პანტარონი / PANTARON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პანტოპრაზოლი / pantoprazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები

რა
არის პანტარონი 40 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება
პანტარონი 40 მგ ტაბლეტები წარმოდგენილია გასტრორეზისტენტული ტაბლეტების სახით 14 ან 28 გასტრორეზისტენტული ტაბლეტის შემცველ შეფუთვებში. ტაბლეტები არის თეთრი ფერის,  მრგვალი,  შემოგარსული.
პანტოპრაზოლი მიეკუთვნება პროტონის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ კუჭის მჟავას სეკრეციის შემცირების გზით.
პანტარონი 40 მგ ნაჩვენებია კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, საშუალო და მძიმე ხარისხის კუჭის რეფლუქს ეზოფაგიტის,  H. პყლორი-თ გამოწვეული წყლულის (როდესაც გამოიყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში) და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ,  რომლის დროსაც აღინიშნება კუჭის მჟავას სეკრეციის მნიშვნელოვანი მომატება, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

პანტარონი 40 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტების მიღებამდე
არ მიიღოთ პანტოპრაზოლი 40 მგ:
თუ გაქვთ ალერგია პანტოპრაზოლის,  ამავე ჯგუფის ნებისმიერი პრეპარატის ან ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
H. პყლორი-ს სამკურნალოდ დანიშნულ ანტიბიოტიკებთან ერთად, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის საშუალო ან მძიმე ხარისხის დარღვევა.
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე პანტარონი 40 მგ-ს მიღებისას:
კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს,  თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება,  ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შესაბამისად კორექცია.
თუ იმყოფებით გრძელვადიან მკურნალობაზე,  განსაკუთრებით,  თუ მკურნალობთ ერთ წელზე მეტი ხანია,  აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტი და გამოკვლევების ჩატარება.
პანტარონი 40 მგ-ს მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ამ პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს აბსორბცია,  რეკომენდებულია მისი მიღება ჭამის წინ.
პანტოპრაზოლით ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება დააქვეითოს B12 ვიტამინის აბსორბცია.

გამოყენება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ამ პრეპარატის მიღებამდე,  უთხარით ექიმს,  თუ ხართ ორსულად,  თუ ფიქრობთ,  რომ შეიძლება დაორსულდეთ ან თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს. ექიმი განსაზღვრავს მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი.

გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს პანტოპრაზოლის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება,  ამიტომ მისი გამოყენება პაციენტების ამ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

ცნობილი არ არის ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ეფექტების შესახებ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პანტარონი 40 მგ-ს ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
ეს პრეპარატი არ შეიცავს გლუტენს.

სხვა პრეპარატების მიღება:
უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს,  თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა პრეპარატს,  მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემს.
პანტარონი 40 მგ-მ შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის აბსორბციაზე კუჭის მჟავიანობის შემცირების გამო, რომლის მიმართაც ზოგიერთი პრეპარატი სენსიტიურია,  მაგალითად კეტოკონაზოლი.
უთხარით ექიმს, თუ იღებთ ანტიკოაგულანტურ პრეპარატებს, როგორიცაა ვარფარინი ან ფენპროკუმონი, ვინაიდან ექიმმა შეიძლება გადაწყვტოს დამატებითი ანალიზების ჩატარება.

როგორ მიიღება პანტარონი 40 მგ
დაიცავით ეს ინსტრუქციები, თუ ექიმი სხვა დანიშნულებას არ მოგცემთ.
არ დაგავიწყდეთ პრეპარატის მიღება.
ექიმი გეტყვით,  თუ რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ პანტარონი 40 მგ. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება ნაადრევად იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ,  ვინაიდან ეფექტური შედეგის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
პანტარონი 40 მგ გასტრორეზისტენული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, არ შეიძლება მათი დაღეჭვა ან გატეხვა, ტაბლეტები უნდა მიიღოთ ცოტაოდენი წყლის მიყოლებით,  ჭამამდე.
პანტარონი 40 მგ ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი (40მგ) დღეში ერთხელ, საუზმემდე 1 საათით ადრე. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 2 ტაბლეტამდე (80 მგ), რასაც გადაწყვეტს ექიმი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში.
თუ დანიშნული გაქვთ 2 ტაბლეტი,  ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოთ საუზმემდე 1 საათით ადრე, ხოლო მეორე საღამოს საკვების მიღებამდე.
H. პყლორი-სთან ასოცირებული წყლულის სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზა 1 ტაბლეტი პანტარონი 40 მგ მიიღება ექიმის მიერ დანიშნული სხვა პრეპარატების დოზებთან ერთად.
კუჭის მჟავას სეკრეციის მომატებით არსებული დაავადების გრძელვადიანი მკურნალობისათვის, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, რეკომენდებული დოზა დასაწყისში შეადგენს 2 ტაბლეტს (80 მგ) დღეში. მოგვიანებით,  ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის მომატება ან შემცირება კუჭის მჟავას სეკრეციის შემოწმების შემდეგ.
თირკმლის ან ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტები და ხანდაზმული პაციენტები:
დოზას განსაზღვრავს ექიმი.
თუ მიგაჩნიათ, რომ პანტარონი 40 მგ-ს მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი პანტარონი 40 მგ, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
ჭარბი დოზის მიღების ან შემთხვევით მიღებისას,  დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსახურს,  თუმცა,  დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს,  თან იქონიეთ ინსტრუქციის ფურცელი.

თუ დაგავიწყდათ პანტარონი 40 მგ-ს მიღება:
დოზა მიიღეთ,  როგორც კი გაგახსენდებათ და მომდევნო დღიდან გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის მიერ დანიშნული განრიგით.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა ცალკეული გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც სხვა პრეპარატემბა,  პანტარონი 40 მგ-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია) და/ან თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია).
კუჭ-ნაწლავური დარღვევები:
ხშირი: კუჭ-ნაწლავური დარღვევები, როგორიცაა  ტკივილი მუცლის ზედა მხარეში, დიარეა, ყაბზობა და მუცლის შებერილობა.
იშვიათად: გულისრევა. პირის სიმშრალე
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი
იშვიათად: თავბრუსხვევა და ვიზუალური დარღვევები (მხედველობის დაბინდვა).

დარღვევები კანის მხრივ:
იშვიათად: ალერგიული რეაქციები,  როგორიცაა ქავილი და კანზე გამონაყარი.

ძალიან იშვიათი: ჭინჭრის გამონაყარი, ანგიოშეშუპება (სახის, ენის, ტუჩებისა და ყელის შეშუპება ყლაპვის და/ან სუნთქვის გაძნელებით), კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა მრავალფორმიანი ერითემა,  სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი და ფოტოსენსიტივობა.

დარღვევები ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების მხრივ:
ძალიან იშვიათი: ღვიძლისმიერი ფერმენტების მომატება (ტრანსამინაზების,  ᵧ-Gთ).
იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანება, როგორიცაა სიყვითლე (კანის გაყვითლება) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ან მის გარეშე.

ჩონჩხკუნთოვანი დარღვევები:
იშვიათი: სახსრების ტკივილი.
ძალიან იშვიათი: კუნთების ტკივილი.
ფსიქიკური დარღვევები:
ძალიან იშვიათი: დეპრესია.
ზოგადი დარღვევები:
ძალიან იშვიათი: ცხელება და სითხის შეკავება (პერიფერიული შეშუპება).
მეტაბოლური დარღვევები
ძალიან იშვიათი: ტრიგლიცერიდების დონეების მომატება.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი.
დარღვევები თირკმლისა და საშარდე ტრაქტის მხრივ:
ძალიან იშვიათი: ინტერსტიციალური ნეფრიტი (თირკმლის ანთება).
რომელიმე აღნიშნული გვერდითი ეფექტის განვითარებისას,  მიმართეთ ექიმს,  რომელიც გადაწყვეტს გააგრძელოს მკურნალობა თუ არა.
თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციის ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პანტარონი 40 მგ ტაბლეტების შენახვა
პანტარონი 40 მგ ტაბლეტები ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
ვარგისიანობის ვადა:
ეს პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 40 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტი N28
შეფუთვის სხვა ფორმები: პანტარონი 20 მგ გასტრორეზისტენტული ტაბლეტები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Laboratorios Alter S.A ესპანეთი

გაფრთხილება