ლეკოკლარი სუსპენზია

ლეკოკლარი სუსპენზია. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლეკოკლარი სუსპენზია  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლარითრომიცინი/clarithromycin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი

შემადგენლობა:
ლეკოკლარი® 125 მგ/5 მლ: 1 მლ შიგნით მისაღები მზა სუსპენზია შეიცავს 25 მგ კლარითრომიცინს, 5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს 125 მგ კლარითრომიცინს.
ლეკოკლარი® 250 მგ/5 მლ: 1 მლ შიგნით მისაღები მზა სუსპენზია შეიცავს 50 მგ კლარითრომიცინს, 5 მლ შიგნით მისაღები სუსპენზია შეიცავს 250 მგ კლარითრომიცინს.

დამხმარე ნივთიერებები:
პოლოქსამერი 188, პოვიდონი К-30, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171), მეტაკრილის მჟავას და ეთილაკრილატის სოპოლიმერი 1:1 (ეუდრაჟიტი L30D-55), ტრიეთილაცეტატი, გლიცერინის მონოსტეარატი, პოლისორბატი 80, ფხვნილისებრი საქაროზა, მალტოდექსტრინი, ფხვნილისებრი კალიუმის სორბატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ქსანტანის გუმფისი, არომატიზატორი ფხვნილისებრი ხილის პუნში.

რა არის ლეკოკლარი და რისთვის გამოიყენება იგი
გრანულების მოქმედი ნივთიერება არის კლარითრომიცინი, ანტიბაქტერიული საშუალება (ანტიბიოტიკი), რომელიც მაკროლიდების ჯგუფს მიეკუთვნება. ანტიბიოტიკები აჩერებენ ინფექციური დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას.

ლეკოკლარი გამოიყენება კლარითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული მწვავე და
ქრონიკული ინფექციების სამკურნალოდ:

• ზედა სასუნთქი გზების (მაგალითად, ტონზილიტი, ფარინგიტი) და ცხვირის დანამატი წიაღების (სინუსიტი) ინფექციები;
• შუა ყურის მწვავე ანთება (შუა ოტიტი) ბავშვებში;
• ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მაგალითად, ბრონქიტი, საავადმყოფოს გარე პნევმონია);
• მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

როგორ უნდა მიღებულ იქნას ლეკოკლარი
ლეკოკლარი მიიღეთ ყოველთვის ზუსტად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ თქვენ რაიმე ეჭვი გაგაჩნიათ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატი განკუთვნილია 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის
კლარითრომიცინის რეკომენდებული დოზა შეადგენს სხეულის მასის 15 მგ/კგ-ს დღეში, რომელიც ორ მიღებად არის დაყოფილი (დილით და საღამოს).
ლეკოკლარის სტანდარტული დოზების ცხრილი 125 მგ/5მლ და 250 მგ/5მლ გრანულები შიგნით მისაღები სუსპენზიის მომზადებისთვის:

ბავშვის სხეულის მასა* (კგ) ასაკი, წელი დოზა (მლ) х დღეში 2-ჯერ დოზა კლარითრომიცინის მგ-ში

х დღეში 2-ჯერ

125 მგ/5 მლ 250 მგ/5 მლ
8 –11 1– 2 2,5 1,25 62,5
12 – 19 2 – 4 5,0 2,5 125,0
20 – 29 4 – 8 7,5 3,75 187,5
30 – 40 8 – 12 10,0 5,0 250,0

*8 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ბავშვებისთვის დოზა გამოითვლება სხეულის მასიდან გამომდინარე (ორ მიღებად დაყოფილი სხეულის მასის 15 მგ/კგ დღეში გაანგარიშებით).
3 წელზე უმცროს ბავშვებში საავადმყოფოს გარე პნევმონიის მკურნალობისთვის მოცემული პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
თუ თქვენს ბავშვს აწუხებს თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა, ექიმი 2-ჯერ შეამცირებს დოზას, ანუ 7,5 მგ-მდე წონის კგ-ზე დღეში ერთხელ და შეზღუდავს მკურნალობას არაუმეტეს 14 დღიანი ვადით.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა ნებისმიერ შემთხვევაში ექიმის მიერ განისაზღვრება. მკურნალობის ხანგრძლივობა 12 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ 5-10 დღეს შეადგენს. თერაპია უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან არანაკლებ კიდევ ორი დღის განმავლობაში. Streptococcus pyogenes-ით (ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი) გამოწვეული დაავადებების მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს.
 
სუსპენზიის მომზადება
ფლაკონის გასახსნელად უნდა დააჭიროთ ბავშვების მიერ გახსნისგან დამცავ თავსახურზე და შემდეგ მოაბრუნოთ იგი. თუ თქვენ თვითონ ამზადებთ პრეპარატს, შეავსეთ ფლაკონი ორი მესამედით სასმელი წყლით, ენერგიულად შეანჯღრიეთ, ხოლო შემდეგ კიდევ დაამატეთ წყალი ზუსტად ფლაკონზე აღნიშნულ ნიშნულამდე და ისევ კარგად შეანჯღრიეთ.
მზა სუსპენზია არის თეთრი ან ჩალისფერი.
ყოველი მიღების წინ ფლაკონის შიგთავსი უნდა შეანჯღრიოთ!
მოცემულ სამკურნალო პრეპარატს თან ახლავს 5 მლ-იანი საზომი კოვზი პერორალური დოზირებისთვის 1,25 მლ, 2,5 მლ და 5 მლ ნიშნულებით ან დოზირების შპრიცი (5 მლ).
საზომი კოვზის ან დოზირების შპრიცის შიგთავსი ფრთხილად მიეცით ბავშვს, ამასთან დარწმუნდით, რომ ბავშვს ვერტიკალურ მდგომარეობაში აქვს საყრდენი და დაელოდეთ სანამ ბავშვი ჩაყლაპავს წამალს.
მოცემული წამლის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მოცემულ წამალს შეიძლება ჰქონდეს მწარე გემო. შეგიძლიათ ამას თავი აარიდოთ, თუ სუსპენზიის მიღების შემდეგ მაშინვე რაიმეს შეჭამთ ან დალევთ.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ ლეკოკლარი თუ თქვენ (ან თქვენს ბავშვს):
• გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) კლარითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების ან პრეპარატის დამხმარე კომპონენტის მიმართ;
• სისხლის შრატში შემცირებული გაქვთ კალიუმის კონცენტრაცია;
• თუ თქვენ (ან თქვენი ბავშვი) ღებულობთ
– ჭვავის რქის ალკალოიდების წარმოებულს – ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი
– ციზაპრიდს
– პიმოზიდს
– ტერფენადინს ან ასტემიზოლს
– სტატინებს (საშუალებები სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის) – ლოვასტატინი ან სიმვასტატინი
– კოლხიცინს
– ტიკაგრელორს ან რანოლაზინს
– პერორალურ მიდაზოლამს;

• გაქვთ ან გქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები (QT ინტერვალის გახანგრძლივება ან პარკუჭოვანი არითმია, მათ შორის „პირუეტის“ ტიპის);
• გაქვთ ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა.

სიფრთხილის ზომები
მოცემული წამლის მიღების წინ შეატყობინეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შესახებ:
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
• თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევა;
• ალერგია ლინკომიცინის ან კლინდამიცინის (ანტიბიოტიკები) მიმართ, მათ შორის წარსულში;
• გულთან დაკავშირებული პრობლემები (მათ შორის წარსულში);
• სისხლში კალიუმის ან/და მაგნიუმის დაბალი დონე ოდესმე წარსულში;
• შაქრიანი დიაბეტი;
• ორსულობა.

რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ლეკოკლარისა და ტრიაზოლობენზოდიაზეპინების, როგორიცაა ტრიაზოლამი და მიდაზოლამი, ერთდრული გამოყენებისას. QT ინტერვალის გაზრდის რისკის გამო ლეკოკლარი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ გულის იშემიური დაავადების, გულის მძიმე უკმარისობის, ჰიპომაგნიემიის, ბრადიკარდიის (წუთში 50-ზე ნაკლები დარტყმა) მქონე პაციენტებს ან სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას, რომლებიც ახანგრძლივებენ QT ინტერვალს. ლეკოკლარი არ უნდა დაენიშნოთ QT ინტერვალის თანდაყოლილი ან დოკუმენტალურად დადასტურებული შეძენილი გახანგრძლივების ან ანამნეზში პარკუჭოვანი არითმიების მქონე პაციენტებს.
ყოფილა შეტყობინებები კოლხიცინის ტოქსიკურობის განვითარების შესახებ (მათ შორის ლეტალური შედეგით) კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, მათ შორის თირკმლის უკმარისობის ფონზე. კლარითრომიცინისა და კოლხიცინის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა სხვა სტატინებთან კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას.
ლეკოკლარისა და შიგნით მისაღები ჰიპოგლიკემიური საშუალებების (როგორიცაა სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ან/და ინსულინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემიის განვითარება.
თუ მკურნალობის დროს ან მისი დასრულებიდან 2 თვის განმავლობაში გაჩნდა ხანგრძლივი ან მძიმე დიარეა, მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება განვითარდეს ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
ღვიძლის დაზიანების ისეთი ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენისას, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან მუცლის შებერილობა, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ალერგია ლინკომიცინზე ან კლინდამიცინზე.
თუ თქვენ გაქვთ იმის ეჭვი, რომ ლეკოკლარის ხანგრძლივი ან განმეორებითი მიღებისას გაჩნდა ახალი ინფექცია, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს (შესაძლებელია კლარითრომიცინის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუპერინფექციის განვითარება).
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება კლარითრომიცინსა და სხვა მაკროლიდურ პრეპარატებს შორის, ასევე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის. თირკმლების მძიმე დარღვევის მქონე ხანდაზმული პაციენტებისთვის საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია. ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარე იყვნენ პირუეტის ტიპის არითმიის (torsades de pointes) განვითარების მიმართ ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

სხვა წამლების მიღება
შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს იმ შემთხვევაში, თუ იღებთ რაიმე სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით.
ზოგიერთმა წამლებმა, რომელთა მიღება ერთდროულად ხდება, შესაძლოა ზეგავლენა მოახდინონ ლეკოკლარის ეფექტიანობაზე ან/და გვერდით ეფექტებზე და პირიქით. თუ ლეკოკლარის მიღება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებთან ერთდროულად, ექიმი დააკვირდება მათ მოქმედებას და კონცენტრაციას სისხლში დოზის კორექციის ან მკურნალობის (დროებით) შეჩერების მიზნით.

სამკურნალო პრეპარატების ზეგავლენა ლეკოკლარის მოქმედებაზე

შემდეგ წამლებს შეუძლიათ ლეკოკლარის მოქმედების შესუსტება:
• რიფამპიცინი, რიფაბუტინი, რიფაპენტინი (ზოგიერთი ინფექციის მკურნალობისთვის);
• ეფავირენცი, ნევირაპინი (ანტივირუსული პრეპარატები);
• ეტრავირინი;
• ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი (სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც ეპილეფსიის დროს იღებენ);
• კრაზანა.

შემდეგ წამლებს შეუძლიათ ლეკოკლარის მოქმედების გაძლიერება:
• რიტონავირი, ატაზანავირი და საკვინავირი (პრეპარატები ზოგიერთი ვირუსული ინფექციის მკურნალობისთვის);
• ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი).

ლეკოკლარის ზეგავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ლეკოკლარს შეუძლია შემდეგი წამლების მოქმედების გაძლიერება:
• ჭვავის რქის ალკალოიდები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების და შაკიკის დროს) (იხ. „უკუჩვენებები“);
• ალპრაზოლამი, ტრიაზოლამი, მიდაზოლამი;
• ვინბლასტინი;
• დიგოქსინი, ვერაპამილი;
• კარბამაზეპინი;
• კოლხიცინი;
• პერორალური ანტიკოაგულანტები;
• ლოვასტატინი, სიმვასტატინი, ცერივასტატინი, ატორვასტატინი, როზუვასტატინი (იხ. „უკუჩვენებები“);
• მეთილპრედნიზოლონი;
• ომეპრაზოლი;
• პიმოზიდი;
• რიფაბუტინი, რიფაპენტინი;
• სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი;
• საშუალებები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებენ;
• ტეოფილინი;
• ტერფენადინი, ასტემიზოლი (იხ. „უკუჩვენებები“), ცილოსტაზოლი;
• ტოლტეროდინი;
• ფენიტოინი, ვალპროატი;
• ქინიდინი, დიზოპირამიდი;
• ციზაპრიდი (იხ. „უკუჩვენებები“);
• გენტამიცინი, ნეომიცინი;
• ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი.

ლეკოკლარმა შეიძლება შეასუსტოს ზიდოვუდინის მოქმედება, ამიტომ ამ წამლების მიღებას შორის უნდა დაცულ იქნას ოთხსაათიანი ინტერვალი. ამგვარი ურთიერთქმედება აივ-ინფიცირებულ ბავშვებში, რომლებიც ღებულობენ ლეკოკლარის სუსპენზიას ზიდოვუდინთან ან დიდეზოქსიინოზინთან ერთად, არ არსებობს.

ლეკოკლარმა და შემდეგმა წამლებმა შეიძლება ორმხრივად იმოქმედონ:

• ვერაპამილი;
• იტრაკონაზოლი;
• საკვინავირი, ატაზანავირი.

თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ღებულობთ ზემოთ ჩამოთვლილ წამლებს, ასევე ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, ლინკომიცინს, კლინდამიცინს, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

მიაქციეთ ყურადღება
ციზაპრიდის, პიმოზიდის, ასტემიზოლის, ტერფენადინის, ერგოტამინის, დიჰიდროერგოტამინის მიღება ლეკოკლართან ერთად მკაცრად უკუნაჩვენებია მძიმე რეაქციების განვითარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
უკუნაჩვენებია ლეკოკლარის მიღება ზოგიერთ სტატინთან ერთდროულად (მაგალითად, ლავასტატინთან, სიმვასტატინთან). არსებობს იშვიათი შეტყობინებები რაბდომიოლიზის განვითარებასთან დაკავშირებით. ექიმი განიხილავს სტატინის დოზის კორექციას (ატორვასტატინის ან როზუვასტატინის გამოყენება მინიმალურ დოზებში) ან სტატინის დანიშვნას, რომლის მეტაბოლიზმი სხვაგვარად მიმდინარეობს (მაგალითად, ფლუვასტატინი ან პრავასტატინი).
რიფაბუტინისა და ლეკოკლარის ერთდროული დანიშვნისას მომატებულია უვეიტის განვითარების რისკი.
ფლუკონაზოლთან ერთდროული დანიშვნისას ლეკოკლარის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
საკვინავირის (რბილი ჟელატინის კაფსულებში 1200 მგ დღეში სამ ჯერ) და ლეკოკლარის (500 მგ დღეში ორ ჯერ) ერთდროული მიღებისას შეზღუდული დროის განმავლობაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს ლეკოკლარის აივ-პროტეაზას (რიტონავირის, ატაზანავირის) ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას ესაჭიროებათ ლეკოკლარის დოზის კორექცია ამგვარი დარღვევის სიმძიმეზე დამოკიდებულების მიხედვით, ლეკოკლარის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1გ/დღეში.
დოზის ამგვარ კორექციას უტარებენ თირკმლების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს რიტონავირის დანიშვნისას აივ-პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, ატაზანავირის და საკვინავირის ჩათვლით.
ლეკოკლარისა და შიგნით მისაღები შაქრის დამწევი საშუალებების (ნატეგლინიდი, პიოგლიტაზონი, რეპაგლინიდი და როზიგლიტაზონი) ან/და ინსულინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემიის განვითარება. რეკომენდებულია გლუკოზას დონის გულმოდგინე კონტროლი.
ლეკოკლარისა და ვარფარინის ერთდროული დანიშვნისას არსებობს მძიმე სისხლდენების რისკი და საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (სნშ) მაჩვენებლების, ასევე პროთრომბული დროის, მნიშვნელოვანი გაზრდის რისკი, რაც ამ პარამეტრების ხშირ კონტროლს მოითხოვს.
ლეკოკლარის გამოყენება ქინიდინთან, დიზოპირამიდთან, ასტემიზოლთან, პიმოზიდთან, ტერფენადინთან, ციზაპრიდთან ან სხვა მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან ერთდროულად იწვევს გულის რითმის დარღვევებს. ყოფილა შეტყობინებები ჰიპოგლიკემიის შემთხვევების შესახებ კლარითრომიცინისა და დიზოპირამიდის ერთდროული გამოყენებისას.
ლეკოკლარისა და კოლხიცინის ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია. რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ლეკოკლარის და ისეთი ტრიაზოლობენზოდიაზეპინების ერთდროული მიღებისას, როგორიცაა ალპრაზოლამი, ტრიაზოლამი და მიდაზოლამი. ლეკოკლარის და ტრიაზოლამის ერთდროული დანიშვნისას შესაძლებელია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზეგავლენის გაძლიერება (ძილიანობა და გონების დაბინდვა). ისეთი ბენზოდიაზეპინების, როგორიცაა ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი, ლეკოკლართან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ნაკლებად მოსალოდნელია.
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნას კლარითრომიცინი კალციუმის არხების ბლოკატორებთან (მაგალითად, ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი) ერთდროულად. ლეკოკლარისა და ვერაპამილის ერთდროული მიღებისას აღინიშნებოდა ჰიპოტენზია, ბრადიარითმია და ლაქტოაციდოზი.

საკვები
საკვების მიღება ლეკოკლარის მოქმედებაზე ზეგავლენას არ ახდენს.
 
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი წამლის მიღებისას რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი აღწევს დედის რძეში.
პრეპარატის უსაფრთხოება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს დადგენილი არ არის, ამიტომ ლეკოკლარის მიღების დაწყების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მთლიანობაში ლეკოკლარი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავბრუსხვევა (მათ შორის ვესტიბულარული), გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ მოცემული ფუნქციების შესრულებაზე.
მოცემული პრეპარატის თქვენზე ზეგავლენის გარკვევამდე საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ინფორმაცია ლეკოკლარის ზოგიერთი ინგრიდიენტის შესახებ
• ლეკოკლარი შეიცავს 2,4 გ საქაროზას გამოყენებისთვის მზა 5 მლ სუსპენზიაში. ეს უნდა გათვალისწინებულ იქნას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მკურნალობისას. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მოცემული წამლის მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. როგორც წესი, იგი შეადგენს 5-დან 14 დღემდე.

თუ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი ლეკოკლარი, ვიდრე საჭირო იყო
თუ თქვენ შემთხვევით მიიღეთ ან მიეცით თქვენს ბავშვს უფრო მეტი ლეკოკლარი, ვიდრე ექიმმა დანიშნა, ან თქვენი ვარაუდით, თქვენმა ბავშვმა მიიღო წამლის დამატებითი რაოდენობა, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, ან მაშინვე მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ჩანართი ან წამლის შეფუთვა იმისთვის, რომ ექიმმა იცოდეს, თუ რა მიიღო თქვენმა ბავშვმა. ლეკოკლარის დიდი რაოდენობის მიღებამ შეიძლება მუცლის ტკივილი და ღებინება გამოიწვიოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ლეკოკლარის მიღება
თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დაგავიწყდათ ლეკოკლარის დოზის მიღება, მიიღეთ ან მიეცით იგი როგორც კი გაგახსენდებათ. თუ შემდგომი დოზის მიღების დრო ახლოს არის, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და განაგრძეთ წამლის მიღება ჩვეულებრივი სქემით.
არ მიიღოთ და არ მისცეთ ბავშვს იმაზე მეტი დოზა დღეში, ვიდრე ექიმს აქვს დანიშნული. არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

არ შეწყვიტოთ ლეკოკლარის მიღება
არ შეწყვიტოთ მკურნალობა თქვენი შეხედულებისამებრ, მაგალითად, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი თავს უკეთ გრძნობთ. თუ ლეკოკლარის მიღება ძალიან ადრე შეწყდა, ინფექცია შესაძლოა განახლდეს.

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო პრეპარატების მსგავსად ლეკოკლარმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვითარდება. არასასურველი ეფექტების უმეტესობა ჩნდება მსუბუქი ხარისხით და დროებითია.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას, თუ თქვენ გაგიჩნდათ შემდეგი სიმპტომები:
• უეცარი თავბრუსხვევა ან კოლაფსი, გამოხატული ან ქავილის გამომწვევი კანის გამონაყარი – ეს შეიძლება იყოს მძიმე ალერგიური რეაქციის ნიშანი;
• შეციება, გახშირებული გულისცემა, არტერიული წნევის დაქვეითება, სახის შეშუპება, გამონაყარი ჭინჭრის ციების ტიპის მიხედვით, ხორხის შეშუპება (ხმის ხრინწიანობა, ყეფის მსგავსი ხველა, ხმაურიანი სუნთქვა), ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თხევადი განავალი;
• მაღალი ტემპერატურა, ტკივილი კუნთებსა და სახსრებში, თავის ტკივილი, კანის შეწითლება, კანსა და ლორწოვან გარსებზე ბუშტები და ეროზიები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი), წითელი, აქერცვლადი გამონაყარი კანქვეშა ბორცვებით და ბებერებით (მწვავე გენერალიზებული ექზანტემატოზური პუსტულოზი).

რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ გაგივითარდათ მძიმე დიარეა მკურნალობის დროს ან მის შემდეგ.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ხშირი (10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღებინება, საჭმლის მონელების დარღვევები);
• ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების დარღვევა;
• გამონაყარი, მომატებული ოფლიანობა;
• გემოს ცვლილება (მაგალითად, ლითონის ან მწარე გემო პირის ღრუში), სუნის შეცვლა;
• თავის ტკივილი;
• უძილობა.

არახშირი (100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში):
• ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
• კანციდოზი;
• ინფექცია, ვაგინალური ინფექცია;
• ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების რაოდენობის მომატება;
• ალერგიული რეაქციები – ჭინჭრის ციებიდან და მსუბუქი გამონაყარიდან ჰიპერმგრძნობელობის გამოხატულ რეაქციებამდე, ქავილი, ლაქებიანი გამონაყარი;
• ანორექსია, მადის არარსებობა ან დაქვეითება;
• მღელვარება, ნევროზულობა;
• თავბრუსხვევა, ძილიანობა, ტრემორი;
• ვესტიბულარული თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სმენის დარღვევა;
• გაძლიერებული გულისცემა, QT ინტერვალის გახანგრძლივება;
• გასტრიტი, სტომატიტი და გლოსიტი (პირის ღრუს და ენის ანთება), ყაბზობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი;
• ზეგავლენა ღვიძლზე (ღვიძლის ფერმენტების დროებითი მომატება);
• ასთენია;
• კუნთოვანი სპაზმები, კუნთოვანი რიგიდულობა;
• ცხელება;
• ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება.

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით შეფასება შეუძლებელია):
• ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიოედემა;
• ფსევდომემბრანოზული კოლიტი, წითელი ქარი;
• აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, გულის რითმის დარღვევა „პირუეტის“ ტიპის მიხედვით, პარკუჭოვანი ტაქიკარდია;
• მწვავე პანკრეატიტი, ენისა და კბილების ფერის შეცვლა;
• ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, გონების დაბინდვა, დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები, დეზორიენტაცია, ანომალური სიზმრები, მანია;
• გემოს შეგრძნების დაკარგვა, ყნოსვის გაუკუღმართება და დაკარგვა, კრუნჩხვები, პარესთეზია;
• სიყრუე;
• სისხლდენა;
• ღვიძლის უკმარისობა, პარენქიმატოზური სიყვითლე;
• კანის მძიმე დაავადებები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, კანზე წამლისმიერი გამონაყარი, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები, მწვავე გენერალიზებული ექზანტემატოზური პუსტულოზი), ფერიჭამელა;
• მიოპათია, რაბდომიოლიზი;
• საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების გაზრდა, შარდის ფერის შეცვლა, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება;
• თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი.

ყველაზე უფრო ხშირი არასასურველი რეაქციები შიდსით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში და სხვა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში: გულისრევა, ღებინება, გემოს ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მეტეორიზმი, თავის ტკივილი, ყაბზობა, სმენის დარღვევა, შრატში ღვიძლის ფერმენტების მომატება. ასევე, შესაძლებელია ქოშინი, უძილობა და პირის სიმშრალე, სისხლის შარდოვანას აზოტის მომატება, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ანომალურად დაბალი დონეები.

შეტყობინებები არასასურველი რეაქციების შესახებ
თუ თქვენ გიჩნდებათ რაიმე არასასურველი რეაქციები გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლებელი არასასურველ რეაქციებზე, მათ შორის იმ რეაქციებზე, რომლებიც ჩანართ ფურცელში არ არის ჩამოთვლილი. არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინების გზით თქვენ ხელს უწყობთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
 
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი არის შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

მზა სუსპენზია ინახება მჭიდროდ დახურულ ფლაკონში არაუმეტეს 25 оС ტემპერატურაზე 14 დღის განმავლობაში.
სუსპენზიის ყოველი მიღების წინ ფლაკონი გულმოდგინეთ უნდა შეანჯღრიოთ!

გაცემის პირობები გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: SC SANDOZ SRL. რუმინეთი

გაფრთხილება