პულმოდინი / Pulmodin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი /fenspiridi hydrochloridum

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა ჯგუფის საშუალებები, პრეპარატები ბრონქული ასთმის მკურნალობისათვის, პრეპარატები ანტიმედიატორული მოქმედებით

ამცირებს ხველას,   მოქმედებს ანთებითი პროცესის ყველა რგოლზე
ამცირებს ბრონქოსპაზმს და შეშუპებას,  ხელს უწყობს ნახველის გათხელებას

ჩვენებები:
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები:
• ბრონქიტი (ქრონიკული სუნთქვით უკმარისობით ან მის გარეშე);
• რინოფარინგიტი და ლარინგიტი;
• ოტიტი, სხვადასხვა ეტიოლოგიის სინუსიტი;
• ალერგიულის ჩათვლით (როგორც სეზონური, ისე მუდმივი);
• რინოტრაქეობრონიტი;
• რესპირატორული გამოვლინებები წითელას, ყივანახველასა და გრიპის დროს;
შემანარჩუნებელი თერაპია ასთმისა და მისი გართულებების შემთხვევაში.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პულმოდინს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედება.იგი ახდენს   ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცირების შემცირებას (ციტოკინები, განსაკუთრებით სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი (TNF-ა), არაქიდონის მჟავის წარმოებულები, თავისუფალი რადიკალები), რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ბრონქოსპაზმის განვითარებაში. არაქიდონის მჟავის კასკადის ბლოკირება ფენსპირიდის მოქმედებით პოტენცირდება H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადით.
ფენსპირიდი ბლოკირებას უწევს α-ადრენორეცეპტორებს, რომელთა სტიმულირებასაც თან ახლავს ბრონქიალურ სეკრეციის გაძლიერება. აქედან გამომდინარე ფენსპირიდი ამცირებს მთელი რიგი ფაქტორების მოქმედებას, რომლებიც ხელს უწყობს პროანთებითი ფაქტორების გამონთავისუფლებას, ანთების ჩამოყალიბებასა და ბრონქოობსტრუქციას. აგრეთვე აღსანიშნავია ფენსპირიდის სპაზმოლიზური მოქმედებაც.

მიღების წესი და დოზირება:.
ბავშვთა ასაკში 0-დან 2 წლამდე (სხეულის მასა 10 კგ-მდე) – 2-4 ჩაის კოვზი სიროფი (10-20 მლ)/დღეში. შესაძლებელია საკვებთან ერთად ბოთლში ჩამატება (1 ჩ.კ. სიროფი შეიცავს 10 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდს და 3 გ საქაროზას).
ბავშვებს ასაკით 2-დან 14 წლამდე (10 კგ-ზე მეტი სხეულის მასით) – 2-4 სუფრის კოვზი სიროფი (30-60 მლ)/დღეში. მკურნალობის კურსი – 20-30 დღე.
კურსის გამეორება შესალებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკვების მიღების წინ, გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია განვითარდეს ისეთი მოვლენები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი.ალერგიული რეაქციები: იშვიათად ერითემა, კვინკეს შეშუპება, ფიქსირებული პიგმენტური ერითემა, გამონაყარი.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის დროს.
გამოშვების ფორმა: 2მგ/მლ 150მლ სიროფი მინის ფლაკონი N1 ამზომ ჭიქასთან ერთად შეფუთვაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Aflofarm Farmacja Polska Sp. z o.o. პოლონეთი

გაფრთხილება