პიობაქტერიოფაგი

პიობაქტერიოფაგი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პიობაქტერიოფაგი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა:
პრეპარატი პიობაქტერიოფაგი წარმოადგენს სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის), ფსევდომონა აეროგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის (მირაბილის და ვულგარის) ფაგოლიზატების სტერილურ ნარევს. მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა. განისაზღვრება ვიზუალურად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იწვევს Staphylococcus aureus, Streptococcus (სხვადასხვა სახეობის), Escherichia coli (სხვადასხვა სეროტიპის), Pseudomonas aeruginosa, Proteus vulgaris, mirabilis.
ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.

ჩვენება:
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება სამკურნალო – პროფილაქტიკური მიზნით ზემოთ აღნიშნული მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ჩირქოვან – ანთებითი და ენტერალური   ინფექციების დროს.
ცხვირ – ხახის   ინფექციური დაავადებები: შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, რინიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნეუმონია, პლევრიტი;
კანის ინფექციური დაავადებები: ფურუნკულოზი, კარბუნკულოზი, აბსცესები, ჰიდროადენიტები, ღრმა ინფილტრატული და აბსცესური სიკოზები, პიოდერმიტები;
ქირურგიული ინფექციები:   ჩირქოვანი ჭრილობები, მასტიტები,   ოსტეომიელიტი, ფლეგმონი;
პირის ღრუს ანთებითი პროცესები; სტომატიტი, გინგივიტი და სხვა.
კონიუნქტივიტი;
დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები;
ურო – გენიტალური და გინეკოლოგიურ ინფექციები: ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, კოლპიტი, ენდომეტრიტი;
ენტერალური ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი, დისბაქტერიოზი;
ბავშვთა (მათ შორის ახალშობილთა) სხვადასხვა ჩირქოვან ანთებითი ინფექციები;
სტაფილოკოკის, სტრეპტოკოკის, პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) ფსევდომონა აეროგინოზას (ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული დაავადებები;
ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და საავადმყოფოსშიდა ინფექციების   პროფილაქტიკის მიზნით;

გამოყენების წესი და დოზირება:
პიობაქტერიოფაგი გამოიყენება როგორც ადგილობრივად დაზიანებული კერის დასამუშავებლად, საფენების სახით, ასევე ღრუში შესაყვანად (ღრუ ჭრილობები, მუცლის ღრუ, პლევრა, აბსცესის ღრუ, ცხვირის ღრუ, შარდის ბუშტი, საშვილოსნო, საშო). პრეპარატი შესაძლებელია გამოყენებული იქნას დასალევად, ასევე ზონდისა და ოყნის სახით.
ფაგის   ადგილობრივი გამოყენება ხდება 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ. ფაგის რაოდენობა განისაზღვრება   დაზიანებული ადგილის ზომის მიხედვით. თუ ფაგის   გამოყებებამდე ჭრილობა დამუშავებული იყო სხვადასხვა ქიმიური ანტისეპტიკურებით, იგი უნდა გაიწმინდოს სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით და დამუშავდეს 2-3% სოდიანი ხსნარით.
– აბსცესების, პლევრიტების და ართრიტების დროს ბაქტერიოფაგის შეყვანა ღრუში ხდება ჩირქის გამოდევნის შემდეგ 50-200 მლ. რაოდენობით, დღეგამოშვებით.
– ცისტიტების, პიელიტების დროს ფაგის შეყვანა ხდება კათეტერით.
– ქოლეცისტიტების დროს ზონდირებით 30 მლ. ოდენობით დღეგამოშვებით.
– კუჭ – ნაწლავის ოპერაციისა და პერიტონიტების დროს შეჰყავთ 100 მლ. ოდენობით, ხოლო ღრუში დატოვებული ზონდით ფაგი შეჰყავთ ღრუში ერთხელ 30 მლ. ოდენობით 3-4 დღის განმავლობაში.
– პიოდერმიტების ღრმა ფორმების მკურნალობისას ფაგს იყენებენ კანში ინექციის   სახით 0,1-0,5 მლ. რაოდენობით, სულ 10 ინექცია 24 საათში ერთხელ.
– კონიუქტივიტების დროს ბაქტერიოფაგს აწვეთებენ დღეში 4-6- ჯერ 2-2 წვეთის ოდენობით.
– ახალშობილთა ომფალიტებისა და პიოდერმიების სამკურნალოდ პიობაქტერიოფაგი გამოიყენება საფენების სახით დღეში ორჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
– per os პიობაქტერიოფაგის გამოყენების წინ 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში რეკომედებულია 2-3% სასმელი სოდიანი ხსნარის მიღება.

განსაკუთრებული მითითებები;
გამოყენების წინ ამპულა ან ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ. სითხე უნდა იყოს გამჭვირვალე, ნალექის გარეშე.
შეფუთვის დაზიანებისას ან ამპულაში ან ფლაკონში ფაგის შემღვრევის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოყენოთ !!!
არ შეიძლება პრეპარატის შენახვა ამპულის ან ფლაკონის გახსნის შემდეგ.
პიობაქტერიოფაგის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების ხმარებას.
პიობაქტერიოფაგის გამოყენებას უკუჩვენებები არ გააჩნია.

შეფუთვა:
5 მლ   და 10 მლ ამპულებში, №10.
შენახვის პირობები ინახება +2 – +8 0C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობა 1 წელი.
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი: ბაქტერიოფაგის ბიოპრეპარატები, საქართველო

გაფრთხილება