ლეოკალი

ლეოკალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლეოკალი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა:
ყოველი 5 მლ შეიცავს:
კალციუმის კარბონატი ბფ
რომელიც არის ელემენტარული კალციუმის ექვივალენტური      150 მგ
მაგნიუმის ჰიდროქსიდი ბფ
რომელიც არის ელემენტარული მაგნიუმის ექვივალენტური          25 მგ
თუთიის სულფატის ჰეპტაჰიდრატი ბფ
როემლიც არის ელემენტარული თუთიის ექვივალენტური               4 მგ
ქოლეკალციფეროლი ბფ (ვიტამინი D2)                                      200 სე.

კლინიკური ფარმაკოლოგია:
კალციუმის კარბონატი: კალციუმის კარბონატის მარილი უზრუნველყოფს ატომური კალციუმის მაღალმაჩვენებელს კალციუმის სხვა მარილებთან შედარებით.
მაგნიუმის ჰიდროქსიდი: საჭიროა კალციუმის აბსორბციისთვის
თუთიის სულფატი: ხელს უწყობს ძვლის ძირითადი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ცნობილია როგორც ძვლის მატრიცა.
ქოლეკალციფეროლი: ეხმარება კალციუმის აბსორბციას და უტილაიზაციას

ჩვენებები:
პოსტმენოპაუზალურ ქალებში, კალციუმის და ქოლეკალციფეროლის დეფიციტური მდგომარეობები, ორსულობა და ლაქტაცია.

თერაპიული საჭიროებები:
კალციუმი არის მნიშვნელოვანი მინერალი რომელიც საჭიროა ძვლის
განვითარებისა და შენარჩუნებისათვის. მოზრდილის ორგანზიმი შეიცავს დაახლოებით 1000 გ კალციუმს, რომელთაგან 99% წარმოდგენილია ძვლებში მაშინ როცა დარჩენილი 1% წარმოდგენლია სხვა ქსოვილებში.
კალციუმზე მოთხოვნილება იზრდება შემდეგ შემთხვევბში:
•ძვლის ზრდის პერიოდი ბავშვობაში.
•ორსულობა, ძვლის განვითარება ახალშობილებში.
•ლაქტაცია, იმდენად რამდენადაც დედის რძე შეიცავს კალციუმის დიდ რაოდენოაბას.
•მენოპაუზა, იმდენად რამდენადაც ძვალი კარგავს ესტროგენის დაცვით აქტივობას და მიდრეკილია მსხვრევადობისკენ.
•ხანდაზმული ასაკის ოსტეოპოროზი, რომ დაცული იყოს ძვლები კალციუმის დეფიციტისგან.
კალციუმი საჭიროა კარდიალური ფუნქციისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, ნერვული აქტივობისთვის, სისხლის კოაგულაციისთვის და უჯრედული მემბრანების სტრუქტურული მთლიანობის შესანარჩუნებლად. კალციუმის პლაზმაკონცენტრაცია ნარჩუნდება ნორმალურ მაჩვენებლზე კალციუმის მეტაბოლიზმის მაკონტროლებელი სამი ენდოკრინული ფაქტორით. ესენია: ა) პარათირეოიდული ჰორმონი, ბ) კალციტონინი, გ) ქოლეკალციფეროლი. კალციუმი, რომელიც პლაზმაში დაკავშირებულია ალბუმინთან, არის კომპექსირებული ანიონებთან   (მაგ:ფოსფატი) და როგორც დიფუზიური იონური კალციუმი. ფიზიოლოგიურ ეფექტებზე ზეგავლენას ახდენს იონური კალციუმი. კალციუმის პრედომინანტური წყარო არის რძის პროდუქტები და დღიური მიღება მერყეობს 200-2500 მგფარგლებში.
დღიური მოთხოვნილება კალციუმზე:
URSDA (ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რეკომენდირებული სადღეღამისო
რაციონი)
ბავშვები:                             1-18 წელი        800 მგ
ახალგაზრდები:                  18-24 წელი         1200 მგ
მოზრდილები:                    25-50 წელი          800 მგ
+51 წელი
ქალები    ორსულები და მეძუძური:            1200 მგ

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, თირკმლის კონკრემენტები, ჰიპოფოსფატემია.

სპეციალური სიფრთხილის ზომები:
თირკლმის უკმარისობის ტერმინალური სტადია და ჰიპოპარათიროიდული პაციენტები

გვერდითი ეფექტები:
ანორექსია, გულისრევა და ღებინება.

დოზირება:
მოზრდილები: 10 მლ დღეში ორჯერ
ბავშვები: 5 მლ დღეში ორჯერ.

მიღების გზები: ორალური

შენახვის წესი: ინახება გრილ და ბნელ ადგილას. გამოყენებამდე შენაჯღრიეთ.
შეფუთვა: 120 მლ მოცულობის ფლაკონები
მწარმოებელი: M/s Ajanta Pharma Limited, ინდოეთი

გაფრთხილება