ჟელი ვიტი

ჟელი ვიტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ჟელი ვიტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

სპეციალურად ბავშვებისათვის. სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით  N 50

C ვიტამინი (40 მგ) – ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
D ვიტამინი (2.5 მკგ) – არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს, იცავს ძვლოვან ქსოვილებს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისაგან, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას
A ვიტამინი (400 მკგ) – მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას
ვიტამინი B 6 (0.7 მგ), B 12 (0.5 მკგ) და ნიკოტინის მჟავა (8 მგ) – ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს კონცენტრაციასა და მეხსიერებას
E ვიტამინი 6 მილიგრამი – აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია
ბიოტინი (25 მკგ) – ხელს უწყობს თმის, კანისა და ფრჩხილების სილამაზეს
პანტოთენის მჟავა (3 მგ) და ფოლის მჟავა (100 მკგ) – ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას და გონებრივ განვითარებას
ცინკი (1.5 მგ) – მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილების მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაში. აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის
სელენი (27.5 მკგ) – დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ნორმალურ ცხოველქმედებასთან.

დოზირება:
4- 6 წელი – 1 ჟელიბონი დღეში
7-12 წელი – 2 ჟელიბონი დღეში
12 წლის ზევით – 2-8 ჟელიბონი დღეში.

გამოშვების ფორმა: ჟელიბონი სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით N 50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Idee PharmaWelt GmbH, გერმანია

გაფრთხილება