რეფკონ ადვანსი

რეფკონ ადვანსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეფკონ ადვანსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ორალური მიღებისთვის
ყოველი 1,0 მილილიტრი შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:
100.00 მგ ნატრიუმის ალგინატი და 20.00 მგ კალიუმის ბიკარბონატი
დამხმარე ნივთიერებები:
კალციუმის კარბონატი, კარბომერი 974P, ნატრიუმის საქარინი, მეთილპარაბენი (E 218), პროპილპარაბენი (E 216), პიტნის ზეთი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ბროშურა, რადგან იგი თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
– შეინახეთ ბროშურა. შეიძლება მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.
– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
– მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვებს,

– პრეპარატის გამოყენების დროს ექიმთან ან ჰოსპიტალში ვიზიტისას, აცნობეთ ექიმს, რომ იღებთ მოცემულ პრეპარატს.
– ზუსტად დაიცავით ბროშურაში მოცემული მითითებები. დაუშვებელია რეკომენდებულზე მეტი ან ნაკლები დოზის მიღება.

1. რა არის რეფკონ ადვანსი და რისთვის გამოიყენება ის?
რეფკონ ადვანსი მუქი თეთრი ფერის ბლანტი სუსპენზიაა პიტნის არომატით.
რეფკონ ადვანსი წამროდგენილია ქარვისფერი 200 მლ-იანი შუშის ბოთლში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
რეფკონ ადვანსი მიეკუთვნებაპრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება რეფლუქსის (კუჭისა და საყლაპავის ანთების) ჩასახშობად.
რეფკონ ადვანსი გამოიყენება კუჭისა და საყლაპავის  რეფლუქსის  (კუჭისა და საყლაპავის ანთება) სიმპტომების,  როგორიცაა რეფლუქს-ეზოფაგიტით, ორსულობით ან მჟავის რეგურგიტაციით გამოწვეული ჭამის შემდგომი ან დისპეპსიური (რეფლუქსით გამოწვეული) გულძმარვის სამკურნალოდ.

2. რა უნდა იცოდეთ რეფკონ ადვანსის გამოყენებამდე
არ მიიღოთ რეფკონ ადვანსი, თუ:
• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე)პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (თუ სუნთქვის გაძნელება ან კანზე გამონაყარი შენიშნეთ)
რეფკონ ადვანსის  გამოყენებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება, თუ:
• ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და  78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც რეკომენდირებულია დიეტა მარილის მკაცრი შეზღუდვით, მაგ.,  გულის და თირკმლის უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში ან ისეთი პრეპარატების მიღების დროს, რომელიც ზრდიან პლაზმაში კალიუმის დონეს.
• ყოველი 10 მლ შეიცავს 200 მგ კალციუმის კარბონატს. საჭიროა სიფრთხილე იმ პაციენტებთან მიმართებაში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპერკალცემიას (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზს (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველ თირკმლის კენჭებს.

• მედიკამენტის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ისეთ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ კუჭის მჟავას დაბალი დონე.
• თუ შვიდ დღიანი მკურნალობის შემდეგ  სიმპტომები არ გაუმჯობესდება ან განიცდის გაუარესებას, აუცილებელია ექიმმა განიხილოს კლინიკური მდგომარეობა.
თუ ქვემოთჩამოთვლილი პრობლემებიდან რომელიმე გაქვთ, საჭიროა ექიმმა  ფრთხილად წარმართოს მკურნალობა.
• თუ ექიმმა გირჩიათ ნატრიუმის და/ან კალიუმის  შეზღუდვა
• თუ გაქვთ თირკმელებისა და გულის დაავადება ან წარუსლში გამოგიცდიათ (ზოგიერთი მარილი ზეგავლენას ახდენს ამ მდგომარეობაზე)
• თუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გაქვთ
• თუ შვიდი დღის შემდეგ არ გაგიუმჯობესდათ სიმპტომები
ექიმის რჩევის გარეშე  12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.
ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, თუნდაც წარსულში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად, ჭამის შემდეგ.

ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსის მიღება შესაძლებელია ორსულობის დროს
თუ მკურნალობის განმავლობაში აღმოაჩინეთ, რომ ორსულად ხართ, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეფკონ ადვანსი არ ახდენს გავლენას ბავშვზელაქტაციის პერიოდში. მეძუძურ დედებს შუძლიათ რეფკონ ადვანსის მიღება.
როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, რეფკონ ადვანსის გამოყენების ხანგრძლივობაც უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა
რეფკონ ადვანსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეფკონ ადვანსში შემავალი ინგრედინეტების შესახებ
სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილპარაბენს (E218) და პროპილპარაბენს (E216), რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია შეყოვნებით).
ყოველი 10 მლ დოზა შეიცავს 125.5 მგ ნატრიუმს და 78 მგ კალიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია პაციენტებში,რომელთაც დანიშნული აქვთ მარილის მკაცრი დიეტა, მაგ.: გულისა და თირკემელების უკმარისობის ზოგიერთ შემთხვევაში.
იქიდან გამომდინარე, რომ  რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს ყურადღებას საჭიროებენ პაციენეტები, რომლებიც დაავადებული არიან ჰიპერკალცემიით (სისხლში კალციუმის ზრდა), ნეფროკალცინოზით (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) ან აქვთმორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არის მოცემული.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა რეცეფტორულ ან არარეცეპტორულ პრეპარატებს.

3. რეფკონ ადვანსის მიღების წესი
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება განისაზღვრება ექიმის მიერ.
არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ მკურნალობა თქვენი სურვილისამებრ.
თუ თქვენი ექიმი სხვაგვარად არ განსაზღვრავს, მიიღეთ რეფკონ ადვანსი შემდეგნაირად.
• გამოყენების ინსტრუქცია და დოზირება:
ზრდასრულები, მათ შორის ხანდაზმულები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 5-10 მლ (ერთი ან ორი 5 მლ-იანი სავსე კოვზი) ჭამის შემდეგ ძილის წინ.
თუ 7 დღის შემდეგ სიმპტომები კვლავ შენარჩუნდება მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
• გამოყენების მეთოდი
რეფკონ ადვანსი მიიღება ორალურად.
ის წარმოადგენს მაღალი სიბლანტის პროდუქტს. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვები:
12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვები: 5-10 მლ ჭამის შემდე ძილის წინ ისევე, როგორც ზრდასრულებში.
12 წლამდე ბავშვები: მიღება შესაძლებელია ექიმის რჩევით.
ხანდაზმულები:
დოზის ცვლილება რეკომენდებული არ არის.
• გამოყენების განსაკუთრებული პირობები:
თირკმელების/გულის უკმარისობა: რადგანაც რეფკონ ადვანსი შეიცავს კალციუმის კარბონატს, მკურნალობის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის დონის ზრდა), ნეფროკალცინოზი (თირკმელებში კალციუმის დაგროვება) და მორეციდივე კალციუმის შემცველი თირკმლის კენჭები. აგრეთვე მედიკამენტი შეიცავს ნატრიუმსა და კალიუმს, ამიტომ თუ გაქვთ თირკმელების დაავადებები ან დანიშნული გაქვთ მარილის მკაცრი დიეტა,  გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა: ინფორმაცია მოცემულია არაა

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ რეფკონ ადვანსის მოქმედება ძლიერია ან სუსტი, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ საჭიროზე მეტ დოზას მიიღებთ:

რეფკონ ადვანსის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლებელია  გამოიწვიოს შებერილობა.
თუ რეფკონ ადვანსს მიიღებთ ჭარბი დოზით, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ რეფკონ ადვანსის მიღება
გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა.
გააგრძელე რეფკონ ადვანსის მიღება დანიშნულების შესაბამისად.
რეფკონ ადვანსის მკურნალობის შეწყვეტით გამოწვეული მოვლენები
თუ ექიმთან კონსულტაციის გარეშე შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია კვლავ განახლდეს სიმპტომები.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად რეფკონ ადვანსის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები იმ პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.
თუ ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელიმეს გამოცდით, შეწყვიტეთ რეფკონ ადვანსის გამოყენება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
• კანის გამონაყარი, ქავილი
• სუნთქვის გაძნელება
• თავბურსხვევა
• სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება
ეს ყველაფერი წარმოადგენს ძალიან სერიოზულ გვერდით მოვლენებს. თუ რომელიმე მათგანს გამოცდით, ეს ნიშნავს, რომ რეფკონ ადვანსზე სერიოზული ალერგია გაქვთ. თქვენ გესაჭიროებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ რომელიმე მათგანს შენიშნავთ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებას:
• ჭინჭრის ციება ან ბრონქოსპაზმები (ბრონქების შევიწროება) შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული სიმპტომების მსგავსად.
ყოველივე ჩამოთვლილი წარმოადგენს მძიმე გვერდით მოვლენებს. საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
მძიმე გვერდითი მოვლენები იშვიათია.
თუ რომელიმე გვერდით მოვლენას გამოცდით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. რეფკონ ადვანსის შენახვის პირობები
რეფკონ ადვანსი ინახება ორიგინალ შეფუთვაში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 30°C. არ მოათავსოთ მაცივარში.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოიყენეთ გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: ორალური სუსპენზია 200 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება