პაბი-დექსამეტაზონი

პაბი-დექსამეტაზონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პაბი-დექსამეტაზონი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დექსამეტაზონი/dexamethasone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალებები პერორალური გამოყენებისათვის

შემადგენლობა
1 ტაბ.
დექსამეტაზონი………… 0,5მგ
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

1 ტაბ.
დექსამეტაზონი………… 1მგ
დამხმარე ნივთიერება:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დექსამეტაზონი – თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სინთეზური ჰორმონია, გლუკოკორტიკოსტეროიდების ჯგუფიდან, შიგნით მისაღებად, გახანგრძლივებული და ძალიან ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და იმუნოდეპრესიული მოქმედებით.

ჩვენებები
დაავადებები, რომლებიც რეაგირებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობაზე. დამატებითი თერაპიის სახით თავის ტვინის შეშუპების მკურნალობისას.

მიღების წესები და დოზები
სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვი, განმეორებით უნდა მიმართოს ექიმს.
დოზები დგინდება ინდივიდუალურად, დაავადების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის გათვალისწინებით.
მოზრდილები: ჩვეულებრივ იღებენ 0,5 მგ-დან 10 მგ-მდე დღე-ღამეში, დაავადების ტიპიდან გამომდინარე. თუ პრეპარატს ხსნიან რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით.
ბავშვები: 0,01მგ-დან 0,1 მგ-მდე სხეულის მასის 1 კილოგრამზე.
სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამის დროს.
სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების გამოტოვების შემთხვევაში:
არ არის საჭირო ორმაგი დოზის მიღება, გამოტოვებული დოზის შევსების მიზნით.
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონით მკურნალობის შეწყვეტა:
თუ სამკურნალოპრეპარატს ხსნიან რამოდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ამის გაკეთება საჭიროა თანდათანობით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა მიღებამ და ამ სამკურნალო საშუალებების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება გამოიწვიოს სამკურნალო საშუალების მოხსნის სინდრომი: ცხელება, მიალგია, ართრალგია და ცუდი თვითგრძნობა.
სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების წესი ბავშვებში:
ბავშვებში დექსამეტაზონს იყენებენ სიფრთხილით. გლუკოკორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება.
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
სამკურნალო საშუალების აუცილებელია სიფრთხილით დაინიშნოს პაციენტებში ღვიძლის და (ან) თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
სამკურნალო პრაპარატის პაბი-დექსამეტაზონის გამოყენება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში:
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი მიიღება ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ხანდაზმულ პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება უფრო მეტად იყოს გამოხატული, განსაკუთრებით ეს ეხება ოსტეოპოროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, ჰიპოკალემიას (სისხლში კალიუმის კონცენტრაციის დაქვეითება), შაქრიან დიაბეტეს, ინფექციებისადმი მიდრეკილებას და კანის განლევას.

გვერდითი მოვლენები
პაბი-დექსამეტაზონმა, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებებმა, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე არასასურველი მოვლენის განვითარებისას, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ:
ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სეკრეციის დარღვევები, ზრდის შეფერხება ძუძუზე მყოფ ბავშვებში და მოზარდებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამენორეა, კუშინგის სინდრომი, ჰირსუტიზმი (ქალებში მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა), ნახშირწყლებისადმი დაქვეითებული ტოლერანტობა, ინსულინის და ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისადმი მოთხოვნის მომატება, ნაადრევი ოსიფიკაცია.
მეტაბოლიზმის და ალიმენტაციის დარღვევა:
სხეულის მასის მომატება, აზოტის და კალიუმის უარყოფითი ბალანსი, მადის მომატება, ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემიური ალკალოზი. დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
იმუნიტეტის დაქვეითება და ინფექციების მიმდინარეობის გამწვავება, მათი კლინიკური სიმპტომების დათრგუნვით, მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციები, არააქტიური ტუბერკულოზის რეციდივები, ვაქცინებზე და კანის ტესტებზე დაქვეითებული პასუხი, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსია, ალერგიული დერმატიტის, ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება.
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ოსტეოპოროზი, ხერხემლის მალების და ლულოვანი ძვლების მოტეხილობები, ძვლების ნეკროზი, მყესების გაგლეჯა, კუნთების სისუსტე.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
კრუნჩხვები, ეპილეფსიის გამწვავება, ქალას შიდა წნევის მომატება და მოგრძო ტვინის შეშუპება (თავის ტვინის ფსევდოსიმსივნე), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება.
ფსიქიკური დარღვევები:
აფექტური დარღვევები (გაღიზიანებადობა, ეიფორია, დეპრესია და ხასიათის ლაბილურობა, სუიციდალური აზრები), ფსიქიური რეაქციები (მანია, ჰალუცინაცია, ბოდვა, შიზოფრენიის გამწვავება), ქცევითი დარღვევები, ნევროზულობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, კონგიტიური ფუნქციის დარღვევა (დეზორიენტაცია, ამნეზია).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ:
უკანა კაფსულისქვეშა კატარაქტა, მომატებული თვალის შიდა წნევა, გლაუკომა, მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება, ეკზოფთალმი, რქოვანას და სკლერის განლევა, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებების გამწვავება.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
დისპეფსია, კუჭის პეპტიური წყლული პერფორაციის და სისხლდენის საშიშროებით, მწვავე პანკრეატიტი, სოკოვანი ინფექციები, წყლულოვანი ეზოფაგიტი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება. დარღვევები კანის საფარის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
ჭრილობის შეხორცების შენელება, ექხიმოზები, კანის განლევა, პეტექიები და ჰემორაგიები, ერითემა, სტრიები, ფერიმჭამელები, ოფლისდენის გაძლიერება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე:
ლეიკოციტოზი (სისხლში ლეიკოციტების შემცველობის მომატება), სლოკინი, ცუდი თვითგრძნობა. ცვლილებები გულის მხრივ:
თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის გაგლეჯა, არტერიული ჰიპერტენზია.
ზოგიერთ პირს, სამკურნალო საშუალებისს პაბი-დექსამეტაზონის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა არასასურველი მოვლენები.
სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის აქ ჩამოთვლილი, აუცილებელია აცნობოთ ექიმს.

უკუჩვენება
სამკურნალო საშუალების პაბი-დექსამეტაზონი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში:
– მომატებული მგრძნობელობა დექსამეტაზონის ან სამკურნალო საშუალებისს რომელიმე კომპონენტის მიმართ
– სისტემური ინფექციები, თუ არ გამოიყენება ინფექციის საწინააღმდეგო თერაპია. – “ცოცხალი ვაქცინებით” იმუნიზაცია.

პრეპარატი პაბი-დექსამეტაზონი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ
თერაპიული მიზნით საჭიროა დექსამეტაზონის მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. მისი დოზის შემცირება უნდა მოხდეს თანდათანობით. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღებისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ფსიქიური დარღვევები ეიფორიით, უძილობით, ხასიათის ცვლილებით, მძიმე დეპრესიით დაწყებული, ფსიქოზურ სიმპტომებამდე. აუცილებელია აცნობოთ ექიმს იმის შესახებ, თუ აღებიშნება პაციენტს, ან მის ახლო ნათესავს ემოციური ლაბილობა, ფსიქიური დარღვევები ან ანამნეზში ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია ან მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დაავადებების თანმხლები სიმპტომები გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებით შესაძლოა გაღრმავდეს.

გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძლოა შენიღბონ ანთების სიმპტომები და მათი მიღების პერიოდში შეიძლება განვითარდეს ახალი ინფექციები. გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების პერიოდში შეიძლება დაქვეითდეს ინფექციისადმი წინააღმდეგობის და მისი ლოკალიზაციის უნარი.

პაციენტებში, რომლებიც გადიან პრედნიზოლონით მკურნალობის კურსს, არ შეიძლება ცოცხალი ვაქცინებით იმუნიზაციის ჩატარება (მაგ. ყვავილი, წითელა), ნევროლოგიური დარღვევების განვითარების რისკის და იმუნიზაციის არაეფექტურობის გათვალისწინებით.

აუცილებელია აცნობოთ ექიმს გადატანილი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითელა, ჩატარებული აცრების, ასევე ზემოთ აღნიშნული დაავადებით შესაძლო დაინფიცირების შესახებ. დექსამეტაზონის მიღების დროს აუცილებელია თავი აარიდოთ კონტაქტს ვირუსულ დაავადებებთან (ყვავილი, წითელა), განსაკუთრებით თუ თქვენ არ გაქვთ გადატანილი ეს დაავადებები წარსულში.
გლუკოკორტიკოსტეროიდებმა შესაძოა გამოიწვიონ ლატენტური ამებიაზის აქტივაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეს გამოჩენაა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შემდეგი დაავადებების არსებობისას (უნდა აცნობოთ ექიმს მათ შესახებ დექსამეტაზონის მიღების დაწყებამდე):
– ოსტეოპოროზი (მომატებული რისკი ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში),
– ჰიპერტენზია ან გულის შეგუბებითი უკმარისობა,
– მძიმე ფსიქიური დაავადებები (განსაკუთრებით პოსტსტეროიდული) ამჟამად ან ანამნეზში,
– შაქრიანი დიაბეტი (ან შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი),
– ტუბერკულოზი ანამნეზში,
– გლაუკომა (ან გლაუკომის ოჯახური ანამნეზი),
– კუნთების სისუსტე, რომელიც გამოწვეულია გლუკოკორტიკოსტეროიდებით ანამნეზში,
– ღვიძლის უკმარისობა,
– თირკმლის უკმარისობა,
– ჰიპოთირეოზი,
– ეპილეფსია,
– კუჭის ლორწოვანის დაწყლულება,
– შაკიკი,
– ზრდის სეფერხება,
– ზოგიერთი ჰელმინთური დაავადებები.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნისას მიოკარდიუმის ინფარქტის ახლო წარსულში გადატანის შემდეგ.
გლუკოკორტიკოსტეროიდების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები, ისეთები, როგორიცაა ყიის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით პაციენტებში ანამნეზში ალერგიით.
აუცილებელია მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ მოყვანილი გაფრთხილებები ეხება სიტუაციებს, რომელსაც ადგილი ქონდა წარსულში.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალებისს მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. სამკურნალო საშუალების შეიძლება დანიშნული იყოს ორსულობისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ ზიანს. იმ დედების ბავშვებზე, რომლებიც იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს ორსულობისას, აუცილებელია დაკვირვება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის განვითარების შესაძლო რისკის გამო.
ძუძუთი კვება:
ნებისმიერი სამკურნალო საშუალებისს მიღებამდე, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. გლუკოკორტიკოსტეროიდები გამოიყოფა დედის რძეში და შეიძლება შეანელოს ზრდა, გლუკოკორტიკოსტეროიდების ენდოგენური სეკრეცია და გამოიწვიოს სხვა არასასურველი მოვლენები. დედებმა, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს გლუკოკორტიკოსტეროიდებით, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
პაბი-დექსამეტაზონი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
სამკურნალო საშუალების ჩვეულებრივ არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. გამოიყენება სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
სამკურნალო საშუალების დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას,
აუცილებელია სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა სამკურნალო საშუალებისს შესახებ, რომელსაც იღებთ უკანასკნელ პერიოდში, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებსაც იღებთ რეცეპტის გარეშე.
დექსამეტაზონის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან:
– ფენიტოინი, კარბამაზეპინი, პრიმიდონი, ფენობარბიტონი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
– რიფამპიცინი, რიფაბუტინი (ანტიბიოტიკები),
– ანტაციდური საშუალებები, განსაკუთრებით მაგნიუმის სილიკატის შემცველი (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება კუჭის დაავადებისას),
– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, მათ შორის ინსულინი,
– ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებები და დიურეტიკები,
– რიტონავირი, ინდინავირი ან საკვინავირი (ვირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ),
– მეტოტრექსატი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება სიმსივნური და ინფექციური დაავადების სამკურნალოდ),
– ესტროგენის და პროგესტერონის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივები,
– კუმარინის წარმოებული ანტიკოაგულანტები (აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი),
– კალიუმის კონცენტრაციის დამაქვეითებელი სამკურნალო საშუალებები,
– აცეტაზოლამინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად გლაუკომის, ეპილეფსიის სამკურნალოდ),
– ეფედრინი (სამკურნალო საშუალების, რომელიც გამოიყენება ძირითადად ადგილობრივად, სისხლძარღვების შესავიწროვებლად ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების დროს).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 1 მგ ტაბლეტი მინის ფლაკონში №20

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: ადამედი (ADAMED (POLFA PABIANICE)), პოლონეთი

გაფრთხილება