პოლიზიტოლი

პოლიზიტოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პოლიზიტოლი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
მიო-ინოზიტოლი         2000მგ
ფოლიუმის მჟავა          200მკგ
L არგინინი                     30მგ
თუთია                            10მგ
სელენი                           55მკგ
ვიტამინი B12               1.25მკგ

გინეკოლოგია:
• არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს
• აღადგენს ოვულაციას
• აუმჯობესებს ოოციტების ხარისხს
• აუმჯობესებს სპონტანური ორსულობის მაჩვენებელს
• ამცირებს ინსულინისადმი რეზისტენტობას
• მნიშვნელოვნად აქვეითებს ჰიპერანდროგენიის კლინიკურ გამოვლინებებს
(ჰირსუტიზმი, აკნე, ალოპეცია)

დამხმარე რეპროდუქტოლოგიური ტექნოლოგიების დროს (IVF):
• ახდენს გონადოტროპინებზე საკვერცხეების პასუხის გაძლიერებას
• ამცირებს სტიმულაციის დღეებს
• აუმჯობესებს კვერცხუჯრედების და ემბრიონების ხარისხს
• ამცირებს მრავალნაყოფიანი ორსულობის განვითარების რისკს
• თავიდან გვაცილებს გესტაციური დიაბეტის განვითარებას

ორსულობისას:
• თავიდან გვაცილებს თვითნებური აბორტების განვითარების რისკს
• არეგულირებს ინსულინის დონეს და ხელს უშლის გესტაციური დიაბეტის განვითარებას
• ამცირებს HOMA ინდექსის მაჩვენებელს
• ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას და აფერხებს მიკრო/მაკროსომიის ჩამოყალიბებას
• თავიდან გვაცილებს ფოლიუმის მჟავისადმი რეზისტენტული ნერვული მილის დეფექტების განვითარებას
• ხელს უწყობს თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას
• ამცირებს პრეეკლამფსიის განვითარების რისკს
• ამცირებს ჰიპერანდროგენიასა და მის კლინიკურ გამოვლინებებს
• გააჩნია ჰეპატო და ნეფროპროტექტორული თვისებები

პოლიზიტოლი ენდოკრინოლოგიაში:
• გამოიყენება პოლიცისტოზური საკვერცხის სინდრომის სამკურნალოდ
• არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს
• აღადგენს ოვულაციას
• აქვეითებს ინსულინისადმი რეზისტენტობას
• მნიშვნელოვნად აქვეითებს ჰიპერანდროგენიასა და მის კლინიკურ გამოვლინებებს (ჰირსუტიზმი, ალოპეცია, აკნე)
• თავიდან გვაცილებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს
• ორსულებში აქვეითებს პათოლოგიურ ორალურ გლუკოზო ტოლერანტულ ტესტს
• მონაწილეობს ლიპიდური ცვლის რეგულაციაში
• ხელს უწყობს თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას
• გააჩნია ჰეპატო და ნეფროპროტექტორული თვისებები

პოლიზიტოლი დერმატოლოგიაში:
• ამცირებს ჰიპერანდროგენიას და მის კლინიკურ გამოვლინებებს
(ჰირსუტიზმი, ალოპეცია, აკნე)
• ზრდის სასქესო ჰორმონის შემაკავშირებელი გლობულინის დონეს
• გააჩნია ჰეპატო და ნეფროპროტექტორული თვისებები

მიოინოზიტოლი უზრუნველყოფს:

• მენსტრუალური ციკლის აღდგენას
• ოვულაციის აღდგენას
• კვერცხუჯრედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას
• ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას
• სპონტანურ ორსულობას
• ჰორმონალური ბალანსის აღდგენას
• ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას
• გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებას
• ორსულებში პათოლოგიური ორალური გლუკოზო ტოლერანტული ტესტის  დაქვეითებას
• საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონის დონის დაქვეითებას
• სასქესო ჰორმონის შემბოჭველი გლობულინის დონის მომატებას
• აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას
• ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას
• თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას

ფოლიუმის მჟავა უზრუნველყოფს:
• ნერვული მილის დეფექტების განვითარების შემცირებას
• ჰომოცისტეინის დონის დაქვეითებას
L – არგინინი უზრუნველყოფს:
• კვერცხუჯრედების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის ზრდას
• ემბრიონების ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას
• პრეეკლამფსიის განვითარების რისკის შემცირებას
• ემბრიონის იმპლანტაციას და ნორმალურ განვითარებას

ვიტამინები და მინერალები უზრუნველყოფენ:
თუთია Zn
• ფოლიკულების მომწიფებას, ოვულაციის რეგულირებას
• ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას
• იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
• დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან
სელენი Se
• ფოლიკულების მომწიფებას, ოვულაციის რეგულირებას
• თვითნებური აბორტების რისკის შემცირებას
• ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირებას
• გონადოტროპინებზე საკვერცხის პასუხის გაძლიერებას IVF დროს
• აკნეს, ალოპეციის და ჰირსუტიზმის შემცირებას
• თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის ნორმალიზებას
• ლიპიდური ცვლის რეგულაციას
• ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან
ვიტამინი B12
• ფოლიკულების მომწიფების და კვერცხუჯრედების განვითარების სტიმულაციას
• თვითნებური და ჩვეული აბორტების შემთხვევების თავიდან აცილებას

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი

მიღების წესი:
1 საშეტი ორჯერ დღეში (1 საშეტი იხსნება 100 მლ წყალში)
მკურნალობის ხანგრძლივობა 3-6 თვე

გამოშვების ფორმა: საშეტი N60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: PJ Pharma, იტალია

გაფრთხილება