ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი)

ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლეპტოსპერმუსანი წვეთები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: 1 მლ Leptospermium scoparium D1-ს; HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევები
– ანთება, როგორიცაა სამწვერა ნერვის ნევრალგია, ირიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა გაცივება, ხმის ჩახლეჩა
– ზოგადი დამამშვიდებელი მიზნით, ძილის დარღვევები
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, პილოროსპაზმი, ყაბზობა, კოლიტები

თვისებები
ველური სახეობის Leprospermium scoparium-ი ანუ `მანუკა~, ჩაის ხე ახალ ზელანდიაში მზარდი ბუჩქია, რომელიც ცნობილი გახდა პოლინეზიის სამკურნალო წამლების არსენალიდან. ფოთლები, ქერქი და თესლისგან დამზადებული პრაპარატები გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების, უპირველესად კი დიზენტერიისა და დიარეის სამკურნალოდ. სხვა მურტისებრი მცენარეების მსგავსად, Leprospermium scoparium-ი შეიცავს ანტიბაქტერიული
თვისებების მქონე ეთერზეთებს. არსებობს მონაცემები კომპონენტ Leptospermon-ის ანტიჰელმინთური თვისებების შესახებ. სხვა ფარმაკოლოგიური აქტიური კომპონენტები ისეთი მთრიმლავი ნივთიერებებია, როგორიცაა უჩვეულო ფლავონოიდები.

მიღების წესი და დოზირება
მწვავე შემთხვევებში მიიღება 5 წვეთი ყოველ 30-60 წუთში ერთხელ, დღეში არაუმეტეს 12-ჯერ.
მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი 1-3-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმის და ღვიძლის დაავადებების დროს Leptospermusan წვეთების, შემადგენლობაში სპირტის შემცველობის გამო, მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ მითითებები შეიცავს 70 % სპირტს (ეთანოლს)

გამოშვების ფორმა:
წვეთები 30 მლ

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი კომპანია:
SANUM. გერმანია

გაფრთხილება