რინონექსი

რინონექსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რინონექსი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მომეტაზონი/mometasone

ინტრანაზალური გამოყენებისათვის.
·აქტიური ნივთიერებები: ყოველი შესხურება შეიცავს 51,7 მკგ მომეტაზონის
ფუროატის მონოჰიდრატს, რომელიც 50 მკგ მომეტაზონის ფუროატის
ეკვივალენტურია.
·სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის
ქლორიდი, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცელულოზა 65 პს, ლიმონმჟავის
მონოჰიდრატი, გასუფთავებული წყალი, პოლისორბატი 80.

რას წარმოადგენს და რისთვის გამოიყენება რინონექსი
რინონექსი წარმოადგენს ცხვირის სპრეის ჰომოგენური თეთრი ფერის სუსპენზიის ფორმით.
იგი შეიცავს მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატს, კორტიკოსტეროიდების ჯგუფის მედიკამენტებიდან ერთ-ერთს.
რინონექსი წარმოდგენილია შეფუთვაში დოზის მანუალური რეგულირებით, რომელიც 140 შესხურებისთვის საკმარის სუსპენზიას შეიცავს.
რინონექსი გამოიყენება მოზრდილებსა და 2 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში, თივის ცხელების (სეზონური ალერგია) და ქრონიკული ალერგიული რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ, ასევე, 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში რინონექსი ცხვირის პოლიპების (ლორწოვანი გარსის გამონაზარდი) სამკურნალოდ გამოიყენება.
თივის ხცელება, რომელიც წელიწადის გარკვეულ დროს ვითარდება, ხეების, ბალახების, სარეველების მტვრის, აგრეთვე, ობისა და სოკოების სპორების ჩასუნთქვით გამოწვეული ალერგიული რეაქციაა. ქრონიკული რინიტი წლის ნებისმიერ დროს ვითარდება და სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა რამის, მათ შორის, სახლის მტვრის ტკიპის, ცხოველის ბეწვის, ბუმბულის და გარკვეული საკვების მიმართ მგრძნობელობით იყოს გამოწვეული.
ეს ალერგიები ცხვირიდან გამონადენს და ცემინებას, აგრეთვე, ხცვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შეშუპებას იწვევს, რის გამოც გაჭედვის შეგრძნება ვითარდება. რინონექსი ამცირებს შეშუპებას და გაღიზიანებას ცხვირში და ხსნის ცემინებას, ქავილს, სუნთქვის სიძნელეს  ან გამონადენს.
ცხვირის პოლიპები გამონაზარდებია ცხვირის ღრუს ამომფენ ლორწოვან გარსზე. ძირითადი სიმპტომია ცხვირის დაცობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას აძნელებს. სხვა სიმპტომებია ხცვირიდან გამონადენი, ყელში ჩადინების შეგრძნება და გემოს და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა. რინონექსი ამცირებს ანთებას ცხვირის ღრუში, რითაც პოლიპების შეკუმშვას იწვევს.

უკუჩვენებები:
· ჰიპერმგრძნიბელობა  მომეტაზონის  ფუროატის ან რინონექსის სხვა რომელიმე
ინგრედიენტის მიმართ (ეს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციის, კანზე
გამონაყარის, ქავილის, სახის, ტუჩების და ხელების/ფეხების შეშუპების ან სუნთქვის გაძნელების სახით).
· ცხვირის ინფექცია
· ცხვირის დაიზიანება ან ოპერაციული ჩარევა ცხვირზე
· 2 წლამდე ასაკის ბავშვები

განსაკუთრებული მიოთებანი:
– რინონექსი არ გამოიყენება თუ ცხვირში ჭრილობის დროს
– რინონექსი არ არის განკუთვნილი დაზიანებულ უბნებზე გამოყენებისთვის
– რინონექსი არ გამოიყენება ორსულობის დროს
– რინონექსი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში
– რინონექსი არ გამოიყენება მომატებული თვალშიდა წნევის დროს(გლაუკომა)
– რინონექსი არ გამოიყენება თუ გაქვთ  თვალის ბროლის შემღვრევის დროს(კატარაქტა)
– რინონექსი არ გამოიყენება თუ სხვა კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს იღებთ (პერორალურად ან ინექციით)
– რინონექსი არ გამოიყენება ტუბერკულოზის გადატანილის შემდეგ
– რინონექსი არ გამოიყენება  ვირუსული ინფექციის დროს

რინონექსის მიღება საკვებთან  და სასმელებთან ერთად:
საკვები და სასმელები არ მოქმედებს რინონექსზე, მისი გამოყენების გზიდან გამომდინარე.

ავტომანქანის  და მექანიზმების მართვა
რინონექსი არ მოქმედებს ავტომანქანის და მექანიზმების მართვის უნარზე.

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ გამოყენების სიხშირე
მოზრდილებისთვის  და  12 წლის ზემოთ ბავშვებისათვის ჩვეული რეკომენდებული დოზაა დღეში ორი შესხურება თითოეულ ნესტოში.
სიმპტომების კონტოლს  დაექვემდებარებაბის სემდეგ, ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში, დღეში ერთხელ.
მაქსიმალურ დღიურ დოზა შეიძლება იყოს დღეში ერთხელ 4 შესხურება.
თივის ცხელების შემთხვევაში   შეიძლება პრეპარატის რეგულარული გამოყენების დაწყება  ყვავილობის სეზონის დადგომამდე 2-4 კვირით ადრე.

გამოყენების გზა და მეთოდი
რინონექსი განკუთვნილია ინტრანაზალური გამოყენებისთვის.
ყოველი გამოყენების წინ ბოთლი ფრთხილად შეანჯღრიეთ შეანჯღრიეთ. გამოყენებამდე აუცილებლად წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები.
1. მოხსენით პლასტმასის თავსახური (იხ. სურ. 1)
2. თუ პრეპარატს პირველად იყენებთ(იხ. სურ. 2)
3.ბოთლს ქვემოდან  ცერი ამოუდეთ. საჩვენებელი და შუა თითები  თეთრ
აპლიკატორზე მოათავსეთ, დააჭირეთდა წამალი გამოაფრქვიეთ. ეს პროცედურა
სპრეის გამოფრქვევით დაახლოებით 10-ჯერ ან მანამადე
გაიმეორეთ სანამ წვრილდისპერსული შხეფები არ წარმოიქმნება. პრეპარატი მზადაა
გამოყენებისათვის. პრეპარატი ერთი კვირის მანძილზეც რომ არ გამოიყენოთ,
ხელახალი რეგულირება აღარ დაგჭირდებათ. მაგრამ თუ პრეპარატი ერთ კვირაზე
მეტ ხანს არ გამოიყენეთ,  სპრეი 2-3-ჯერ უნდა გამოაფრქვიოთ წვრილ
დისპერსული შხეფების წარმოქმნამდე.
4.ფრთილად მოიხოცეთ ცხვირი ნესტოების გამოსუფთავების მიზნით ან
ამოისუნთქეთ ცხვირით.
5. ერთი ნესტო დაიხურეთ და  აპლიკატორის ბოლო მეორე ნესტოში მოათავსეთ.
თავი  ოდნავ წინ გადახარეთ, ისე, რომ  ბოთლი ვერტიკალურ მდგომარეობაში იყოს.
(იხ. სურ. 3)
6.ნელა დაიწყეთ ცხვირით შესუნთქვა და შესუნთქვის განმავლობაში შეისხურეთ
პრეპარატი ცხვირში, თეთრ აპლიკატორზე თითების ერთხელ დაჭერით
არ შეისხუროთ ნესტოებს შორის კედელზე (ცხვირის ძგიდეზე).
1.პროცედურის შემდეგ ბოთლი მოიშორეთ ნესტოდან  და პირით ამოისუნქეთ.
2.ზუსტად იგივე პროცედურა მეორე ნესტოში გაიმეორეთ.
3.ცხვირის აპლიკატორი სუფთა ხელსახოცით ან ქსოვილით ფრთილად გაწმინდეთ და პლასტმასის თავსახური დაახურეთ.
ცხვირის  სპრეის გაწმენდა მნიშვნელოვანია ცხვირის  აპოლიკატორი რეგულარულადგაწმინდოთ  სხვაგვარად შეიძლება ჯეროვნად არ იმუშაოს. ცხვირის აპლიკატორის გასაწმენდად.

შემდეგი ინსტრუქციები შეასრულეთ.
1.მოხსენით პლასტმასის თავსახური და ონკანის წყლით გარეცხეთ.
2.ნელა ამოწიეთ და მოხსენით ცხვირის აპლიკატორი.
3.გარეცხეთ ცხვირის  აპლიკატორი ონკანის წყლით,  არ მოათავსოთ ხვრელში
საბურღი მოწყობილობა ან ნემსი.
4.დააბრუნეთ ცხვირის  აპლიკატორი თავის ადგილზე, ისე რომ ტუმბოს ღერძზე
მოთავსდეს.
5.ბოთლს ქვემოდან ცერი ამოუდეთ. საჩვენებელი და შუა  თითები თეთრ
აპლიკატორზე მოათავსეთ, დააჭირეთ და წამალი გამოაფრქვიეთ.ეს პროცედურა
მანამდე გაიმეორეთ,  სანამ წვრილდისპერსული შხეფები არ წარმოიქმნება.
6.ონკანის წყლით გარეცხილი პლასტმასის თავსახური თავის ადგილზე დააბრუნეთ.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
რინონექსი არ გამოიყენოთ 2 წლამდე ბავშვებისთვის. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური და ქრონიკული  ალერგიული რინიტის სამკურნალოდ გამოიყენება.ამ მკურნალობისთვის 2 – 11 წლის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 50 მკგ-ის, ერთი შესხურება დღეში, თითოეულ ნესტოში. 11 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის  შეიძლება მოზრდილთა დოზის გამოყენება.
ვინაიდან რინონექსის ეფექტურობა და უსაფრთხოება ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ 18 წლის ასაკისთვის არის შეფასებული, პატარა ბავშვებისთვის და მოზარდებისათვის ცხვირის პოლიპების სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.
ცხვირის პოლიპების მკურნალობისთვის 18 წლის პაციენტებისთვის მოზრდილთა დოზებია რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:
დღიური დოზა იგივეა, რაც მოზრდილებისთვის.

განსაკუთრებული  პირობები
გამოყენება დროს:
თირკმლის უკმარისობის  მქონე  პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ღვიძლის უკმარისობის დროს:
ღვიძლის დარღვევბის მქონე პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, რინონექსიც იწვევს გვერდითი ეფექტებს მისი ინგრედიენტების  მიმართ, მგრძნობიარე პაციენტებში.
– ჰიპერსენსიტიურობის  რეაქციები, როგორიცაა, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება,
სახის, ტუჩებისა დახელების/ ფეხების შეშუპება,  შებოჭილობა გულმკერდის არეში,
სუნთქვის გაძნელება, გულის წასვლის შეგრძნებადა/ან მაღალი ტემპერატურა.
– გემოს და ყნოსვის შეგრძნების დარღვევა
– თავის ტკივილი
– ყელის ტკივილი
– ცხვირის წვის შეგრძნება
– ცხვირის ღრუს მსუბუქი გაღიზიანება
– ფარინგიტი

რინონექსის შენახვის პირობები:
რინონექსი ბავშვებისთვის  და მათი თვალთახედვისთვის მიუწვდომელ ადგილზე,
ორიგინალურ შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25 გრადუსის ქვემოთ.
მოარიდეთ  მზის პირდაპირ სხივებს. არ გაყინოთ.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
რინონექსი არ გამოიყენოთ ეტიკეტზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის
(24
თვე) ვადის ამოწურვის შემდეგ.
თუ პროდუქტზე ან/დამ ის შეფუთვაზე დეფექტები შენიშნეთ, რინონექსი არ გამოიყენოთ.

გამოშვების ფორმა: 0,05% (18 გ/140 დოზა) ნაზალური სპრეი პოლიეთილენის ბოთლი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: DEVA Holding, თურქეთი

გაფრთხილება