პროსტენალი

პროსტენალი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსტენალი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები უროლოგია, ნეფროლოგია

შემადგენლობა
ჯუჯა პალმა 300 მგ
კავკასიური დათვის კენკრა 50 მგ
ჭინჭარი 250 მგ
გოგრის ზეთი 300 მგ
ლიკოპენი 0,5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება
ჯუჯა პალმას ახასიათებს 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების მსგავსი მოქმედება. აინჰიბირებს პირველი და მეორე ტიპის 5-ალფა რედუქტაზას,რის შედეგადაც არ ხდება ტესტესტერონის დიჰიდროტესტერონად გარდაქმნა. 5-ალფა რედუქტაზას შემბოჭველი სხვა საშუალებებისგან განსხვავებით არ ახდენს გავლენას პროსტატ-სპეციფიური ანტიგენის ტრანსკრიფციაზე და არ ზემოქმედებს ანტიგენის სინთეზზე.
ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. 5-ლიპოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩართვით აფერხებს ლეიკოტრიენ B4 –ის, ხოლო ციკლოოქსიგენაზურ ჯაჭვში ჩარევით-პროსტაგლანდინების სინთეზს. მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის ნეკროზის ფაქტორ ალფას (თNFა) და ინტერლეიკინ 1ბ-ს (IL-1ბ) კონცენტრაციას. ზრდის დღიური შარდის მოცულობას.
კავკასიური დათვის კენკრას მოქმედება განპირობებულია თუთიის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისა და სტეროლების მაღალი შემცველობით.
გოგრის ზეთი მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ლიკოპენი დიდი რაოდენობით გროვდება წინამდებარე ჯირკვლის ეპითელიოციტების ბირთვთან ახლოს და სხვადასხვა მექანიზმით ახდენს ქემოპრევენცას. ლიკოპენის ხანგრძლივი მიღება დადასტურებულად ამცირებს პროსტსტის ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

ჩვენებები
პროსტატის ჯირჯვლის ანთება.
პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (1 და 2  ხარისხი).

მიღების წესი
1 კაფსულა 1 ხელ დღეში. კურსის ხანგრძლივობა 1-2 თვე. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Walmark, ჩეხეთი

გაფრთხილება