობა, ნერვული აშლილობა, ოფლიანობა და კანკალი. – თუ პაციენტი ეფიცხება მწვავე მზის სხივებს ან ულტრაიისფერ სხივებს. თუმცა სხივური მგრძნობელობა იშვიათობას წარმოადგენს ლევოფლოქსაცინის მიღებისას (არანორმალური რეაქცია გარუჯვისას, რაც დამწვრობით გამოიხატება). ღეკომენდებულია, რომ პრეპარატის მიღებისას პაციენტები არ მიეფიცხონ განსაკუთრებით მწველ მზეს ან ხელოვნულ ულტრაიისფერ სხივებს (მაგ. სოლარიუმს), რათა თავიდან აიცილონ სხივებზე მგრძნობელობის მომატება – თუ თქვენ პარარელულად იღებთ ვიტამინ ანტაგონისტს (ძირითადად ანტიცოაგულანტს როგორიც არის ვარფარინი, ფენპროკოუმონი). შესაძლოა მოხდეს შედედბის მოცულობის გაზრდა და სისხლდენის ტენდენცია. ამიტომ რეგულარულად უნდა მოხდეს კოაგულაციის მონიტორინგი.
– თუ ლოვოფლოქსაცინს იღებენ პაციენტები ფსიქიკური აშლილობით ან ანამნეზში აღენიშნებოდათ ფსიქიკური დაავადებები. Fსიქოტროპული შეტევა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქინოლონს, მათ შორის ლევოფლოქსაცინს. ძალიან იშვიათად ეს აშლილობა იწვევდა აზრებს თვითმკვლელობის შესახებ, ზოგჯერ ლევოფლოქსაცინის ერთჯერადად მიღებისას. მგვარი რეაქციების მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა მიემართოს ექიმს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი მკურნალობის შესახებ
– თუ პაციენტი იმყოფება კარდიალური შეტევის რისკ ფაქტორის ქვეშ (QT ინტერვალის განგრძობითობა). ეს შესაძლოა მოხდეს ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში რომელთაც გააჩნიათ ელექტროლიტების დისბალანსი ან ძირითადი კარდიალური დაავადებები (მაგ. გულის უკმარისობა, მიოკარდიალური ინფაქტი, სუსტი პულსი, კონგენიტალური ხანგრძლივი Qთ სინდრომი). აგრეთვე არსებობს მომატებული რისკი როდესაც პარალელურად ხდება იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც იწვევენ გახანგრძლივებულ Qთ ინტერვალებს. მათ შორის პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას (კლასი IA და III ანტიარითმიის), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტი) და ინფექციებისას (მაკროლიდი).
– თუ პაციენტს განვითარებული აქვს ნევროპათიის სინდრომი. მაგ. მგრძნობელობის დარღვევა ხელებსა და ფეხებში. უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს და შეწყდეს ლევო დენკ 250-ის მიღება, ვიანიდან მას შეუძლია მეტი ზიანიც მოყენება.

– თუ პაციენტი აპირებს ლაბორატორიული შემოწმების გავლას, შარდში ოპიატის დონის შესამოწმებლად. ტესტმა შესაძლოა აჩვენოს ცრუდ დადებითი შედეგები. პოზიტიური შედეგები უნდა დადასტურდეს უფრო სპეციფიური მეთოდებით.
– თუ თქვენ შეგექმნებათ ღვიძლის უკმარისობის სინდრომი, მაგ. მადის დაკარგვა, სიყვითლე, მუქი შარდი, მუცლის ქავილი. შეწყვიტეთ ლევო დენკ 250-ის მიღება და შეატყობინეთ აღნიშნულის შესახებ ექიმს.
– თუ თქვენ განიცდით ინფექციას გამოწვეულს გარკვეული მიკროორგანიზმებით (ეგრედ წოდებულ მეთიცილინზე რეზისტენტულ სტაფილოკოკს) ლევოფლოქსაცინი არ არის ეფექტური აღნისნული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციებისას. იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს ეჭვი აღნიშნული მიკროორგანიზმებიც ინფიცირების შესახებ ლევო დენკ 250 უნდა მიიღოთ კომბინირებულად იმ ანტიბიოტიკებთან ერთად, რომლებიც მოქმედებენ ამ მიკროორგანიზმებზე.

გაფრთხილება:
ფლუოროქინოლონი, მათ შორის ლევოფლოქსაცინი ასოცირებულია ტენდონიტის რისკის მომატებასთან და მყესების გაწყვეტასთან ყველა ასაკში. ეს რისკი განსაკუთრებით იზრდება უფრო მეტად ხანდაზმულ პაციენტებში, ჩვეულებრივ 60 წელს ზემოთ, ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოსტეროიდებს და პაციენტებში, რომელთაც გადანერგილი აქვთ თირკმელი, გული ან ფილტვი.

ბავშვები
ლევო დენკ 250 უკუნაჩვენებია ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან შემაერთებელი ხრტილის დაზიანების კონტროლი შეუძლებელია.

მოზრდილებში
გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ თირკმელების უკმარისობა ძირითადად ვითარდება უფროსი ასაკის პაციენტებში (გთხოვთ დაუბრუნდეთ 3-ე პუნქტს როგორ მივიღოთ ლევო დენკ 250).
სხვა პრეპარატების მიღება
გთხოვთ ჩააყენოთ საქმის კურსში თქვენი ექიმი ან ფარმაკოლოგი იმის შესახებ თუკი თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტებს, მათ შორის წამლებს რომლებიც გაიცემა ურეცეპდოდ.
არსებოს ფაქტი ცერებრალური შეტევის ზღვარის დაწევისა, როდესაც ქინოლონი ეძლევათ პარალელურად იმ პრეპარატებთან, რომლებიც იწვევენ ცერებრალური შეტევის ზღვარის დაწევას (მაგ. თეოფილინი). ეს აგრეთვე ხდება როდესაც პარალელურ რეჟიმში ქინოლონთან ერთად ხდება ფენბუფენის და მსგავი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება (პრეპარატები რომლებიც გამოიყენება რვმატიული დაავადებებისა და ტკივილის სამკურნალოდ).
ლევო დენკ 250-ის ეფექტი მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მიღება ხდება სუკრალფატთან ერთად (მედიკამენტი კუჭის ლორწოვანი გარსის დასაცავად). აგრეთვე მაგნეზიის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან ერთად მიღებისას (მედიკამენტები გულძმარვისა და მუცლის ტკივილის სამკურნალოდ) ან რკინის მარილები (ანემიის სამკურნალო ხსნარი). ლევო დენკ 250 უნდა მიიღოთ არაუგვიანეს 2 საათით ადრე ამგვარი მედიკამენტის მიღებამდე ან მას შემდეგ.
ლევოფლოქსაცინის დამოყოფა მცირედ შეზღუდულია ციმეტიდინით და პრობენეციდით, თუმცაღა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამგვარი ურთიერთქმედება კლინიკური ხასიათისაა.
ლევოფლოქსაცინის მიღება პრეპარატებთან, რომლებიც გამოყობის გარკვეულ გზას ირჩევენ (ტრუბულარული გამოყოფა), მედიკამენტები როგორიც არის პრობენეციდი და ციმეტიდინი მიღებულ უნდა იქნას სიფრთხილის დაცვით. ეს განსაკუთრებით ეხევბა პაციენტებს, რომელთაც მოშლილი აქვთ თირკმელის ფუნქცია.

ციკლოსპორინის ნახევრად გამოყოფა მცირედ გახანგრძლივდა როდესაც ის მიღებულ იქნა ლევოფლოქსაცინთან ერთად. გახანგრძლივებული შედედების დრო ან/და სისხლდენა დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ლევო დენკ 250თან ერთად პარალელურად იღებდნენ გარკვეულ ანტიკოაგულანტებს (ვიტამინი К ანტაგონისტი, როგორიც არის ვარფარენი, ფენოპროკოუმონი). სისხლდენა შესაძლოა იყოს მწვავე. კოაგულაციის ანალიზის (პროტრომბინის დრო) მონიტორინგი უნდა განხორციელდეს პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ვიტამინი К ანტაგონისტით.

ლევო დენკ 250 მიიღება სიფრთხილით იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც ცნობილია როგორც QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი. ეს მოიცავს მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება არითმიის სამკურნალოდ (კლასი IA და III ანტიარითმიის), დეპრესიის დროს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტი) და ინფექციებისას (მაკროლიდი). გთხოვთ აგრეთვე გაითვალისწინოთ „დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ლევო დენკ 250-ის მიღებისას“.

ლევო დენკ 250-ის მიღება საჭმელთან და სასმელთან
ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას შეძლებისდაგვარად აიცილეთ ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია
ლევო დენკ 250-ის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ადამიანური მონაცემის ნაკლებობისა და მოზარდ ორგანიზმში ქინოლონის მიერ შემაერთებელი ხრტილის დაზიანების პოტენციალის გამო ლევო დენკ 250 არ უნდა იქნას მიღებული ორსულებისა და მეძუძური დედების მიერ. თუ თქვენ ლევო დენკ 250-ით მკურნალობის პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ გთხოვთ აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

მანქანის მართვა და დანადგარების გამოყენება
შესაძლოა წარმოიშვას ზოგიერთი არასასურველი ეფექტი ლევო დენკ 250-ით მკურნალობისას (როგორიც არის თავრუსხვევა, ძილიანობა და მხედველობის დარღვევა), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს რისკი ისეთ სიტუაციებში სადაც კონცენტრაცია და რეაქცია განსაკუტრებით მნიშვნელოვანია (მაგ. მანქანის მართვა ან დანადგართან მუშაობა). ეს ხდება განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლევო დენკ 250-ის ზოგიერთ ინგრედიენტზე
ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. ამიტომ გთხოვთ ვიდრე დაიწყებთ მკურნალობას ლევო დენკ 250-ით კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან, თუ თქვენ გაწუხებთ ნებისმიერი სახის შაქრის აუტანლობა.
შენახვის
პირობები და ვადები
შეინახეთ იგი მშრალ და გრილ ადგილზე 25°C
შეინახეთ ის მის ორიგინალ ყუთში.
არ გამოიყენოთ იგი ყუთზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისთვის არახელმისაწვდომ ადგილზე.
გამოშვების ფორმა:
250მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Rottendorf Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება