პანკრეოფრიკი გრანულები – PANKREOFRIK granules

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა: 1 საზომი კოვზი (2 გ)   შეიცავს: 172 მგ პანკრეატინს (6500 ლიპაზა, 5500 ამილაზა, 400 მ. ე. პროტეაზა) და 80 მგ დიმეთილპოლისილოქსანი 310 მგ სილიკონის მშრალ ფხვნილში.
დამხმარე ინგრედიენტები: ფორთოხლის ესენცია, საღებავი FDC ყვითელი 6, ნატრიუმის სახარინი, ასპარტამი, გლუკოზა, შაქრის ფხვნილი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პანკრეოფრიკი ფერმენტული საშუალებაა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ პანკრეასულ ფერმენტებს: ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზები, რომლებიც ხელს უწყობენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მონელებას, რაც განაპირობებს მათ სრულ შეწოვას წვრილი ნაწლავებიდან. დიმეთილპოლისილოქსანი თავის მხრივ წარმოადგენს შენაერთს, რომელიც ინერტულია ჰაერის, წყლის, მჟავეების და ფუძეების მიმართ.
არ იხსნება წყალში და შრატში, ასევე არ არღვევს ნაწლავური ფერმენტების ფუნქციას. ქიმიურად აქტიური და ფარმაკოლოგიურად ინერტული დიმეთილპოლისილოქსანი ხელს უწყობს აირების წარმომქმნელი პროცესების ლიკვიდაციას და არ რეაბსორბირდება ნაწლავებში.
ჩვენებები:
კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭისა და ნაწლავების დაავადებები, რომელთაც თან სდევს ჭარბი აირების წარმოქმნა;
ჩივილები ჭარბი აირების წარმოქმნაზე პოსტოპერაციულ პერიოდში; რომხელდის სინდრომი;
კუჭ – ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნის პროცესის ლიკვიდაცია მუცლის ღრუს ორგანოების მოსამზადებლად რენტგენოლოგიური გამოკვლევებისათვის.
უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ცილების და ცილოვანი ფერმენტების მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციებს (ცემინებას, ცრემლდენას ან კანის ჰიპერემიას).
სიფრთხილის ზომები:
ბავშვებში გამოყენებისას რეკომენდებულია მისი შერევა წვენებში, ჩაიში ან წყალში და მიღება ჭამის დროს. ორსულობის დროს პრეპარატი არ გამოიყენება მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე.
გვერდითი ეფექტები:
გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები (ცემინება, ცრემლდენა ან კანის გამოშრობა). პირის ღრუში და ანალურ არეში წვის შეგრძნება ბავშვებში. დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერურიკემია და ჰიპერურიკოზურია.
გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებში – 1-2 პაკეტი (2-4 გ) გახსნილი   წყალში ჭამის დროს.
ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 – 1 პაკეტი (1-2 გ) გრანულები გახსნილი თბილ ან ცივ წყალში.
რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მოსამზადებლად, აირების წარმოქმნელი შესაძლო პროცესის სალიკვიდაციოდ 2 დღის განმავლობაში ინიშნება 2 პაკეტი (4 გ) 3-4- ჯერ დღეში. ასევე, გამოკვლევის დღეს დილით უზმოზე 2 პაკეტი (4 გ)
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე 250C – ის ქვემოთ.
შენახვის ვადა: 2 წელი
გამოშვების ფორმა: გრანულები 2 გ №22 პაკეტი
აფთიაქიდან გაცემის წესი:  გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი: Yeni Ilac ve Hammaddeleri Sanayi ა. შ., თურქეთი.

გაფრთხილება