პრიმაკორტი

პრიმაკორტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრიმაკორტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიდროკორტიზონი / hydrocortisone

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალებები ინექციებისათვის

შემადგენლობა
1 ფლაკონი შეიცავს ჰიდროკორტიზონის ნატრიუმის სუქცინატის 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: პრიმაკორტი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, შოკის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციული და იმუნოდეპრესიული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრამუსკულარულად შეყვანისას მისი მაქსიმალური კომცენტრაცია პლაზმაში აღწევს 30–60წთ–ში. ჰიდროკორტიზონის 90% უკავშრდება პლაზის ცილებს (ტრანსკორტინთან და ალბუმინთან), მისი ძირითადი მეტაბოლიზმი ხდება ღვიძლში. ნახევრადგამოყოფის პეიოდი (T1/2) შეადგენს 2–3.5 სთ–ს. ინტრავენული ან ინტრამუსკულარული შეყვანისას 24სთ–ის განმავლობაში ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიყოფა 22–30%. მთლიანად პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შემდგომი 24 საათის განმავლობაში.

ჩვენებები
• შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, რევმატოიდული ართრიტი, სისტემური ვასკულიტი, კვანძოვანი პერიარტერიტი, სკლეროდერმია);
• ალერგიული დაავადებები (ბრონქიალური ასთმა, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, წამლისმიერი ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული კონიუქტივიტი)
• რევმატოიდული დაავადებები (მწვავე რევმატული ცხელება, უვენულური რევმატოიდური ართრიტი, მწვავე და ქვემწვავე ბურსიტი, პოდაგრული და ფსორიაზული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება), პოლიართრიტი, ოსტეოართრიტი);
• ტუბერკულოზური მენინგიტი, სუბარაქნოიდული ბლოკის განვითარებისას და მისი საშიშროებისას;
• სისხლის და სისხლმბადი სისტემის დაავადებები (ჰემოლიზური ანემია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომური დაავადება,
• თირკმლის დაავადებები (ნეფროზული სინდრომი, ლიპოიდური ნეფროზი ბავშვებში,);
• ენდოკრინული დაავადებები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) და მეორადი ადრენოგენიტალური სინდრომი (თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია), თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა);
• კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, დიფუზური ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი, ტოქსიდერმია, სებორეული დერმატიტი;
• ტვალის დაავადებები (მძიმედ მიმდინარე წინა და უკანა ივეიტი, ალერკული კონიუქტივიტი, ირიტი, ირიდოციკლიტი);

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში საწყისი დოზა 100მგ, სადღერამისო 1000–1500მგ.
დოზირება მოზრდილებში:

ჩეულებრივი დოზა არის 100–500 მგ, რომელიც მეორდება 3–4–ჯერ 24სთ–ში.
დოზირება ბავშვებში:

1 წლამდე 25მგ, 1–5 წლამდე 50მგ, 6–12 წლამდე 100მგ. პრეპარატი შეიძლება გაკეთდეს ვენაში ერთჯერადად, წვეთოვნად, კუნთში. თუ პრეპარატი გამოიყენება მწვავე შემთვევების დროს იგი გამოიყენება ინტრავენულად. პრიმაკორტი ინტრავენულად ინიშნება ნელი ნაკადით.
პრიმაკორტის საწყისი დოზა მოზრდილებში არის 100–150 მგ და მეტი, ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.პრეპარატის დოზა განმეორებით ინიშნება 2–4–6 საათში.
კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა არ არის ძირითადი, იგი არის დამატებით თერაპია.
ხსნარის მომზადება: 200მგ ფლაკონი:
ინტრავენული და ინტრამუსკულარული ინექციისათვის ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში ჩავასხათ წყალი არა უმეტეს 4მლ–სა, შევანჯღრიოთ ფლაკონი ფხვნილის სრულ გახსნამდე.
ინტრავენული ინექციისთვის თავიდან მოვამზადოთ ხსნარი 4მლ წყალში, შემდეგ ეს ხსნარი განვაზავოთ 100 ან 1000მლ 5% გლუკოზაში, ფიზიოლოგიურში.
მიღებული ხსნარი სტაბილურია 4 სთ–ის განმავლობაში. მომზადებული ხსნარის pH 7–8, ოსმოლარობა 0.36

გვერდითი მოვლენები
წყალ–ელექტრონული ბალანსის დარღვევა: ნატრიუმის და სითხის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალემია, არტერიული წნევის მომატება, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა.
ძვალ–სახსროვანი სისტემა: კუნთების სისუსტე, სტეროიდული მიოპათია, ოსტეოპოროზი, ხელხემლის კომპრესიული მოტეხილობა, ბარძაყის და მხრის ძვლების თავების ასეპტიკური ნეკროზი.
კუჭ–ნაწლავის დარღვევები: სტეროიდული წყლული შესაძო პერფორაციით და სისხლდენით, გულისრევა, პანკრეატიტი, ეზოფაგიტი, ნაწლავის პერფორაცია.
დერმატოლოგიური დარღვევები: კანის სტრიების ატროფია, ჭრილობის შეხორცების შენელება, ერითემა, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ნევროლოგიური გამოვლინება: ქალასშიდა წნევის მომატება, თავის ტკივილი, გულყრა.
ენდოკრინული დარღვევები: კუშინგის სინდრომი, თირკმელზედა ჯირკვლის და ფიპოთალამო–ჰიპოფიზის მეორადი უკმარისობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, გამოხატული ოსტეოპოროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია,იცენკო–კუშინგის დაავადება და სინდრომი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ლაქტაქტაციის პერიოდში საწიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრიმაკორტით მკურნალობისას აუცილებელია ოფთალმოლოგის მეთვალყურეობა, არტერიული წნევის, წყალ–ელექტროლიტური ბალანსის, პერიფერიული სისხლის და სისხლში გლუკოზის რაოდენობის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დიურეზულ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი. ჰიპოკალემიის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია კალიუმის პრეპარატების და შესაბამისი დიეტის დანიშვნა. ადისონის დაავადებულ პაციენტებში არ არის რეკომენდებული პრიმაკორტის დანიშვნა ბარბიტურატებტან ერთად, სესაზლებელია თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობის განვითარება.

გამოშვების ფორმა: 200 მგ ლიოფიზირებული ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი #1

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Macleods Pharmaceuticals, ინდოეთი

გაფრთხილება