პლეო ხელატე წვეთები (ნატუროპათი) / Pleo Chelate (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
100 მლ თხევადი განზავება შეიცავს:
8 მლ Natrii edetas D2 ხსნარს, 8 მლ Hydrogenium peroxidum D2 ხსნარს, 4 მლ Magnesium sulfuricum D2 ხსნარს, 4 მლ Kalium chloratum D2 ხსნარს,1.6 მლ Natrium chloratum D2 ხსნარს.
დამხმარე ნივთიერებები: 74.4 მლ გამოხდილი წყალი და ეთანოლი

ჩვენება
მძიმე მეტალებით ორგანიზმის გადატვირთვის შესამცირებლად (მაგ. ჰაერში შემავალი ტყვიით, კბილის ამალგამის ბჟენით, მეტალებით სასმელი წყლის დაბინძურების დროს და სხვ.)

თვისებები
Pleo Chelate ასტიმულირებს და ორგანიზმიდან ლითონის იონების, განსაკუთრებით ისეთი მძიმე ლითონის იონების გამოდევნას (ქელირებას) უწყობს ხელს, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ტყვია და კადმიუმი. ამ საშუალებით ქვეითდება ჯანმრთელობისათვის საშიში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნა. ცალკეულ კომპონენტებზე
დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ადამიანისათვის მნიშვნელოვანი მინერალები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, ნატრიუმი და სელენი, Pleo Chelate-ეს ზემოქმედებას არ განიცდიან, ასევე სპილენძი და თუთიაც ნორმის ფარგლებში რჩება.

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები:
იწყება ადამიანის ინდივიდუალური მგრძობელობის მიხედვით, 5-30 წვეთის მიღებით დღეში. შემდეგ დოზა იმატებს: 10 წვეთამდე დღეში სამჯერ, ორგანიზმში მძიმე ლითონების დაბალი შემცველობის შემთხვევაში; 20 წვეთამდე დღეში სამჯერ, ორგანიზმ- ში მძიმე ლითონების საშუალო შემცველობის შემთხვევაში; 30
წვეთამდე დღეში სამჯერ, ორგანიზმში მძიმე ლითონების მაღალი შემცველობის შემთხვევაში.
ბავშვები (5-10 წელი): 5-10 წვეთი დღეში სამჯერ წვეთები უნდა დაუმატოთ მინერალების დაბალი შემცველობის
მქონე ჭიქა წყალს Pleo Chelate-სადმი მგრძნობელობის ტესტი: 5-10 წვეთი შეიზილეთ მაჯის სახსარში. იმ შემთხვევაში, თუ 10 წუთის შემდეგ აღინიშნა კანის სიწითლე, იწყებთ დაბალი დოზის მიღებით და შემდეგ თანდათან ზრდით.

გვერდითი მოქმედებები
Pleo Chelate-ს მიღების დროს შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, კუნთების მსუბუქი ტკივილი, კანის ქავილი, პირის სიმშრალე ან თავბრუსხვევა.

უკუჩვენებები
არ მიიღება ორსულობის და Natrii edetas (EDTA)-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობისდროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ქიმიოთერაპის დროს პრეპარატების ურთიერთქმედება. ამიტომ ქიმიოთერაპიის შემთხვევაში Pleo Chelate-თი მკურნალობისაგან თავი უნდა შევიკავოთ. მითითებები შეიცავს 3% ეთანოლს. ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნისათვის Pleo Chelate-თი მკურნალობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. Pleo Chelate ორგანიზმს ეხმარება გარემოსთან ჰარმონიულ არსებობაში.
გამოშვების ფორმა: წვეთები 100 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება