პარამოლან C

პარამოლან C. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პარამოლან C აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი, ასკორბინის მჟავა/ paracetamol, ascorbic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სიცხის დამწევი და ანალგეზიური საშუალება

რა არის პარამოლანი® C ?
პარამოლანი® C  არის ანალგეზური (ხსნის ტკივილს) და ანტიპირეტული (აქვეითებს ტემპერატურას) საშუალება, გამოდის ორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის სახით, პაკეტებში.
ყოველი პაკეტი შეიცავს დაახლოებით 3გ ფხვნილს, რომელიც შეიცავს 500მგ პარაცეტამოლს და 250მგ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი  C), აქტიური ნივთიერებების სახით. აქტიურ ნივთიერებებზე დამატებით, ეს მედიკამენტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს (შემავსებლებს): უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, მანიტოლი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ყვითელი  ქინოლონი (E104) ლიმნის თხევადი არომატიზატორი და ნეოჰესპერიდინი.

პარამოლანი® C-ს ყოველი შეფუთვა შეიცავს 20 პაკეტს.

პარამოლანი® C- მახასიათებლები:
თერაპიული დოზებით, პარაცეტამოლს გააჩნია ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედება. პარაცეტამოლს არ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პარაცეტამოლის ანალგეზური მოქმედება უმეტესად პერიფერიულია, ვლინდება მსუბუქი ან საშუალო ტკივილის დროს.
პარაცეტამოლი ეფექტს არ ახდენს ვისცერული წარმოშობის სპაზმურ ტკივილზე. პარაცეტამოლი აქვეითებს ორგანიზმის ტემპერატურას ჰიპერთერმიის შემთხვევაში, მაგრამ მნიშვნელოვანი ეფექტი არ აქვს ნორმოთერმიის დროს.
გარკვეული კვლევები გამოქვეყნდა ასკორბინის მჟავას ან C ვიტამინის როლის შესახებ გაციების პრევენციასა და მკურნალობაში. დამატებით, ეს ვიტამინი ახდენს ასკორბინის მჟავას დეფიციტის პრევენციას.
პროდუქტის ფორმულა – ფხვნილის სახით ერთჯერადი დოზებით უზრუნველყოფს ზუსტ დოზირებას და უკეთეს უსაფრთხოების და ჰიგიენის პირობებს.

რა არის პარამოლანი® C და რისთვის გამოიყენება?
პარამოლანი® C ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობის სიმპტომური მკურნალობისთვის, რასაც ახლავს ცხელება ან ტკივილი, განსაკუთრებით გაციება და გრიპი.
იგი გამოიყენება თავის ტკივილის შემთხვევაში როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

რისი ცოდნა გჭირდებათ პარამოლანი® C- მიღების დაწყებამდე?
არ მიიღოთ პარამოლანი® C
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი:
თუ ხართ ალერგიული მედიკამენტის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. რა რის პარამოლანი C);
თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება ან/და თირკმლის უკმარისობა;
თუ გაქვთ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;
თუ გაქვთ პორფირია ან ღვიძლისმიერი პორფირია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები პარამოლანი® C- გამოყენებისას:
რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი შედარებით არატოქსიკურია.
თუმცა შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები.
პარამოლანი® C სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულის, რესპირატორული, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა ან ანემია (ამ პაციენტებში ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენონ ექიმის მეთვალყურეობით, ხანმოკლე დროით
პარაცეტამოლი სიფრთხილით უნდა გამოიენონ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალკოჰოლიზმი, რადგან Eღვიძლის დაზიანების აღმოცენების ან გაუარესების რისკი უფრო მაღალია ამგვარ პაციენტებში.
არ მიიღოთ პარამოლანი® C ტკივილის მოხსნისთვის 7 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში (მოზრდილები) ან 5 დღეზე დიდხანს ბავშვები), სანამ ამას არ დაგინიშნავთ ექიმი, ინტენსიური და გახანგრძლივებული ტკივილი შეიძლებ საჭიროებდეს სამედიცინო შეფასებას და მკურნალობას.
ეს მედიკამენტი არ მიიღოთ მაღალი სიცხის შემთხვევაში (39ºჩ-ზე მაღალი ტემპერატურა), ცხელების შემთხვევაში, რომელიც გრძელდება 3 დღეზე დიდხანს ან მორეციდივე ცხელების დროს, სანამ ამას არ დაგინიშნავთ ექიმი, რადგან ეს სიტუაცია საჭიროებს სამედიცინო შეფასებას და მკურნალობას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზებს.
პარამოლანი C შეიცავს დაახლოებით 28მგ ნატრიუმს ერთ პაკეტში. ეს უნდა გაითვალისიწნონ პაციენტებმა, რომლებიც იცავენ მარილის შეზღუდულ დიეტას.

ორსულობა და ლაქტაცია
როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატის შემთხვევაში, კითხეთ რჩევა ექიმს პარაცეტამოლის მიღებამდე თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა პარაცეტამოლის უსაფრთხოება ორსულობის დროს. პარაცეტამოლი გამოყოფა ლაქტატში, მაგრამ არა კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.

პარამოლანი®  C- მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად
ზოგადად, პარაცეტამოლი შეიძლება გამოიყენონ სხვა მედიკამენტებთან ერთად. თუმცა მიმართეთ ექიმს პარამოლანი® C-ს მიღებამდე თუ იღებთ შემდეგი მედიკამენტებიდან რომელიმეს:
– მედიკამენტები, რომლებიც შეიცავენ პარაცეტამოლს, სალიცილატებს ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს;
– ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები;
– რიფამპიცინი ან ქლორამფენიკოლი (ანტიბიოტიკები);
– ზიდოვუდინის შემცველი (AAZT) (ანტივირუსული საშუალებები);
– ვარფარინის შემცველი პრეპარატები (ანტიკოაგულანტი);
– ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც აქვეითებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს): რადგან ამ ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აქვეითებს პარაცეტამოლის აბსორბციას, უნდა მოიცადოთ 1 საათი ამ მედიკამენტის მიღების შემდეგ პარაცეტამოლის გამოენებამდე.
თუ თქვენ მოიხმართ ალკოჰოლს დღის განმავლობაში, ღვიძლის დაზიანებების გაუარესების რისკი იზრდება. აქედან გამომდინარე, უნდა მოერიდოთ პარაცეტამოლის რეგულარულ ან ჭარბ გამოყენებას ან ალტერნატიულად თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან მისი მოხმარების დროს.
პარაცეტამოლი შეიძლება მოქმედებდეს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგზე (შარდმჟავა და გლიკემია); აქედან გამომდინარე პაციენტებმა უნდა აცნობონ ექიმს რომ იღებენ (ან ბოლო პერიოდში მიღებული აქვთ) პარამოლანი® C.

ავტომობილის მართვა და მექაზნიმების გამოყენება
ეს მედიკამენტი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

როგორ მიიღება პარამოლანი® C
პარამოლანი® C განკუთვნილია ორალური გამოყენებისთვის, პაკეტის შიგთავსის წყალში გახსნის შემდეგ.
მხოლოდ შესაბამისი მიზეზით და თუ ექიმს სხვანაირად არ აქვს დანიშნული, პარამოლანი  C შეიძლება გამოიყენონ შემდეგნაირად:
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
მოათავსეთ ერთი ან ორი პაკეტის შიგთავსი 1 ჭიქა ცივ ან ცხელ წყალში, 4-ჯერ დღეში (სურვილის შემთხვეაში შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი). საღამოს დოზა შეიძლება მომზადდეს როგორც ტკბილი ცხელი სასმელი.
მაქსიმალური დოზა:
მოზრდილები – 4გ პარაცეტამოლი, ანუ 8 პაკეტი დღეში.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 3გ პარაცეტამოლი ანუ 6 პაკეტი დღეში.
ყურადღება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დოზებს შორის უფრო დიდი ინტერვალების დაცვა.

თუ დაგავიწყდათ პარამოლანი® C- მიღება
რადგან ამ მედიკამენტის მიღების საჭიროება იქმნება ტკივილის ან ცხელების მდგომარეობის დროს, ნაკლებსავარაუდოა რომ მისი მიღება დაგავიწყდებათ. თუმცა ამ შემთხვევაში მიიღეთ მედიკამენტი როგორც კი გაგახსენდებათ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით.
თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ახლოსაა, დაელოდეთ მას და მიიღეთ ჩვეული დოზა, მკურნალობა განაგრძეთ ჩვეულებრივ.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი პარამოლანი® C ვიდრე საჭირო იყო
პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების სიმპტომები პირველი 24 საათის განმავლობაში არის სიფერმკრთალე, გულსირევა, ღებინება, ანორექსია და მუცლის ტკივილი. ღვიძლის დაზიანების განვითარება მოსალოდნელია მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იღებენ 10გ-ს ან უფრო მაღალ დოზას.
მკურნალობა:
ადრეული სიმპტომების არ არსებობის მიუხედავად, პარაცეტამოლით ინტოქსიკაცია მწვაევა, საჭიროებს დაუყოვნებლივ ჰოსპიტალიზაციას. საჭიროა შესაბამისი მკუნრალობდა და დამხმარე ზომები, ინტოქსიკაციის ხარისხის და გასული დროის მიხედვით (აცეტილცისტეინი, კუჭის დაცლა. აქტივირებული ნახშირის მიღება ან/და ჰემოდიალიზი, ფორსირებული დიურეზი და სხვ.)

შესაძლო გვერდითი ეფექტები
რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. თუმცა ხანდახან შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ურტიკარია, ქავილი და შეშუპება. ეს ალერგიული რეაქციები უფრო ხშირად ვითარდება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია სალიცილატების მიმართ. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში მკურნალობა უნდა მოიხსნას. მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებასთან დაკავშირებული სისხლის დარღვევები ვითარდება იშვიათად.
სხვა არასასურველი ეფექტები შემდეგია:
გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.
გაძნელებული ან მტკივნეული შარდვა, შარდის მოცლობის შემცირება, შარდში სისხლის კვალი;
ცხელება, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება), სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.
აგრეთვე აღწერილია ლაიელის სინდრომის და სტივენს-ჯონსონის სინდრომის შემთხვევები.
პრეპარატში მანიტოლის შემცველობა შეიძლება იწვევდეს მსუბუქ საფაღარათო ეფექტს.
თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება ეს მოიცავდეს იმ ეფექტებსაც, რომლებიც ამ ბროშურაში ჩამოთვლილი არ არის.

როგორ ინახება პარამოლანი®
ინახება 15-25°C ტემპერატურაზე,  სუფთა, სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისობის ვადა
2 წელი
როგორც ყველა პრეპარატი, პარამოლანი® C უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
პარამოლანი® C-ს მიღებამდე შეამოწმეთ ვარგისობის ვადა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა: 500 მგ + 250 მგ ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტი N 20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Medinfar, პორტუგალია

გაფრთხილება