პრიმატენი

პრიმატენი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრიმატენი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გუაიფენეზინი/GUAIFENESIN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 24 ც.
1 ტაბ.
გუაიფენეზინი……..    100 მგ
1 ტაბ.
გუაიფენეზინი……       200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას, რომელიც ამცირებს ნახველის ზედაპირის დაჭიმულობას და მის ადჰეზიურ თვისებას. პრეპარატი აქვეითებს ნახველის სიბლანტეს და აადვილებს სასუნთქი გზებიდან მის ევაკუაციას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომელსაც თან ახლავს სველი ხველა.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად.
ერთჯერადი დოზა შეადგენს:
მოზრდილებში – 200-400 მგ;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100-200 მგ;
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში – 50-100 მგ.
მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს 4 საათს.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტის შეგრძნება, ხოლო პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას აღინიშნება გულისრევა, ღებინება.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი შესაძლოა მივიღოთ სიმპათომიმეტურ, ბრონქოლიზურ-ფოსფიდიესთერაზას ინჰიბიტორებთან, ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 20-250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ

გაფრთხილება