რეაფემი

რეაფემი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეაფემი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


Rheafem 200 მგ განეკუთვნება პროგესტერონის და ბუნებრივი პროგესტერონის შემცველ წამლის ჯგუფს.
ეს მედიკამენტი გამოიყენება პროგესტერონის ნაკლებობის, მენოპაუზისთვის ჰორმონის ჩანაცვლების თერაპიის დროს ზოგიერთი ნაყოფიერების პრობლემების მოსაგვარებლად.

რა უნდა იცოდეთ სანამ დაიწყებთ Rheafem 200 მგ გამოყენებას
– არ მიიღოთ/გამოიყენოთ Rheafem 200 მგ – თუ ალერგიული ხართ აქტიური ნივთიერების მიმართ ან Rheafem 200 მგ ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ რომელიც მოცემულია პარაგრაფ 6-ში.
– ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს არაქისის ზეთს. მისი გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში რომლებსაც ალერგიული რეაქცია აქვთ არაქისის ან სოიოს მიმართ.
– თუ შენიშნეთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
– თუ გაქვთ ღვიძლის მწვავე პრობლემები (მხოლოდ პერორალური მიღება).
– თრომბოემბოლიური გართულება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
200 მგ Rheafem მიღებამდე კონსულტაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძილიანობის შემთხვევაში კაფსულების მიღება უნდა მოხდეს ძილის დროს.
რეკომენდებული დოზებით მიღების და სწორი გამოყენების შემთხვევაში, მკურნალობას არ აქვს ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება.
სხვა მედიკამენტები და Rheafem 200 მგ
მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ, ან ბოლო ხანს მიიღეთ სხვა მედიკამენტები. ძალიან მნიშვნელოვანია ერთდროულად ერთზე მეტი წამლის მიღება რამაც შესაძლოა გააძლიეროს ან შეასუსტოს მათი ეფექტი.

200
მგ Rheafem-ის მიღება საკვებთან და სასმელთან
მედიკამენტის მიღება საკვებთან ერთად ზრდის მის შეწოვას, ამიტომ საკვებთან მიმართებაში (მაგალითად: ყოველდღე ვახშმის შემდეგ ძილის წინ) უნდა დაიცვათ იგივე რეჟიმი. მოერიდეთ ცვლილებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება: თუ ხართ ორსული ან მეძუძრი დედა, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ორსულობა -პროგესტერონი არის ჰორმონი რომლის დონეც ორსულობის დროს იზრდება და ამ პერიოდში მისი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
ძუძუთი კვება პროგესტერრონი გამოიყოფა რძეში. მეძუძური ქალბატონებისთვის მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება იმის გამო რომ პროგესტერონის პერორალური მიღებისას არსებობს ძილიანობის რისკი, ამიტომ უნდა მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს რომელიც მოითხოვს თქვენი ყურადღების კონცენტრირებას, როგორიცაა ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება.

როგორ მიიღოთ 200 მგ Rheafem
ყოველთვის მიიღეთ მედიკამენტი ისე როგორც მოცემულია ბროშურაში ან როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული მაშინ გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება. თქვენი ექიმი მოგახსენებთ თუ რამდენი ხნით უნდა მიიღოთ Rheafem 200 მგ. არ შეწყვიტოთ წამლის მიღება მკურნალობის კურსის დამთავრებამდე. წამლის დოზები სხვადასხვაა მკურნალობის მიზეზის მიხედვით; მკაცრად დაიცავით თქვენი ექიმის მითითებები.

ნორმალური დოზა:
პერორალური მიღება: ზოგადად, პროგესტერონის სადღეღამისო დოზაა 200-დან 300 მგ-მდე.
ვაგინალურად: სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 100-დან 600 მგ-მდე მკურნალობის მიზეზის მიხედვით; თუ თქვენ იღებთ იმაზე მეტ Rheafem 200 მგ. ვიდრე უნდა ღებულობდეთ: დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით დიდი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს და მოახსენეთ რა რაოდენობის მედიკამენტი მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ Rheafem 200 მგ. დალევა/მიღება: მიიღეთ როგორც კი შეძლებთ და მკურნალობა გააგრძელეთ ჩვეულებრივ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად. თუ შეწყვეტთ 200 მგ Rheafem -ით მკურნალობას: ამ პროდუქტის მოხმარებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ყველა მედიკამენტის მსგავსად 200 მგ Rheafem-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.
შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა გვერდითმა მოვლენებმა:
პერორალური მიღება: მედიკამენტის მიღებიდან 1-3 საათის შემდეგ შესაძლოა თავი იჩინოს ძილიანობამ და თავბრუსხვევამ. მენსტრუალური ციკლის შემცირება ან სისხლდენის დარღვევა ლუთეალურ ფაზაში.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა მიიღებს სერიოზულ ხასიათს, ან თუ შეიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს რომელიც აქ არ არის მითითებული, გთხოვთ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ შევინახოთ 200 მგ Rheafem მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვადის ამოწურვის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. მოქმედების ვადის ამოწურვის ბოლო დღედ ითვლება თვის ბოლო დღე. არ გადააგდოთ მედიკამენტი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ არ ხართ დარწმუნებული, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ როგორ განკარგოთ მედიკამენტი რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ამ ზომების მიღებით თქვენ დაიცავთ გარემოს.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია:  შემადგენლობა Rheafem 200 მგ: აქტიური ნივთიერებაა მიკრონიზებული პროგესტერონი, თითოეულ რბილ ჟელატინის კაფსულაში 200 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: შიგთავსი: არაქისის ზეთი და სოიოს ლეციტინი. გარსი: ჟელატინი, გლიცეროლი, ტიტანი, დიოქსიდი როგორ გამოიყურება პროდუქტი და შეფუთვის შიგთავსი რეაფემის (Rheafem) 200 მგ რბილი ჟელატინის კაფსულები პერორალური და ვაგინალური გამოყენებისთვის. შეფუთვაში 30 კაფსულა.

ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი: ნებართვის მფლობელი BIH Pharma SA Crocicchio Cortogna 6, შვეიცარია, CH-6900 Lugano მწარმოებელი: ესპანეთი, Laboratorios Leon Farma, S.A. Poligono Industrial Navatejera, La Vallina S/N 24008 Navatejera (Leon)

გაფრთხილება