ოქსიფორი / OXYPHOR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): Kalium Chloricum D4

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
კალიუმ ქლორიკუმი D4, სტაბილიზატორი: ნატრიუმის ჰიდროქსიდის 0,1% ხსნარი
ჩვენებები
ეს არის ფართო გამოყენების ჰომეოპათიური საშუალება, რომელიც გამოიყენება როგორც სიმპტომატური საშუალება ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) შესამცირებლად სხვადასხვა სახის პათოლოგიის დროს:
– ვეგეტო-ვასკულარული დისტონია;
– გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
– საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია, მათ შორის სტომატიტების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ეთიოლოგიის ანთებითი მოვლენების დროს;
– ორსულთა ტოქსიკოზი;
– ინფიცირებული ჭრილობები და გამონაყარი (გარეგანი გამოყენება)
მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად -5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში ჭამის წინ 15-30 წუთით ადრე 3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსი მეორდება 2 კვირიანი ინტერვალის შემდეგ.
გარეგანი გამოყენება – საფენები ხსნარის სახით: 5 წვეთი გახსნილი ნახევარ ჭიქა წყალში დღეში 2-3 ჯერ.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი
უკუჩვენება
პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა 2 წელი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ბიოფარმი-L, საქართველო

გაფრთხილება