რუბერკელ D3 სანთლები

რუბერკელ D3 სანთლები – ჰომეოპათიური საშუალება

რუბერკელ D3 სანთლები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რუბერკელ D3 სანთლები აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Aspergillus ruber, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით – (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა და 1.8 გ მყარი ცხიმი

ჩვენება
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ყველა ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა სურდო,
სინუსიტი, ბრონქიტი
– კონიუნქტივიტი (თვალების ქავილი და სიწითლე)
– ცისტიტი, ნეფრიტი

თვისებები
Ruberkehl-ის (Aspergillus ruber D5)კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა პოლინოზის (თივის ცხელება) მწვავე სტადიის ყველა სიმპტომის აშკარა გაუმჯობესება. Ruberkehl-ის მოქმედებით მნიშვნელოვნად იზრდებოდა იმუნოსტიმულაციისათვის საჭირო T-ჰელპერების რაოდენობა. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ Ruberkehl-ის ანტიალერგიული ეფექტი სხვა სიმპტომური საშუალებების დოზის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა.

მიღების წესი და დოზირება
რექტალურად 1 სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობის 8 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედებები
ვინაიდან Ruberkehl-ი შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს,
თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენებები
არ ინიშნება Aspergillus ruber-ის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ

მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

მკურნალობის ხანგრძლივობ
დამოკიდებულია ექიმის დანიშნულებაზე

გამოშვების ფორმა: 10 სანთელი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება