პარაზიმინი

პარაზიმინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პარაზიმინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა
•           ყვითელი კოჭა (Turmeric root) -120 მგ
•           კოჭა (Ginger root) – 80 მგ
•           მწარე აბზინდა (Wormwood)- 50 მგ
•           ნიორი (Garlic) -25 მგ
•           ასფურცელა (Tansy) – 35 მგ
•           გრეიფრუტის თესლი  (Grapefruit seeds)… – 40 მგ
•           შავი კაკლის ფოთოლები (Black walnut leaves) – 30 მგ
•           გოგრის  თესლი  (Pumpkin  seeds) – 30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაზიმინი ეფექტურია ნებისმიერი ჰელმინთების, მათი კვერცხების და პროტოზოული ინვაზიის მიმართ. მასში შემავალი უნიკალური შემადგენლობა გარდა ანტიპარაზიტული და ანტიჰელმინთური   მოქმედებისა, განაპირობებს პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორულ, ნაღვლმდენ, სპაზმოლიზურ ეფექტს, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის  სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის გააქტიურებას.
ყვითელი კოჭა (Turmeric root) – შეიცავს დიდი რაოდენობით  ეთერზეთებს და კურკუმინს, რაც განაპირობებს მის ანტიჰელმინთურ და ანტიპროტოზოულ მოქმედებას. ყვითელ კოჭას  ახასიათებს   ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიმიკრობული და სპაზმოლიზური მოქმედება. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნაწლავის მოტორიკას.
კოჭა (Ginger root)- კოჭაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ხასიათდება  ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, ცხოველური ტოქსინების გამანეიტრალებელი, იმუნომოდულაციური მოქმედებით. ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ჰელმინთების მკვდარი ფორმების გამოდევნას. გარდა ამისა ახასიათებს  ტკივილგამაყუჩებელი, ანტიჰისტამინური და ჰეპატოპროტექტორული   მოქმედება.
მწარე აბზინდა (Wormwood)- ხასითდება ანტიჰელმინთური  და ანტიპროტოზოული მოქმედებით. აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელების პროცესს.  ახასიათებს  ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, ჰეპატოპროტექტორული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ნიორი (Garlic)- მდიდარია ფიტონციდებით (განსაკუთრებით ალიცინი), ხასიათდება ძლიერი ანტიპარაზიტული, ანტიმიკრობული, ანტივირუსული  მოქმედებით. ნიორი ცნობილია ტოქსინების გამანეიტრალებელი თვისებებით.
გრეიფრუტის თესლი (Grapefruit seeds)- მასში შემავალი ეთერზეთები ხასიათდება ანტიჰელმინთური და იმუნომოდულაციური მოქმედებით. გრეიფრუტს ახასიათებს ძლიერი ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული და ანტიმიკოზური მოქმედება.   ასევე გააჩნია ჰეპატოპროტექტორული, ტოქსინების გამანეიტრალებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და პრობიოტიკული მოქმედება.
ასფურცელა (Tansy) ასფურცელას ყვავილედი  ხასიათდება ძლიერი  ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო  და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით. ასფურცელაში შემავალი ეთერზეთები  იწვევენ საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გააქტიურებას, მონელების პროცესის და მადის გაუმჯობესებას.
შავი კაკლის ფოთოლი (Black walnut leaves)- შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, ორგანულ მჟავებს  და პოლიფენოლურ ნივთიერებებს.   ახასიათებს ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოული,  ანთების საწინააღმდეგო, ჰეპატოპროტექტორული და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
გოგრის თესლი (Pumpkin seeds)- შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტოსტერინებს, ხასიათდება ძლიერი ანტიჰელმინთური   და ანტიპროტოზოული, იმუნომოდულაციური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.

ჩვენებები
• სხვადასხვა ჰელმინთური და პროტოზოული ინვაზიები
• იმუნიტეტის დაქვეითება
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
• შემდგომი დაინფიცირების პროფილაქტიკა

დოზირება და მიღების წესი
1-3 წლამდე ბავშვები- ½ ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;
3-6 წლამდე ბავშვები-1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ;
6-12 წლამდე ბავშვები-1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;
12 წელზე ზემოთ და მოზრდილები- 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მედიკამენტი მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი შეადგენს 2 კვირას. პროფილაქტიკის მიზნით კურსი შეიძლება განმეორდეს წლის განმავლობაში.

უკუჩვენებები
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის   შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები
რადგან პრეპარატს ნატურალური შემადგენლობა აქვს და არ არის ტოქსიური, არ აქვს გამოხატული გვერდითი მოვლენები და ხასიათდება ორგანიზმის კარგი ამტანობით პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, მისი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება ნებადართულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

გამოშვების ფორმა: 500 მგ ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: კომპლიტ ფარმა (COMPLETE Pharma), ფინეთი

გაფრთხილება