პრაზოზინი

პრაზოზინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრაზოზინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს სპერიფერიულ ვაზოდილატატორს, რომელიც ხასიათდება პოსტსინაფსური ალფა1-ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელი თვისებებით.

პრეპარატი იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას სისხლმიმოქცევის საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირების გამო. იგი ასევე აქვეითებს გულზე პოსტდატვირთვას, აფართოვებს პერიფერიულ ვენებს, ამცირებს გულზე პრედატვირთვას, ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით აუმჯობესებს სისტემურ და ინტრაკარდიულ ჰემოდინამიკას, ამცირებს წნევას სისხლმიმოქცევის მცირე წრეში.

პრაზოზინის ვაზოდილატაციურ ეფექტს თან სდევს ზომიერად გამოხატული რეფლექსური ტაქიკარდია. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება ათეროგენული ლიპიდების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტონია;
გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

დოზირების რეჟიმი
დგინდება ინდივიდუალურად.
საწყისი დოზა შეადგენს 500 მკგ-ს 2-3-ჯერ დღეში.
საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 4-6 მგ/დღეში; მაქსიმალური დღეღამური დოზაა – 20 მგ/დღეში, რომელიც დაყოფილია 2-3 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები
არტერიული ჰიპოტენზია (განსაკუთრებით ორთოსტაზულ მდგომარეობაში), თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, დაღლილობა, გულისრევა, ტაქიკარდია, გახშირებული შარდვა.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ქვემო კიდურების შეშუპება. იშვიათად ვითარდება ორთოსტატული კოლაფსი, განსაკუთრებით პრეპარატის პირველი დოზის მიღებისას.

უკუჩვენებები
* არტერიული ჰიპოტენზია;
* გულის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც ვითარდება კონსტრიქციული პერიკარდიტის, გულის ტამპონადის, გულის მანკების თანხმლები მარცხენა პარკუჭში შემცირებული წნევის ფონზე;
* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
* 13 წლამდე ასაკის ბავშვებში;
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პრაზოზინის გამოყენებისას საჭიროა არტერიული წნევის და პულსის რეგულარული მონიტორინგი ავადმყოფის წოლით და ფეხზე მდგომ მდგომარეობაში.
♦ ჰიპოტენზიის განვითარების რისკი უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და/ან ბეტა-ადრენობლოკატორებს.
♦ ავადმყოფებში გულის ქრონიკული უკმარისობით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია თერაპიული ეფექტის „გასხლტომა“.

გაფრთხილება