პლეო ალკალა ანტაციდი ფხვნილი (ნატუროპათი) / Pleo Alkala Antacid (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობა
ხსნარის მომზადებისათვის განკუთვნილი 150 გ ფხვნილი შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები: Kaliumhydrogencarbonat- 7,8%, Natriumhydrogencarbonat – 78%,
Natriumcitrat- 1,6%
არააქტიური ნივთიერებები: Calcium lactate, sea salt, Silicea, sodium sulbate

ჩვენება
გამოიყენება როგორც რბილად მოქმედი პრეპარატი მომატებული მჟავიანობით გამოწვეული გულძმარვის და კუჭის დაავადებების დროს

თვისებები
Alkala N ტუტე ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი წონასწორობის აღდგენის უნარით ხასიათდება. იდეალურ შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმში მჟავე-ტუტოვანი ბალანსი წონასწორობაშია. დღეისათვის, სულ უფრო ხშირად აღინიშნება მჟავე არესკენ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის გადახრა, ამის მიზეზი
ჩვენი ცხოვრების და გარემოს პირობებია. კუჭის და ნაწლავის არეში მომატებული მჟავიანობის პირველი ტიპიური ნიშნებია: გულძმარვა, მჟავე ბოყინი, მუცლის შებერვა და ა.შ. მჟავიანობის მატება ნივთიერებათა ცვლის ქრონიკული დარღვევის თანმხლები
მოვლენაა, რომელმაც უჯრედის გადაგვარებაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

მიღების წესი და დოზირება
1 საზომი კოვზი (გადასწორებული) Pleo Alkala Antacid-ის ფხვნილი (3 გ) იხსნება ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღება მთელი დღის განმავლობაში ყლუპებით. Pleo Alkala Antacid-ის და სხვა სამკურნალო საშუალების მიღებას შორის პრინციპულად დაცული
უნდა იქნას 1-დან 2 საათამდე დროის ინტერვალი.

გვერდითი მოქმედებები
Pleo Alkala Antacid-ის მიღების შემდეგ, ხშირად, კუჭის გადავსების გრძნობა და ბოყინი აღინიშნება. ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს თირკმლებში მაგნიუმის და კალციუმის ფოსფატური კენჭების წარმოქმნას.
უკუჩვენებები არ შეიძლება Pleo Alkala Antacid-ის მიღება კუჭის დაბალი მჟავიანობის,
მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევების (ალკალოზის), კალიუმის უკმარისობის და ნატრიუმის დაბალი შემცელობის დიეტის დროს.

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველი 3 კვირის განმავლობაში პრეპარატის მიღება  რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზა შეირჩევა ასაკის შესაბამისად. კუჭის პერფორაციის საშიშროების გამო მჟავათი კუჭის ქიმიური
დამწვრობის დროს Pleo Alkala Antacid-ის მიღება არ შეიძლება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
Natriumhydrogencarbonat-ი შეუთავსებელია სამკურნალო საშუალებების დიდ ნაწილთან. Pleo Alkala Antacid-ის მიღების დროს შარდის და კუჭის წვენის pH-ის მომატებულმა დონემ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სუსტი მჟავების და ტუტეების რეზორბციასა და გამოყოფაზე. ფუნქციური ზემოქმედება შესაძლებელია
გლუკო- და მინერალოკორტიკოიდებთან, ანდროგენებთან, კალიუმშემნახავ
დიურეტიკებთან.

გამოშვების ფორმები
150 გ ფხვნილი, საზომი კოვზი და შარდის pH-ის ინდიკატორი შეფუთვაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება