პროჟესტოგელი

პროჟესტოგელი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროჟესტოგელი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დსახელება: პროგესტერონი/PROGESTERONE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გესტაგენური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 80 გ (32 დოზა)
1 დოზა 1 ტუბი;
პროგესტერონი ………………..   25 მგ  800 მგ:
დამხმარე ნივთიერებები: ოქტილდოდეკანოლი; კარბომერი 934.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში პროგესტერონის არსებობით, რომელიც წარმოადგენს ყვითელი სხეულის ჰორმონს.

ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი მოქმედება, პრაქტიკულად არ შეიწოვება.

ჩვენებები:
მასტოპათია; მასტოდინია.

დოზირების რეჟიმი:
აპლიკატორის 1 დოზა ანუ 2.5 გ გელი დაიტანება თითოეული სარძევე ჯირკვლის ზედაპირზე 2-ჯერ დღეში, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება.
საშუალოდ 5 გრამი ყოველდღიურად, მათ შორის მენსტრუალური ციკლის დროს.

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: – 2 წელი.

გაფრთხილება