პილოკარპინი / PILOCARPIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პილოკარპინი/pilocarpine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები, მ-ქოლინომიმეტური საშუალებები
შემადგენლობა

1მლ
პილოკარპინის ჰიდროქლორიდი…… 20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს მ-ქოლინომიმეტიკს, მეთილიმიდაზოლის წარმოებულს, გააჩნია პირდაპირი მ-ქოლინომიმეტური მოქმედება, თერაპიულ დოზებში ზრდის სანერწყვე, საცრემლე, საოფლე, ნაწლავის ჯირკვლების, პანკრეასის, ასევე სასუნთქი გზების მუკოზური უჯრედების სეკრეციას. ოფთალმოლოგიაში ადგილობრივი გამოყენებისას იწვევს გამოხატულ მიოზს, აკომოდაციის სპაზმს, ამცირებს თვალშიდა წნევას.
ჩვენებები
– პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
– დახურულკუთხოვანი გლაუკომა, მათ შორის დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევა;
დახურულკუთხოვანი გლაუკომის მწვავე შეტევის დროს პილოკარპინი შეიძლება დაინიშნოს, როგორც ცალკე ასევე შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან) კომბინაციაში;
– მიოზის გამოსაწვევად.
მიღების წესები და დოზები
ღიაკუთხოვანი გლაუკომა:
ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ.
დახურულკუთხოვანი გლაუკომა:
ერთი წვეთი დაზიანებულ თვალში დღეში 2-6-ჯერ. მწვავე შეტევის დროს მკურნალობა ინდივიდუალურია და ხორციელდება ექიმ-ოფთალმოლოგის კონტროლის ქვეშ, სტაციონარში.
გვერდითი მოვლენები
პილოკარპინის წვეთები კარგად გადაიტანება პაციენტის მიერ. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები:
– ჩაწვეთების შემდეგ თვალის ხანმოკლე სიწითლე და წვა, მხედველობის დაბინდვა, სიბნელეში ადაპტაციის დარღვევა;
– აკომოდაციის სპაზმი, განსაკუთრებით ახალგაზრდა პაციენტებში, მხედველობის სიმახვილის შემცირება შორ მანძილზე რამოდენიმე საათით, თავის ტკივილი, გაძლიერებული ცრემლდენა;
– იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ბრონქოსპაზმი, ჰიპერსალივაცია, ბრადიკარდია.
უკუჩვენება
პილოკარპინის თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წინა ნაწილის (თვალის ფერადი გარსი, ცილიარული სხეული) ანთების დროს. აგრეთვე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის მიზანშეწონილი გუგების შევიწროება. პილოკარპინი სიფრთხილით გამოიყენება ბადურას ჩამოფცქვნის დროს და ახალგაზრდებში ახლომხედველობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის მოქმედების პოტენციური სარგებლობა დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფისათვის.
განსაკუთრებული მითითებები
კონტაქტური ლინზები:
პილოკარპინი შეიცავს კონსერვანტის სახით ბენზალკონიუმის ქლორიდს, რის გამოც პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ლინზები ამოღებული იქნას თვალებიდან. შემდეგ მათი გამოყენება შესაძლებელია პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთში.
პილოკარპინის თვალის წვეთებმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის სიმახვილის დაქვეითება სიბნელეში. ეს გათვალისწინებული უნდა იქნას ავტომობილის მართვისას, განსაკუთრებით სიბნელეში.
ჭარბი დოზირება
თვალში ჩაწვეთების დროს ნაკლებად სავარაუდოა ჭარბი დოზირება. ჭარბი დოზირების პირველი სიმპტომებია გულისრევა და ბრადიკარდია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პრეპარატი კარგად გადაიტანება ბეტა-ბლოკატორებთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად გლაუკომის სამკურნალოდ.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი. ფლაკონის გახსნიდან – 4 კვირა.
გამოშვების ფორმა: 2% 20მგ/მლ 5მლ თვალის წვეთები ფლაკონში №2
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: პოლფა ვარშავა, პოლონეთი

გაფრთხილება