რელორანი

რელორანი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რელორანი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დესლორატადინი/desloratadine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
5 მლ სიროფი შეიცავს 2.5 მგ დესლორატადინს.
დამხმარე ნივთიერებები პროპილენ გლიკოლი, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი,  დინატრიუმის EDთA, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, საქაროზა, მარწყვის არომატიც, სენსეს ყვითელი, (E 110), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რელორანი არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. რელორანს გააჩნია ალერგიის საწინაღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის შემდეგ და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
რელორანს აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრძნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს რელორანს ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:
– სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
– ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:
6 –დან 11 თვემდე ბავშვები: 2 მლ სიროფი 1- ჯერ დღეში.
1 -დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ სიროფი 1- ჯერ დღეში.
6- დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ  სიროფი  1- ჯერ დღეში.
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და ზემოთ): 10 მლ  სიროფი   1- ჯერ დღეში.
მკურნალობის  ხანგრძლივობისათვის ექიმი  ადგენს  ალერგიული რინიტის ტიპს.
ხანგამოშვებითი ალერგიული  რინიტის შემთხვევაში  (სიმპტომების არსებობა<4 დღე კვირაში ან <4 კვირა), ექიმი იკვლევს დაავადების ისტორიას და შესაბამისად არჩევს მკურნალობის პროგრამას.
მთელი წლის განმავლობაში  მიმდინარე რინიტის შემთხვევაში  (სიმპტომების არსებობა >4 დღე კვირაში ან >4 კვირა),  ექიმი რეკომენდაციას გაუწევს მკურნალობის ხანგრძლივ პროგრამას.
ჭინჭრის ციების მკურნალობის ხანგრძლივობა  შეირჩვა ინდივიდუალურად.

გამოყენების წესი:
გადაყლაპეთ სიროფი და შემდეგ მიაყოლეთ წყალი. რელორანის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
რელორანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რელორანი მიიღება კვებისაგან დამოუკიდებლად
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
რელორანის სიროფი გამოიყენება 6 თვის ასაკიდან.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში რელორანის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ნა დესლორატადინისადმი

ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
ორსულობის დროს ნუ მიიღებთ რელორანს.

ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვების დროს ნუ მიიღებთ რელორანს.
გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს
ღვიძლის უკმარისობის დროს გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
გამოყენება თირკმლების უკმარისობის დროს
თირკმლების  მძიმე უკმარისობის დროს რელორანი სიფრთხილით გამოიყენება.

ავტომობილის  მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული დოზით  რელორანი არ იწვევს ძილიანობას  და კონცენტრაციის დაქვეითებას. თუმცა ძალიან იშვიათად ზოგიერთი ადამიანი რელორანის გამოყენებისას აღნიშნავდა ძილიანობას, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

სხვა წამლების მიღება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან რელორანის ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.

ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არანაკლებ  25 გრადუს ცელსიუსის პირობებში.
ვარგისია გამოშვებიდან 36 თვე

გამოშვების ფორმა: 2.5 მგ/5 მლ 150 მლ სიროფი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DEVA Holding, თურქეთი

გაფრთხილება