პროსულპინი – PROSULPIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): სულპირიდი/SULPIRIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნეიროლეფსიური საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
სულიპირიდი……….           50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება ჩანაცვლებული ბენზატიდების ჯგუფის ნეიროლეფსიურ საშუალებას. იგი სპეციფიკურად მოქმედებს ცნს-ზე, გააჩნია დადებითი ზეგავლენა ფსიქიური მოშლილობების დროს, ხასიათდება ზომიერი ანტიფსიქოზური და ანტიდეპრესიული ეფექტით, რომელიც შეუღლებულია მის გამააქტივებელ მოქმედებასთან. არ გააჩნია სედატიური ეფექტი. ფენოთიაზინური და ბუტიროფენონების ჯგუფის ნეიროლეფსიური საშუალების მსგავსად აბლოკირებს დოფამინურ რეცეპტორებს ექსტრაპირამიდული მოშლილობების გარეშე.
ძირითადად გამოიყენება ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, თუმცა იგი შეიძლება წარმატებით გამოყენებულ იქნას ვისცერალური ორგანოების სხვა ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ. პროსულპინი წარმოადგენს ატიპიურ ნეიროლეფსიურ საშუალებას.
ჩვენებები:
ფსიქოსომატური დაავადებები, შიზოფრენია, დეპრესია, შაკიკი, ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენები, რომლებიც ვლინდება დიგესტიური ხასიათის დარღვევებით, ნევროზული ხასიათის მოშლილობანი – მოუსვენრობით და თავბრუსხვევით (განსაკუთრებით ხანდაზმულებში).
ბავშვებში გამოიყენება ლოკომოტორული მოუსვენრობის და შიშების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში – საშუალოდ 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში, შეიძლება დოზის გაზრდა 300 მგ-მდე დაყოფილი 2-3 მიღებაზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებში შეადგენს 1600 მგ-ს.
ბავშვებში – 5 მგ/კგ დაყოფილი 3 მიღებაზე. ხანდაზმულებში და თირკმელების ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებში პრეპარატის დოზა მცირდება.
ტაბლეტი გამოიყენება დაუღეჭავად წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები:
♦ გადაღლილობა, ძილიანობა, ზოგჯერ აგზნება, თავბრუსხვევა, გულის წასვლა (ორთოსტატიკის უეცარი შეცვლის დროს), ტრემორი, სახის და კისრის კუნთების უნებლიე შეკუმშვები, აფაზია, გულძმარვა, ღებინება, ყაბზობა.
♦ ჰორმონული დარღვევები (ამენორეა, რძის გამოყოფის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, წონის მომატება), მენსტრუაციული ციკლის მოშლა, რაც საჭიროებს დოზის კორექციას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტას.
♦ ტემპერატურის მომატების და გამოხატული რიგიდობის შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა სულპირიდის მიმართ, ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე), რომელიც გამოყოფს კატექოლამინებს (სისხლის არტერიული წნევის მომატებით) არტერიული ჰიპერტონია, ფსიქომოტორული აგზნება;
* ეპილეფსია, პარკინსონიზმი (ტრემორი, კუნთების რიგიდობა), ორსულობა, ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები
◄ დაუშვებელია მანქანის ან სხვა რაიმე მექანიკური მოწყობილოების მართვა, რაც ყურადღების კონცენტრაციას და კოორდინაციას მოითხოვს.
◄ დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში განსაკუთრებით ბავშვებში, საჭიროა სტაციონარული მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატის  სედატიური ეფექტი იზრდება ცნს დამთრგუნველ სხვა პრეპარატებთან (სედატიური და საძილე, ტკივილგამაყუჩებელი, ღებინების, ალერგიის და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები) და ალკოჰოლთან კომბინირების დროს.
– პროსულპინი თავის მხრივ აძლიერებს ანტიჰიპერტენზული საშუალების მოქმედებას.
– პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციაში მას გააჩნია ანტაგონისტური მოქმედება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.
მწარმოებელი: PRO.MED CS. Praha, ჩეხეთი

გაფრთხილება