რაპტენ რაპიდი / RAPTEN RAPID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიკლოფენაკ კალიუმი/diclofenac

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკ კალიუმს – 50 მგ, დამხმარე ნივთიერებებას: კაჟბადის დიოქსისი კოლოიდური უწყლო, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებელი კარბოქსიმეთილური, გუმიარაბიკი, საქაროზა, საქაროზა ფხვნილში, ტალკი, წითელი ლაკი E124, პოვიდონი K25, მაკროგოლი 6000.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა-ხასიათდება ძლიერ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედებით.ფამაკოლოგიური მოქმედება ეფუძვნება პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას(რომელიც წარმოადგენს ტკივილის პირველ მიზეზს)ფერმენტ ციკლოოქსიგენაზასთან შეერთების გზით.პოსტტრავმულ და პოსტოპერაციულ პერიოდში სწრაფად ხსნის ძლიერი და საშუალო ინტენსივობის ტკივილებს.პირველადი დისმენორეის დროს ხსნის ტკივილს და ამცირებს სისხლდენის ინტენსივობას. დროებით იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას.
ფარმაკოკინეტიკა
ფარმაკოკინეტიკა – სწრაფად შეიწოვება მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 40 წუთში.პლაზმის პროტეინებთან შეკავშირება 99.7%. რაპტენ რაპიდი არ მოქმედებს სხვა ნივთიერებების პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე, მაგრამ ასპირინთან კომბინაციაში მისი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად მცირდება. რაპტენ რაპიდი აღწევს სინოვიალურ სითხეში,დედის რძეში. მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურები არიან.გამოიყოფა უპირატესად თირკმლის გზით 50% პირველი 4 სთ-ის განმავლობაში,დოზის 30-35% სანაღვლე გზებით.
ჩვენებები
ტკივილის სინდრომის სწრაფი კუპირება და შემდეგი დაავადებების არახანგრძლივი მკურნალობა.
-ტკივილით მიმდინარე პოსტტრავმული ანთებითი მდგომარეობები
-ოპერაციის შემდგომი ტკივილის მოხსნა
-ტკივილითა და ანთებით მიმდინარე პათოლოგიები გინეკოლოგიაში (დისმენორეა,ადნექსიტი)
-ტკივილის სინდრომი ხერხემალში
-რევმატიზმი
-ტკივილით მიმდინარე ყელ-ყურ-ცხვირის ანთებით ინფექციური დაავადებები.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილთა დღიური დოზა შეადგენს 100-150მგ 2-3 მიღება.ბავშვებში 14 წლის ზემოთ 75-100 მგ 2-3 მიღება.მოხუცებში მათ შორის დასუსტებუ პაციენტებში რეკომენდირებულია მინიმალური ეფექტური დოზის დანიშვნა.პირველადი დისმენორეის დროს საწყისი დოზა 50-100მგ, საშუალო დოზა 50-150მგ და მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 200მგ (4 მიღება).პრეპარატი მიიღება ჭამის წინ.
გვერდითი მოვლენები
ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, ფაღართი, თავის ტკივილი თავბრუს ხვევა, იშვიათ შემთხვევებში პეპტიური წყლულის გამწვავება, ძილიანობა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტის მიმართ,პეპტიური წყლული, ასთმა, აცეტილსალიცილის მჟავის მოქმედებით გამოწვეული ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიის მქონე პაციენტებში, მოხუცებში,გულსისხლძარღვტა და თირკმლის პათოლოგიია დროს,ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის სურათის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი,არ არის რეკომენდირებული პრეპარატის დანიშვნა მე-3 ტრიმესტრში, ლაქტაციის და 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან კომბნაციაში ზრდის მათ კონცენტრაციას პლაზმაში, ამცირებს დიურეტიკების მოქმედებას, კალიუმის დამზოგველ დიურეტიკებთან კომბინაციაში ზრდის კალიუმის დონეს სისხლში, სხვა არასტეროიდებთან კომბინაციაში ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
გამოშვების ფორმა: – 50მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჰემოფარმი, სერბეთი

გაფრთხილება