პნევმოდორონ 2 – ველედა

პნევმოდორონ 2 – ველედა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პნევმოდორონ 2 – ველედა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 გ (= 11,1 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ფოსფორი (Phosphorum) D4 [D4 94% (მ/მ) ეთანოლით] 1 გ / სტიბიუმ-კალიუმის ტარტრატი (Tartarus stibiatus) D2 1 გ.
სხვა ინგრედიენტები: 94% (მ/მ) ეთანოლი, 15% (მ/მ) ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
გრიპოზული ინფექციები, სიცხიანი ბრონქიტები, პნევმონია, პლევროპლევმონია.

მიღების წესები და დოზები
მიქსტურის მიღება უმჯობესია წყალში გაზავებული სახით. დაავადების მწვავე სტადიაში გამოიყენება პნევმოდორონ® 1-თან მონაცვლეობით.
(პნევმოდორონ® 2-ის ერთჯერადი დოზის მიღება დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ შეიძლება. ბავშვებში შეუძლია მოუსვენრობის გამოწვევა, ამიტომ ნუ მისცემთ საღამოს საათებში).
ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 2-3 წვეთი საათში ერთხელ; ბავშვები 5 წლის ასაკს ზევით: 5-10 წვეთი საათში ერთხელ.

გამოშვების ფორმა: წვეთები 20მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ველედა, გერმანია

გაფრთხილება