რემენსი

რემენსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რემენსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


შემადგენლობა:
ტაბლეტები
Cimicifuga D1 ………….  17,9 მგ
Jaborandi D6 …………… 37,2 მგ
Lachesis D12……………. 37,2 მგ
Sepia D12 ………………  37,2 მგ
Sanguinaria D6 …………  37,2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
წვეთები (შემცველობა 100მლ–ზე)
Cimicifuga D1 …………….  5 მლ
Jaborandi D6 ……………. 10 მლ
Lachesis D12 ……………. 10 მლ
Sanguinaria D6 ………….. 10 მლ
Sepia D12 ……………….. 10 მლ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილის სპირტი 43%

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
რემენსი უზრუნველყოფს ჰიპოთალამო–ჰიპოფიზალურ–საკვერცხეების ნორმალურ ფუნქციონირებას, და ამ გზით აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს. ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგების შემდეგ ციკლი ხდება რეგულარული, ქრება წინა მენსტრუალური სინდრომი, ალგოდისმენორეა.

რემენსი ამცირებს კლიმაქსის სიმპტომებს, ისეთს როგორიცაა სიცხის შეგრძნება, „ალები“, გულისცემის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი, უძილობა. ახდენს პროტექტორულ მოქმედებას გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე არტერიული წნევის დაწევის და ნახშირწყლოვანი ცვლის ნორმალიზების ხარჯზე.
პრეპარატი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამიტომ შეიძლება გამოყენებული იქნას მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში.

მიღების ჩვენებები:
წინამენსტრუალური სინდრომი;
ალგოდისმენორეა;
ამენორეა და ოლიგომენორეა;
დისმენორეა;
პათოლოგიური კლიმაქსი;
ენდომეტრიტის, ადნექსიტის კომპლექსური თერაპია.

მიღების წესი:
პრეპარატი მიიღება შემდეგი სქემით: 1–2 დღე 10–10 წვეთი (ან 1 ტაბლეტი) 8–ჯერ დღეში, მესამე დღიდან 10 წვეთი (1 ტაბლეტი) 3–ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლიობა დამოკიდებულია პათოლოგიაზე:
წინა მენსტრუალური სინდრომი, ციკლის დარღვევა – მკურნალობის კურსი 3 თვე, აუცილებლობისას, კურსის განმეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ.
კლიმაქტერული დარღვევა – მკურნალობის კურსი არა ნაკლებ 6 თვე, მდგომარეობის გაუმჯობესებისას შესაძლებელია მიღების ხანგრძლობის შემცირება 2 მიღებამდე დღეში.
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებებისას – მკურნალობის კურსი 3 თვეა, რომელიც აუცილებლობისას შეიძლება განმეორდეს ერთი თვის შემდეგ.
პრეპარატი მიიღება სუფთა სახით (შესაძლებელია მცირე რაოდენობით წყალში განზავება) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. გადაყლაპვამდე პრეპარატი გააჩერეთ პირში.

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე;
ძალიან იშვიათად ჰიპერსალივაცია.

უკუჩვენებები:
პრეპარატი რომელიმე კომპონენტის აუტანლობა.

ორსულობა:
კლინიკური მონაცემები პრეპარატის ტერატოგენობაზე და ემბრიოტოქსიურობაზე არ არის, შესაძლებელია პრეპარატის მიღება იმ შემთხვევაში თუ დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არასასურველი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში არ არის დაფიქსირებული.

დოზის გადაჭარბება:
პრეპარატის ჭარბი დოზირება შეუძლებელია.

შენახვის პირობები:
ინახება მზის სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.

დამატებით:
შენახვისას შესაძლებელია პრეპარატის გემოს, გამჭვირვალობის ან ფერის შეცვლა, რაც გავლენას არ ახდენს მის ეფექტურობაზე.
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს რთული მექანიზმების და სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე.
თერაპიის დასაწყისში შესაძლებელია მცირედ მდგომარეობის გაუარესება, რაც არ მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

გაფრთხილება