პლაცენტა კომპოზიტუმი – PLACENTA COMPOSITUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქსოვილთა მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი ჰომეოპათიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.
100 მლ

Placenta suis D6 …………………………. 1 მლ
Embryo suis D8 ………………………….. 1 მლ
Vena suis D8 …………………………….. 1 მლ
Arteria suis D10 ………………………….. 1 მლ
Funiculus umbilicalis suis D10 ………… 1 მლ
Hypophysis suis D10 …………………… 1 მლ
Secale cornutum D4 ……………………. 1 მლ
Acidum sarcolacticum
(Acidum L-lacticum)  D4 ……………….
1 მლ
Tabacum D10 ……………………………. 1 მლ
Strophantus gratus D4 …………………. 1 მლ
Melilotus officinalis D6 …………………. 1 მლ
Aesculus hippocastanum D6 …………… 1 მლ
Cuprum sulfuricum D6 …………………. 1 მლ
Barium carbonicum D13 ……………….. 1 მლ
Plumbum jodatum D18 ………………… 1 მლ
Vipera berus D10 ………………………… 1 მლ
Solanum nigrum D6 …………………….. 1 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.
ჩვენებები:
პერიფერიული სისხლმიმოქცევის სტიმულაცია არტერიოსკლეროზის, თამბაქოს წევის და შაქრიანი დიაბეტის შედეგად გამოწვეული ქვედა კიდურების სისხლძარღვების სპაზმის, ტროფიკული წლულების, ელეფანტიაზის, ნაწოლების, ვეგეტატური დისტონიის, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ენდომეტრიტის, ენცეფალიტის და ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენების, შიგნითა ყურის დაავადების შედეგად გამოწვეული სიყრუის დროს;
პრეპარატი ინიშნება დისმენორეის, კვანძოვანი ერითემისას;
როგორც დამატებითი საშუალება – ნევროზების, შაკიკის, ნევრალგიების, მასტოდინიის, რევმატული ართრიტის და პრეკანცეროზების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1-3-ჯერ კვირაში ერთი ამპულა კანქვეშ ან კუნთებში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება